ახალი ამბებიგამოგონება

5 უახლესი ტექნოლოგია, რომლებსაც შეუძლიათ ფეხბურთის შეცვლა


5 უახლესი ტექნოლოგია, რომლებსაც შეუძლიათ ფეხბურთის შეცვლა.

Brazucam – ბურთი ჩაშენებული კამერებით

Brazucam ეს არის საფეხბურთო ბურთ Brazuca-ს ტექნოლოგიური ვარიაცია, რომელიც შექმნა კომპანია Adidas-მა სპეციალურათ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიაში. მაგრამ განსხვავებით თავისი პირველი ვერსიებისა, ბურთს გააჩნია ექვსი ჩაშენებული ვიდეოკამერა. ტექნიკური ინოვაცია, რომელიც რეალიზებულია Brazucam-ში განკუთვნილია არამხოლოდ უბრალოდ ფეხბურთისთვის, არამედ ტელევიზიისთვისაც. ბურთი ჩაშენებული კამერებით ტრანსლიაციის რეჟისორებს საშუალებას აძლევს, რომ თამაში აჩვენონ სულ სხვა კუთხით. თუკი ადრე ჩვენ ფეხბურთს ვუყურებდით მოთამაშის გვერდებიდან ან ტრიბუნებიდან, ახლა შეგვიძლია მას ვუყუროთ ბურთიდან. ბურთის გამოყენება კამერებით ჯერ არ იგეგმება ოფიციალურ თამაშებში, მათ შორის არც მსოფლიო ჩემპიონატში. ის გამოიყენება მხოლოდ საფეხბურთო ტურნირის რეკლამისთვის, მაგრამ მომავალში კომპანია Adidas აპირებს ეს იდეა შეათავსოს “დიდ ფეხბურთს”.

Adidas miCoach – პერსონალური მწრთვნელი და ექიმი ფეხბურთელებისთვის

კომპანია Adidas-მა რამდენიმე წლის გაუშვა საკმაოდ წარმატებული ტექნოლოგია miCoach – ციფრული პირადი მწრთვნელი, რომელიც დაეხმარება სპორტის მოყვარულებს ფიზიკურ მომზადებაში: შეუდგენს პროგრამას, ასწავლის სწორ მოძრაობებს და გააკონტროლებს მათ მომზადებას. Adidas miCoach-ს იყენებენ არამხოლოდ მოყვარულები, არამედ პროფესიონალი ფეხბურთელებიც. Adidas-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს ამერიკულ საფეხბურთო ლიგასთან, რომ ყველა გუნდს ჩაუტანოს სპეციალური ფორმა, რომელიც აღჭურვილი იქნება ბევრი გადამცემით, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას. გადამცემები აგზავნიან ამ მონაცემებს 200 მაჩვენებელი წამში სიჩქარით, ასე რომ მწრთვნელებს და კლუბების სამედიცინო გუნდებს შეეძლებათ რეალური დროის რეჟიმში ჰქონდეთ წარმოდგენა მოთამაშის სასარგებლო მოქმედებებზე და მის “ფიზიკაზე”.

ჭკვიანი საფეხბურთო ფორმა Under Armour E39

რათქმაუნდა ამგვარ ტექნოლოგიებს არ ანვითარებს მხოლოდ Adidas-ი, არამედ სხვა კომპანიებიც, რომლებიც დაკავებულები არიან სპორტული საქონლის წარმოებით. მაგალითად, ამერიკულმა ფირმამ Under Armour-მა ბაზარზე გამოუშვა “ჭკვიანი” საფეხბურთო ფორმა სახელწოდებით E39. ეს სპორტული კოსტიუმი აღჭურვილია გადამცემებით, რომლბსაც შეუძლიათ აჩვენონ სპორტსმენის ორგანიზმის მდგომარეობა. საუბარი მიდის სხეულის ტემპერატურაზე, წნევაზე, გულის სიჩქარეზე, მეტაბოლიზმის დონეზე, მოძრაობის სიჩქარეზ და ა.შ. Under Armour E39-ის დახმარებით ამ ყველაფრის კონტროლირება შესაძლებელი იქნება ისე, რომ არ მოვწყდეთ ვარჯიშებს ან მატჩს. ჭკვიან საფეხბურთო ფორმას Under Armour E39 საშუალებას გაძლევთ, რომ დროის ნებისმიერ მომენტში მიიღოთ მაქსიმალურათ დეტალური ინფორმაცია მოთამაშის ფიზიკურ მდგომარეობაზე, რომ უკეთესათ გაიგოთ, თუ რას უნდა ელოდოთ მისგან. Under Armour E39 შეუძლია იმუშაობს უკაბეოლო ინტერფეისებით კომპიუტერთან, პლანშეტთან და სმარტფონთანაც კი.

