გასართობისაკითხავისასარგებლო

10 ბრენდი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო


10 ბრენდი, რომლებმაც შეცვალეს სამყარო.

Amazon

როდესაც კომპანიის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა მოიგონა სახელი თავისი საიტისთვის, ის პირველ რიგში ხელმძღვანელობდა იმით, რომ ეს საიტი უნდა ამოვარდნილიყო ძებნის ხაზში პირველი. ამის გარდა, მას მოსწონდა, რომ ანბანის პირველი და ბოლო ასოები ერთმანეთს ხვდებოდა: ბეზოსი იმედოვნებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს აქ გაყიდიდა ყველაფერს, რასაც კი მსოფლიოში ნახავდა. დღეს ამაზონზე შეგიძლიათ შეიძლიოთ ნებისმიერი საქონელი: ასპირინიდან დაწყებული ელექტრონული წიგნით დამთავრებული. საიტზე წამში იყიდება დაახლოებით 35 ნივთი.

Facebook

მარკ ცუკერბერგი ჰარვარდში სწავლობდა არა ინფორმატიკას, არამედ ფსიქოლოგიას. შეიძლება ამან მოახდინა გავლენა იმაზე, რომ სწორედ მან 9 წლის წინ შექმნა სოციალური ქსელი, რომელიც დღეს არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული. ვინ იფიქრებდა, რომ საიტი რომელიც გაკეთდა უფროსკურსელებს შორის ურთიერთობისთვის, მსოფლიოს ყველა წერტილიდან მოაგროვებდა ჯამში 650 მილიონ მომხმარებელს.

Gap

1969 წელს დონ ფიშერი ვერსად ვერ შოულობდა ჯინსებს, რომლებიც მას მოუვიდოდა. დიდხნიანი ძიების შემდეგ გადაწყვიტა, რომ გაეხსნა თავისი მაღაზია, სადაც გაიყიდებოდა ყველა ფერის ჯინსი 7 დოლარათ. დღეს GAP-ს აქვს 3400 მაღაზია მთელს მსოფლიოში.

HBO

1972 წლის ზამთრის ერთ ცივ დღეს გაჩნდა საკაბელო ტელეარხი Home Box Office. ის პოპულარობით არ სარგებლობდა 1975 წლამდე, სანამ HBO-ზე არ აჩვენეს მუჰამედ ალის და ჯო ფრეზერის მატჩი. უეცრად HBO ყველას დასჭირდა. ამ არხმა შეცვალა შეხედულებები, თუ როგორი უნდა იყოს ტელევიზიის საშუალებით გართობა: სერიალ “სექსი დიდ ქალაქში”, “სოპრანოს კლანის” და სხვა სერიალების წარმატებებმა HBO აქცია მსოფლიოში ყველაზე გასართობ არხათ.

McDonald’s

რძის კოქტეილების გამყიდველმა რეი კროკმა თავისი ყველაზე მომგებიანი გარიგება გააკეთა 1952 წელს, როდესაც ძმებ მაკდონალდებისგან იყიდა სწრაფი კვების რესტორანი, სადაც მძღოლები ყიდულობდნენ საკვებს ისე, რომ მანქანიდან არ უწევდათ გადმოსვლა. მან ეს იყიდა $2,7 მილიონათ. დღეს McDonald’s-ის 34000 რესტორანი ამ თანხაზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებენ ყოველ საათში.

Starbucks

Starbucks-ის ფანებმა დალიეს $13 მილიარდის ყავა. Starbucks-ის მთავარი მიღწევა არის ის, რომ კომპანიამ შეძლო ყავაზე მოთხოვნის იმ დონემდე გაზრდა, რომ დღეს ყავის მოყვარულები მზად არიან მუდმივად გადაიხადონ რამდენიმე დოლარი ერთი ჭიქისთვის.

iPhone

2007 წლის 9 იანვარს APPPLE-ის დამაარსებელმა სტივ ჯობსმა დიდი უზარმაზარი დარბაზის წინ მდგომმა დარეკა ახლოს მყოფ Starbucks-ში და შეუკვეთა 4000 ლატე. ეს იყო პირველი ზარი iPhone-დან. 74 დღის შემდეგ გაიყიდა მილიონობით ტელეფონი. iPhone 4-ის ჩაშვებიდან გაყიდვაში სამ დღეში გაიყიდა მილიონი iPhone 4, ხოლო iPhone 5-ის გამოსვლიდან გაიყიდა 5,9 მილიონი მოწყობილობა.

Visa

1958 წელს ამერიკის ბანკმა გამოუშვა პირველი საკრედიტო ბარათი BankAmericard $300 ლიმიტით, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა მხოლოდ კალიფორნიაში. 1974 წელს ბარათი გახდა უფრო გლობალური, ხოლო ორი წლის შემდეგ მას სახელი გადაერქვა და დაერქვა Visa. დღეს 278 მილიონი ადამიანი წამებში ყიდულობს სხვადასხვა ნივთებს Visa-ს წყალობით. ვინ იფიქრებდა, რომ პატარა პლასტიკური ბარათით შეიძლება ნებისმიერი რამის ყიდვა?

Viagra

1998 წელს კომპანია Pfizer-მა შექმნა ჰიპერტონიის და სტენოკარდიის განმკურნავი პრეპარატი, მაგრამ ყველაფერმა ისე ვერ იმუშავა როგორც მოელოდნენ, სამაგიეროთ ჰქონდა სხვა უნიკალური თვისებები. დღეს Viagra-ს ყოველწლიურად კომპანიისთვის მოაქვს 2 მილიარდი ამერიკული დოლარის მოგება. Viagra გახდა პირველი ფარმაკოლოგიური ბრენდი, რომელმაც შეძლო მსოფლიოს კულტურულ ფენომენათ ქცევა.

Walmart

1962 წელს სემ უოლტონმა გახსნა ჩამოფასებული საქონლის მაღაზია და სთავაზობდა მყიდველებს დაბალ ფასებს. მან პირობა შეასრულა. დღეს Walmart-ის მაღაზიებში შედის 245 მილიონი ადამიანი. არ არსებობს მაღაზიის ძლიერი გლობალური ქსელი. ყველაზე ზუსტად ამის შესახებ თქვა მწერალმა ჯაროდ კინცმა: “როგორ ალექსანდრე მაკედონელი და ცეზარი, მე გამოვდივარ, რომ დავიპყრო სამყარო. მაგრამ მანამდე მე უნდა ვიყიდო რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთი Walmart-ში”.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close