ვიდეო გაკვეთილებისასარგებლოსურათები

სასარგებლო რჩევები (1 ნაწილი)


1.როგორ გავარჩიოთ ნატურალური პორდუქტი ქიმიურისგან ?

იცით, რას ნიშნავს პატარა კვადრატები რომლებიც არის გამოსახული კოსმეტიკურ კრემებზე, კბილის პასტებზე, შამპუნებზე და ბევრ სხვა პროდუქციაზე?

როდესმე თუ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ნებისმიერ ასეთ პროდუქციას უკანა მხრიდან აქვს პატარა კვადრატი ანუ ხარისხის მაჩვენებელი. ისინი არსებობენ სხვადასხვა ფერების (უმეტესად მუქი ფერები), შავი, მუქი ყავის ფერი, ბორდოს ფერი, წითელი და მწვანე.

მუქი კვადრატები ნიშნავს, რომ პროდუქტი, რომელსაც თქვენ ხმარობთ მათი შემადგენლობა მთლიანად ქიმიურია! წითელი კვადრატები ნიშნავს, რომ დაახლოებით პროდუქტის 70 % ქიმიაა და 30 % ნატურალური! მწვანე კვადრატი კი ნიშნავს რომ პროდუქტი მთლიანად შედგება ნატურალური ნივთიერებებისაგან!

2.კბილების ადვილად გათეთრება

ღიმილი ადამიანს ლამაზს და მიმზიდველს ხდის ხოლო ის მაშინ არის სასიამოვნო, როცა კბილები ლამაზი და თეთრია, დღეს საქართველოში (მის ფარგლებს გარეთაც) კბილების გათეთრება საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ მე შემოგთავაზებთ იაფ და ეფექტურ საშუალებას.

თქვენ დაგჭირდებათ სოდა და ლიმონი. მისი მომზადება ძალიან ადვილია. ავიღოთ თეფში და მასზე დავყაროთ სოდა ისე რომ ყველგან იყოს ფხვიერი. სოდას ზემოდან მოვასხათ ლიმნის წვენი, (ლიმონი უცილდებლად იყოს ახალი), შემდეგ კბილის ჯაგრისით უნდა გადავანაწილოდ კარგად ისე რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა ხოლო ბოლოს კი კბილის ჯაგრისით შევიზილოთ კბილებზე ისევე როგორც ჩვეულებრივი კბილის პასტა და მოვიშოროთ. მე შემოგთავაზებთ ვიდეო რლგოს რომელიც შესაძლებელია უფრო დაგეხმაროთ.

3.როგორ მოვიცილოთ ფერიმჭამელები ?
თუ თქვენ გარდატეხის ასაკში აღარ ბრძანდებით, მაშინ სახეზე ფერიმჭამელების მოშორებამდე უნდა დადგინდეს, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი. ჩაიტარეთ შემდეგი კვლევები: 1) სისხლის საერთო ანალიზი, 2) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; 3) განავლის ანალიზი ჰელმინთებზე; 4) მუცლის ღრუს ექოსკოპია; 4) სახიდან და ხახიდან ჩირქი უნდა დაითესოს ფლორაზე და მგრძნობელობაზე.
ადგილობრივად გირჩევთ, თუ ცხიმიანი კანია, მაშინ დერმასეპტის ხსნარით გაწმენდას ერთჯერ დღეში (ერთი კვირა), ამქერცლავი საშუალებებიდან- კლინდაცინ-T მალამო (ერთი კვირა) 2-ჯერ დღეში. ბოლოს- კურიოზინის გელი დღისით ერთჯერ, საღამოობით- სკინორენის მალამო ერთჯერ დღეში.
სახის დაბანვა- ვიტასკინით ან კლერასილის გელ-ქაფით.
დასალევად- ანტიოქსიკაფსი თუთიით თითო კაფსულა ერთჯერ დღეში (20 კაფსულა) და აევიტი თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ (3 კვირა).

4.პირველი პაემნის სამი წესი.

პირველი პაემანი შეიძლება ნერვიული ან საერთოდ გამანადგურებელი აღმოჩნდეს. მაგრამ არსებობს შემოწმებული რჩევები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ პირველი პაემანი დაუვიწყარ მოვლენად აქციოთ.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე
უფრო ადვილი სათქმელია, ვიდრე შესასრულებელი… ვიცი. საიდუმლო იმაშია, რომ თუ თქვენ სიმშვიდეს პაემნამდე შეინარჩუნებთ, მაშინ მის დროს საერთოდ არ ინერვიულებთ. შეხვედრამდე აკეთეთ ის რაც გამშვიდებთ: წადი სპორტ დარბაზში, ან მეგობრებთან ერთად გაისეირნე, ან თუნდაც სადილად წადი საყვარელ რესტორანში. რაც უფრო ნაკლებს ფიქრობ პაემანზე, მით უფრო ადვილია ღელვის თავიდან აცილება.

ჩასაცმელი წარმატებისათვის
რაც უფრო უხერხულად გრძნობ თავს შენს ტანსაცმელში, მით უფრო სასაცილო შთაბეჭდილებას ტოვებ. რა თქმა უნდა გინდა, რომ გამოიპრანჭო და შთაბეჭდილება მოახდინო, მაგრამ სანამ ლაკის ფეხსაცმელებს და კოსტიუმს ჩაიცვამთ მამაკაცებო დაფიქრდით, იგივე ეხება ქალბატონებსაც, რომლებიც აპირებენ მოკლე კაბისა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმას.

იმხიარულე
თუ თქვენ მხოლოდ ეხლა მიხვედით რესტორანში და მიხვდით, რომ ეს გოგონა (ბიჭი) თქვენთვისაა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ მხიარულად გაატაროთ დრო. ტყუილად ხო არ ემზადებოდით ამ შეხვედრსათვის? თუკი ფიქრობთ ის ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მე მახსოვს, მაშინ მით უმეტეს უნდა იმხიარულოთ – ეს ხომ საუკეთესო ხერხია იმისათვის, რომ მოეწონოთ.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close