კულტურა

J-20 – რეალობა თუ მორიგი ჩინური პლაგიატი

85058acccdc5

რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფატზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის და რუსეთის გარდა ჩინეთი მესამე ქვეყანაა, რომელმაც მეხუთე თაობის თვითმფრინავი შექმნა და ჰაერში აფრენა მოახერხა.

7b2529f3bb92

ახალი ჩინური გამანადგურებლის ფოტოები ინტერნეტში ჯერ კიდევ გასულის წლის დეკემბერში გამოჩნდა.ფოტოებზე აეროდრომის საფრენ ბილიკზე თვითმფრინავი იყო ასახული.მისი ორიგინალურობის შესახებ დავა მაშინვე დაიწყო და უმეტესობა ფოტოზე აღბეჭდილ თვითმფრინავს დახატულად თვლიდა.მათ შორის იყო ჯურნალი AVIATION WEEK-ის რედაქტორი ბინ სვიტმენი,რომელიც ირწმუნებოდა რომ ჩინეთს მსგავსი ტექნოლოგიები არ გააჩნდა. მაგრამ რეალობა გაცილებით მწარე აღმოჩნდა ამერიკელებისთვის – 2011 წლის 9 იანვარს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ დაზვრევამ სათანადოდ ვერ შეაფასა ჩინეთის თავდაცვითი კომპლექსის განვითარების ტემპები და შესაძლებლობები.

c929fc008de3

9b0b412b5091

ჩინური გამანადგურებლის ზუსტი ნიშნული, რომლის შექმნაზეც ჩინური კომპანიები chengu aircraft corporatio და shenyang aircraft corporation მუშაობდნენ, ჯერჯერობით უცნობია. J-20-ის აფრენის ვიდეომასალა ინტერნეტით დაიდო. საინტერესო ისიც არის, რომ თვითმფრინავმა პირველი გაფრენა ჩინეთში გეითსის ვიზიტიდან მეორე დღეს შეასრულა. ბევრმა ამ ფაქტების დამთხვევა აღიქვა, როგორც პეკინის პასუხი ვაშინგტონის მოწოდებაზე, სამხედრო ბიუჯეტის გამჭირვალობის შესახებ. თვითმფრინავის მახასიათებლები ბურუსით არის მოცული. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი ყოველთვის მალავს თავის სამხედრო პროქტებს, გასაკვირია, როგორ მოხვდა ინტერნეტში ვიდეო თუ ფოტომასალა ამის შესახებ.

13f196210676

თვითმფრინავის ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ ის ნაკლებად შესამჩნევადობის პრონციპითაა შექმნილი, რაზეც უპირველეს ყოვლისა, ჰაერმიმღებები და კილები მიუთითებს. ჩინელებისთვის რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ასევე ხელმისაწვდომია მფრინავის კაბინის ფარნის პოლიმერული მასალის ერთი მთლიანი ნაჭრისგან დამზადების ტექნოლოგია. ანალოგიური ფარანი ამერიკულ F-22 –ისა და F-35–ზე გამოიყენება. რუსული T-50 –ის მსგავსი ფარანის გამოყენებას ჯერ კიდევ განიხილავენ. J-20-ის ცხვირა ნაწილი ძალიან გავს ამერიკული რაპტორს, ხოლო კუდის თაობაზე კი სპეციალისტთა აზრი ორად გაიყო–– ნაწილი მას f-35–ს,ნაწილი კი t-50–ს ამსავსებს.

ამერიკული F-22
d5b5a31dcd79

ამერიკული F-35
49520aa15388

რუსული T-50
7a93744a5493

ecafd7f0cb2c

თვითმფრინავის პლანერი ,,იხვის” სქემით არის შესრულებული და წინა ჰორიზონტალური ფრთასხმულობა აქვს. f-35-ის მსგავსად, კილების დიდი, განივი V-სებურობა გააჩნია, თუმცა რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებლის მსგავსად, მათ მთლიანსაბრუნი კონსტრუქცია აქვს. სავარაუდოდ, თვითმფრინავის სიგრძე 23–24 მ–ს, ფრთის გაქანი–14 მ–ის, ასაფრენი მასა კი 34–36 ტ–ს შეადგენს.წინა გაბარიტული მახასიათებლები მერიკულ და რუსულ თვითმფრინავებს ჯაბნის.

2cddb548dfd8

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთს აქვს გამანადგურებლების კლასიფიკაციის საკუთარი სქემა, რომლის მიხედვითაც ამერკული F-22/F-35 და რუსული T-50 მეოთხე თაობას მიეკუთვნებიან. უცნობი რჩება, რომელ თაობას მიაკუთნებენ ჩინელები თავიანთ ქმნილებას.

ამგვარი თვითმფრინავის შექმნა ჩინეთისთვის წინ გადაგმული დიდი ნაბიჯია. აშკარაა, რომ ამ ქვეყანას უახლესი ტექნოლოგიები აქვს, მაგრამ J-20 და მისი სერიული წარმოება ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი ათწლეულით არის დაშორებული.

მსგავსი ამბები

Back to top button