Honda ASIMO – პირველი ნამდვილი ფეხბურთელი რობოტი

მსოფლიოში რეგულარულათ ტარდება შეჯიბრებები რობოტებს შორის ფეხბურთში, რაც ალბათ უფრო დემონსტრირებს ახალი ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. ჩვეულებრივსამებრ ასეთ ტურნირებში მანქანები საერთოდ არ გვანან ადამიანებს. კომპანია Honda-მ კი შექმნა პირველი ადამიანურათ მოაზროვნე ფეხბურთელი რობოტი ASIMO. სხვათაშორის, თავდაპირველად ASIMO-ს გამოყენება არ იგეგმებოდა სპორტულ შეჯიბრებებში. პროექტმა სტარტი აიღო ჯერ კიდევ 1986 წელს, როდესაც Honda-მ გადაწყვიტა, დაეწყო უნივერსალური რობოტ-ანდროიდების შექმნა, რომლებსაც შეეძლებოდათ ბევრი სხვადასხვა ფუნქციის შესრულება. მას მერე გამოვიდა რობოტი-ოფიციანტი, დამხმარე რობოტი დაავადებული ხალხისთვის და რობოტი დირიჟორიც კი. რამდენიმე ხნის წინ კი წარდგენილი იქნა ASIMO და ფეხბურთელი რობოტი. რათქმაუნდა ASIMO შორსაა პროფესიონალი სპორტსმენებისგან. მაგრამ მას უკვე შეუძლია ბევრი ფინტის გაკეთება, რომლებსაც ნამდვილი ფეხბურთელები აკეთებენ. კომპანია Honda ატარებს საჩვენებელ მატჩებს Honda ASIMO-თი. კომპანია იმედოვნებს, რომ რობოტები შეძლებენ ითამაშონ ფეხბურთი ძალიან კარგად და ეს იქნება რამდენიმე წელში, რადგან პროგრესი არნახული ტემპებით მიიწევს წინ.

GoalControl – გოლის განსაზღვრის სისტემა

რამდენი წელია, რაც საფეხბურთო საზოგადოება კამათობს, რომ შეიყვანოს თუ არა ფეხბურთში სისტემა, რომელიც შეცვლის არბიტრს გოლის განსაზღვრის საკამათო მომენტებში. ამ ინოვაციის მომხრეები მიუთითებენ არბიტრების ძალიან ბევრ შეცდომებზე, რომლებიც საბოლოოდ მატჩის ბედს წყვეტენ. მოწინააღმდეგეები სთავაზობენ, რომ არ შელახონ არბიტრების ავტორიტეტი და არ დაირღვეს თამაშის დინამიკა. საფეხბურთო მთავრობებს მაინც მოუწიათ მისი შეტანა თამაშში. ბევრი არჩევნების შემდეგ საბოლოოდ არჩეული იქნა გერმანული გამოგონება GoalControl. პერიმეტრზე დაყენებულია თოთხმეტი კამერა, რომლებიც უთვალთვალებენ ბურთის მდებარეობას და თუ ბურთი გადაკვეთს კარის ხაზს, სისტემა GoalControl მაშინვე გაუგზავნის შეტყობინებას არბიტრებს თავიანთვე “ჭკვიან” საათზე, რომელიც მას ექნება მაჯაზე. GoalControl წარმატებული აღმოჩნდა კონფედერაციის თასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და შემოდგომას ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გამოიყენოს ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ივნის-ივლისში. ასე, რომ ეს ტურნირი გახდება ახალი ეპოქის დასაწყისი მსოფლიო ფეხბურთში – უფრო ტექნოლოგიური, უშეცდომო და სიბიექტური.

მსგავსი ამბები

Close
Close