გასართობიკრეატივიუცნაური

12 ყველაზე უცნაური სახეობის მასაჟი


დედამიწის ზურგზე ძნელად თუ იპოვით ადამიანს, მასაჟი სიამოვნებას რომ არ ჰგვრიდეს. საოჯახო თუ სამსახურებრივი საქმეებისგან დაღლილს, ალბათ თქვენც არაერთხელ გინატრიათ მასაჟის სალონში მოხვედრა. თუმცა მასაჟი მხოლოდ მოდუნების საშუალება როდია – მას ოდითგანვე იყენებენ სამკურნალოდაც. (ნახეთ ვიდეოები:)

მართლაც, ერთი შეხედვით მასაჟი არის მარტივი, თითქმის პრიმიტიული ტექნიკა, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ პრეპარატებსა და დამხმარე საშუალებებს, მაგრამ ყველამ, ვისაც კი მასთან ჰქონია საქმე, იცის, რამხელა სამკურნალო ძალა შეიძლება იმალებოდეს მასაჟისტის ხელებში. … მასაჟის მიზანია ორგანიზმის გაჯანსაღება, მისი ორგანოებისა თუ სისტემების ფუნქციის აღდგენა.
ამ პოსტში წარმოგიდგენთ მასაჟის გაკეთების ყველაზე უცნაურ მეთოდებს, რომლებიც გვხვდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში:
1. იაპონური მასაჟი ამმა

“ამმა” “ხელებით დამშვიდებას” ნიშნავს. ეს მეთოდი შექმნეს უსინათლოებმა, რომელთათვისაც მასაჟი თავის რჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მას ძველ იაპონიაში მეომართა სწრაფი მომზადების მიზნით მიმართავდნენ. ათასწლეულების განმავლობაში ამმა აკუპრესურითა და აკუპუნქტურით მკურნალობის განსაკუთრებულ მეთოდად ჩამოყალიბდა, რომელიც სხეულში ენერგიის ცირკულაციის პრინციპზე დაფუძნებით განსაზღვრულ წერტილებზე ზეწოლით ცდილობს პაციენტის განკურნებას.
2. საბავშო მასაჟი კვერცხებით – (Egg Baby Massage)

ამ ფოტო-სურათზე, მამა შვილს კვერცხებით უკეთებს თავის მასაჟს , თმის შეჭრის შემდეგ ქალაქ Hefei-ში, ანჰუის პროვინცია, ჩინეთი.
ტრადიციული ჩინური რწმენის თანახმად, თმის შეჭრა მთვარის თვის მეორე დღესვე, სავარაუდოდ კარგი იღბალი მოაქვს…
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით მეტი ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ, თუ რატომ გამოიყენება კვერრცხები, მაგრამ დამეთანხმებით ჟღერს ძალიან არაჰიგიენურად, რადგან ნედლი კვერცხები ხშირად დაბინძურებულია სალმონელა (ნაწლავური) ბაქტერიებით…
3. სპილოს მასაჟი – Thai Elephant Massage

თუ თქვენ დაჭიმულობას გრძნობთ წელის არეში, მაშინ თქვენთვის იდეალური მასაჟისტ-თერაპევტია – სპილო . სამტონიანი სპილო მომთვინიერებლის ზედამხედველობის ქვეშ, ნაზად აჭერს თავის ტლანქ ფეხს პატრონის ზურგს, რომ შეძლოს შეასრულოს ეს რთული ამოცანა ტაილანდი ს Chiang Mai-ის ტურისტულ პარკში . სურვილის შემთხვებაშიც, მაყურებელსაც შეუძლია გამოსცადოს თავის თავზე ამ უჩვეულო მასაჟის სიამოვნება.
ნახეთ ვიდეო:

ნახეთ პატარა სპილო თავისი ხორთუმით და ფეხით როგორ უკეთებს კლიანტს მასაჟს:

4. მასაჟი ბამბუკის ცოცხით – Massage bamboo broom

ეგზოტიკური მასაჟის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლის დროსაც სხეულს ტერფიდან ზურგამდე ბამბუკის ცოცხით ცვლადი ძალისა და სიხშირის რიტმულ დარტყმებს აყენებენ. ეფექტიანია ცხიმოვანი უჯრედების დასაშლელად და კანის ელასტიკურობის გასაზრდელად. აღადგენს ძალებს, მამაკაცებში ზრდის სქესობრივ პოტენციას და სხეულს სიჯანსაღის შეგრძნებას ანიჭებს.
ნახეთ ვიდეო:

5. მასაჟი პითონებით – Python Massage
მასაჟი პითოებით შედის ეგზოტიკური მასაჟების ათეულში. უფასო მასაჟი ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ, ჩანს ძალიან სასიამოვნოდ , რაზეც უარს ვერ იტყვით, მაგრამ რაც შეეხება თვით მასაჟს – მოდით პირდაპირ გეტყვით- ეს მასაჟი მოიცავს გველებს და მათი დახმარებით მიიღებთ რელაქსაციას, დაძაბულობის შენელებას და ერთგვარ მოდუნებას.
ფილიპინების ზოოპარკ „Cebu“-ში ტურისტებს შეუძლიათ გადაიფიქრონ „,მასაჟის“ სეანსის ჩატარება, როცა გაიგებენ, თუ რისი დახმარებით ხდება რელაქსაცია… საინტერესოა, რამდენად გესიამოვნებათ მთელ თქვენს სხეულზე უზარმაზარი პითონების სრიალი და კისერზე შემოხვეული მახრჩობელა პითონი?


