არქივი

ფაქტები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ როკ ჯგუფ Radiohead-ის შესახებ

radiohead wallpaper by pirorm d5tgrvk

ფაქტები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ როკ ჯგუფ Radiohead-ის შესახებ

1995select1tc8

1.იცოდით რომ ამ ბენდის ვოკალისტ ტომ იორკს დიდად არ აღაფრთოვანებს საკუთარი ხმა? “მაშინებს ის, თუ როგორი კარგია ჩემი ხმა… რა ზრდილად შეიძლება ჟღერდეს ის მაშინ, როცა რასაც ვმღერივარ სავარაუდოდ ძალიან მჟავეა” _ ამბობს ტომი.

2.ჯონი გრინვუდმა (გიტარისტი) “Creep“-ს “თავისი ხელი დაატყო” და ასე შედგა სინგლი :)) გრინვუდს მიაჩნდა, რომ სიმღერა “უნებისყოფო” და სუსტი იყო. მას საშინლად არ უყვარდა ამ სიმღერის  შესრულება გიტარაზე, ამიტომ, როდესაც ჯგუფი ამ სიმღერას წერდა, მან სცადა საბოტაჟი მოეწყო მათთვის იმით, რომ გიტარის სიმებს ჩამოჰკრავდა რაც შეეძლო ძლიერად. ამან კი შედეგად ის მოგვცა, რომ მივიღეთ სამი ნაკადი გიტარის სიმების ჟღერადობისა,რაც ერთ-ერთი დასამახსოვრებელია სიმღერაში.

3. სანამ რედიოჰედი რედიოჰედი გახდებოდა, მათი სახელი იყო On A Friday.

4. თავიდან ჯგუფის წევრი მხოლოდ ჯონი გრინვუდის ძმა იყო, კოლინი. მაშინ ჯონი ძალიან პატარა იყო და ჰარმონიკაზე უკრავდა. ერთი ღამით, 1987 წელს მას ნება დართეს დაეკრა ჰარმონიკაზე ოქსფორდში კონცერტისას.იგი მუშაობდა კლავიშებზე და საბოლოოდ ჯგუფის მთავარი გიტარისტი გახდა.

5. ტომ იორკმა  სიმღერა Planet Telex სიმთვრალის დროს, იატაკზე მწოლიარემ ჩაწერა. ამ სიმღერის ორიგინალი სახელი იყო ‘Planet Xerox.

6.ტომი ერთ-ერთ სიმღერას Like Spinning Plates უკუღმაც ასრულებს. როგორც თვითონ ამბობს, ძნელი საქმე იყო სიმღერის უკუღმა სწავლა, თუმცა ღირდა.

7.პირველად, Creep  პოპულარული გახდა ისრაელში

8.ამ ბენდის სახელი ბენდ Talking Heads-ის სიმღერიდან უნდა მომდინარეობდეს,რომელსაც ‘Radio head’ ჰქვია.

9.ტომის დაწერილ პირველ სიმღერას ერქვა ‘Mushroom Cloud‘, რომელიც მან 11 წლის ასაკში დაწერა.

10.ტომ იორკს მანქანების შიში აქვს,რომელიც 1987 წელს მომხდარი ავარიიდან მოჰყვება. ამაზე მან რამდენიმე სიმღერაც დაწერა (‘Stupid Car’ , ‘Killer Cars’ , ‘Airbag’, ‘Karma Police’-ის ვიდეო).

radiohead

11. ერთხელ ტომმა წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა რომ სამწუხარო იყო, რომ Jeff Buckley მოკვდა მის მაგივრად.

12. ჯგუფი უარყოფს თავიანთი მუსიკის პოლიტიკურობას.

13.ჯგუფს არავისთვის უთქვამს თუ რას ამბობს ეული კაცი Just-ის ვიდეოში, რაც აიძულებს მთელს ხალხს დაწვეს მის გვერდით შუა ტროტუარზე.

The Stranger

nothing interesting :)
იხილეთ ასევე
Close
Back to top button