4 გიგანტური მუქი რომბისებრი პითონი, რომელთა საერთო წონა 250 კგ-ზე მეტია, სრიალებენ იმ კლიენტის სხელზე, ვინც საკმაოდ მამაცი და გულადია, რომელიც ბამბუკის შეზლონგზე წევს და სხეული მაინც უთრთის შიშისაგან. მასაჟის დაწყებამდე, თითოეულ პითონს , რომელთა სახელებიცაა მიშელი, უოლტერი , ეი-ჯეი და დანიელი – აჭმევენ დაახლოებით 10-12 ქათამს რომ დააკმაყოფილონ მათი შიმშილი- შესაბამისად, მათ ადამიანის „დაგემოვნების“ სურვილი აღარ უჩნდებათ.
რომბისებრი პითონი უმეტესად გავრცელებულია ჩრდილოეთ ავსტრალიაში და პაპუა-ახალ გვინეაშია. სიგრძეში დაახლოებით 2,5 მეტრი იზრდება; გველების სრიალის მოძრაობებს ანუ ქმედებებს 20-15 წუთის ხანგრძლივობით, როგორც ამბობენ ექიმები, აქვთ თერაპიული (სამკურნალო) და დამამშვიდებელი ეფექტი.
ნახეთ ვიდეო:

6. მასაჟი აფრიკული ლოკოკონებით – (African Achatina Massage)

სპა- სალონებმა რუსეთში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში სახის მასაჟი აიყანა ახალ დონეზე. ყველა მანდილოსანმა კარგად იცის, თუ რა ჯადოსნური ძალა აქვს ლოკოკინას. ითვლება, რომ მასაჟი ლოკოკინებით, რომელიც ასევე, ცნობილია როგორც „სელებრითი ლოკოკინა“ (Celebrity Escargot), ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, აშორებს ნაოჭებს, ნაწიბურებს და დამწვრობის ნიშნებს.
პროცედურა მოიცავს სამ „Achatina“ ლოკოკინას, რომლებიც ცოცავენ თქვენს სახეზე ზევით და ქვევით, რის შედეგადაც ტოვებენ ლორწოიან კვალს, რომელსაც შეუძლია აღადგინოს დაზიანებული კანი. ამიტომაც „მშვენიერი სქესის“ წარმომადგენლები უარს არა თუ ლოკოკინას კრემებზე, არამედ მისი მეშვეობითაც გაკეთებულ მასაჟზეც არრ ამბობენ უარს.
ნახეთ ვიდო:

7. მასაჟი კაქტუსებით – (Cactus Massage)

ჩვენ ვიცით, რაზე გაიფიქრეთ – ალბათ კაკტუსების მასაჟი ძალიან მტკივნეული იქნება, მაგრამ პუნტა-მიტაში როგორც მექსიკური კურორტის „Four Seasons Resort“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, Hakali-ის მასაჟი კაქტუსებით აბსოლიტურად უმტკივნეულოა და პირიქით, ძალიანაც სსასიამოვნოა. კაქტუსს ეკლები წინასწარ აქვს გაცლილი და $ 250 დოლარად ღირებული თბილი ბეზე, რომელიც დამზადებულია კაქტუსის რბილობისა და ყვავილების ნარევი ტეკილასთან ერთად შერეული შესანიშნავად ატენიანებს კანს. ბევრი კაქტუსის ნაყოფი და ღეროს რბილობი იჭმევა.
ნახეთ ვიდეო:

8. ბუმბულის სკლინტის მასაჟი.

ნებისმიერი ტიპის სახის კანს ჭირდება ყოველდღიური მოვლა. განსაკუთრებით გაზაფხულზე. ამ დროს კანი ,,დაღლილია,, სიცივისა და მზის შუქის ნაკლებობის გამო და განსაკუთრებული კვება ჭირდება.
სახის მასაჟი ბულბულის სკლინტით უძველეს დროშიც სახის კანისათვის სასარგებლო მასაჟი იყო. ის გამდიდრებულია აზოტით და გუანინით. გუანინი — ორიდან ერთერთი პურინის ფუძეა, ხოლო თვითონ სიტყვა მომდინარეობს კეჩუას ტომის ინდიელების სიტყვისგან „გუანო“, რაც წლის ფრინველთა გამონაყოფს ნიშნავს.
ამ თერაპიას იყენებდნენ ასობით წლის განმავლობაში იაპონიის გეიშები-ქალები იაპონიაში, რომლებიც ფლობდნენ მამაკაცის მოხიბვლის ხელოვნებას. ეს თერაპია გულისხმობს სახის კანის გაწმენდას: ბულბულის სკლინტი ეხმარება შეინარჩუნოს ტენიანობა, ასევე ეხმარება კანის რეგენერაციას , ხოლო ამონომჟავას აქვს გამათეთრებელი თვისებები და შეინარჩუნოს კანი, როგორც „ფაიფური“…
ნახეთ ვიდეო:

Bird poop facial for glowing skin (Weirdest… by litexa
9. მასაჟი გონდოლაზე – (Gondola Massage)

გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში ყველაზე რომანტიკულ ქალაქში, თქვენ შეგიძლიათ მიაკითხოთ ერთ-ერთ ყველაზე მაცდურ სპა-პროცედურებს. ქალაქ ვენეციაში მდებარეობს სასტუმრო „Hotel Cipriani“, სადაც მსურველებს შეუძლიათ მიმართონ მასჟის კლუბ- „Casanova Spa“-ს და მიიღონ რელაქსაცია – დაძაბულობის შენელება და ერთგვარი მოდუნება; თუკი მსურველებს სურთ , რომ ამავდროულად დატკბნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებით, მაშინ გონდოლით გაისეირნეთ, რომელსაც ეყოლება მასაჯისტი და გასცურავთ ერთ-ერთ ლამაზ ვენეციის ლაგუნაში. ლაგუნა ხომ ხმელთაშუა ზღვის აუზის უდიდეს ვეთლენდს წარმოადგენს. ვენეციის ლაგუნა , როგორც ვიცით ჩაკეტილი უბეა ადრიატიკის ზღვაში და უბეში წყლის დონე საკმაოდ ცვალებადია ; თქვენ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ წყლის დონემ მაღალ დონეს არ მიაღწიოს-ადგილობრივები ამ მოვლენას აკუა-ალტას (acqua alta ) ეძახიან, რომლის დროსაც მთელი ვენეცია წყლით იფარება…
მასაჟის დროს, რომ დაიცვას თქვენი კანი დამწვრობისგან, მასაჟისტი იყენებს სპეციალურ დაცვის ზეთს – SPF.
10. მასაჟი ყასაბის დიდი დანებით – (Meat Cleaver Massage)

ტაილანდში პოპულარულ მასაჟის ამ სახეობაზე მხოლოდ ძალიან გულადი ადამიანი თუ დათანხმდება. მთელ სხეულზე კლიენტს მსუბუქად ურტყამენ ყასაბის დიდი დანის კარგად ალესილ პირს. ამბობენ, რომ ეს მასაჟი ათავისუფლებს სხეულში დაგროვილ ენერგიას და ძალღონით ავსებს ადამიანს.
ათწუთიანი მასაჟი ღირს დაახლოებით $ 330 ამერიკული დოლარი.
11. ცეცხლის ალით მასაჟი- (Flames Massage)

ძალიან უცნაურია, მაგრამ ადამიანისათვის ცეცხლის მოკიდება ყოველთვის ცუდი იდეა სულაც არაა. ამას ხანდახან სამკურნალო დანიშნულებაც შეიძლება ჰქონდეს. ცეცხლოვანი პროცედურები ძალიან პოპულარულია წლის ცივ დროს ჩინური ტრადიციული მედიცინის ცენტრებში. ადამიანებს სჯერათ, რომ ეს თავიდან ააცილებთ გრიპს და გაციებას. ქსოვილის ნაჭერს ასხურებენ ადვილად აალებად ნივთიერებას, უმეტეს შემთხვევაში სპირტს, შემდეგ უკიდებენ ცეცხლს და აფარებენ მეორე ქსოვილს. ეს სრულებითაც არაა მტკივნეული და ამავდროულად წონის დაკლებასაც უწყობს ხელს.
12. მასაჟი ღიტინით – Tickling Massage

ტაილანდური მასაჟის ეს სახეობა იუმორის მოყვარულ ადამიანებზეა გათვლილი. მაგრამ მადრიდში, სალონ „CosquilleArteSpa“-ში მასაჟ-თერაპევტები რეალურად იყენებენ ღუტუნის ნაზ მათოდებს, რომ კლიენტებს მოუხსნან სტრესი. ის ჯერ კიდევ 2000 წლის წინ წარმოიშვა ჩინეთში. ადამიანს უღიტინებენ ფრინველის ფრთით სპეციალურ ადგილებზე. ეს მასაჟი იწვევეს განტვირთვას და მხიარულ ხასიათზე აყენებს ადამიანს.
ამიტომაც იზაბელ აირესმა (Isabel Aires) გადაწყვიტა გაეხსნა პირველი ღუტუნის სპა-სალონი მსოფლიოში. სეანსი ტარდება ჩაბნელებულ ოთახში, დამამშვიდებელი მუსიკის თანხლებით და სასიამოვნო სურნელით ჰაერში. კლიენტი იხდის და წვება მაგიდაზე -სახით ქვემოთ და იწყება ღუტუნი, ჯერ თითებით მთელ სხეულზე, რასაც მოჰყვება ბუმბული. 30 წუთიანი სეანსი ღირს 25 ევრო (35 დოლარი), ხოლო 1 საათიანი სეანსი კი- 45 ევრო.

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close