არქივი

wrigley -ის დაბადების ისტორია (ნაწილიII )

08e01db0156e

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიას მისი დამაარსებლის ვაჟიშვილი, ფილიპ ვრიგლი ედგა სათავეში. ომმა საღეჭ რეზინზე მოთხოვნილება განსაცვიფრებლად გაზარდა. ჯარისკაცებს დაძაბულობას უმსუბუქებდა და საბრძოლო სულისკვეთებასაც აუმჯობესებდა… ვრიგლის პროდუქციის დიდი ნაწილი შეიარაღებულ ძალებს მიეწოდებოდა. წარმოებიდან ყველა ძველი დასახელების საღეჭი რეზინი მოიხსნა და “საომარი” მარკა “ორბიტი” გახდა, 1946 წლიდან კი ძველ დასახელების საღეჭი რეზინების გამოშვება კვლავ აღდგა.


კომპანია Wrigley-მ 1976 წელს “ორბიტი” მეორედ გამოუშვა, ამჯერად გერმანიაში და თანაც უშაქრო. არნახულმა წარმატებამ განაპირობა მისი გავრცელება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, შუა აზიასა და სხვა ბაზრებზე. მას შემდეგ ამ რეგიონებში “ორბიტი” ლიდერობს. იგი ნაირნაირი გამოდის – ფირფიტების, ბალიშების ფორმის, პიტნის, სხვადასხვა ხილის არომატით, “ზამთრის სიგრილით”… “ორბიტი” 150-ზე მეტ ქვეყანაში რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, ფაბრიკები 20-ზე მეტ ქვეყანაში აშენდა.
4aaae201c8d6

უილიამ ვრიგლი 1932 წელს გარდაიცვალა. მისი საქმე ვაჟიშვილმა, ფილიპმა განაგრძო. მის შემდეგ საგვარეულო საქმეს შვილიშვილი უილიამი გაუძღვა, 1999 წლიდან კი კომპანიას უილიამ ვრიგლი-უმცროსი მართავდა. კომპანიის შტაბბინა ნორტ მიჩიგან-ავენიუზე ჩიკაგოს სიმბოლოდ მიიჩნევა და ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი ცათამბჯენია. ამ შენობის გამოსახულებას ჩიკაგოსთან დაკავშირებულ უამრავ წიგნზე, ფილმში თუ საგანზე ნახავთ.
dc007586f1c1

შტაბბინის ორი ფრთა სამსართულიანი თაღითა და ორი ხიდითაა შეერთებული, რომელთაგან ერთ-ერთი მე-14 სართულის სიმაღლეზეა. შენობის მთლიანი საოფისე ფართობი 442.000 კვმ-ია. ჭრიგლეყ-ს შტაბბინაში სხვა კომპანიების ოფისები, ჟურნალ-გაზეთების რედაქციები, სარეკლამო სააგენტოები, ეროვნული ბანკი, ორი რესტორანი, საპარიკმახერო, კოსმეტიკური სალონი, ასლის გადამღები ბიურო და ორი ტურისტული სააგენტოცაა გახსნილი. შენობაში 3000-ზე მეტი კაცი მუშაობს. ორივე ფრთაში 15 ლიფტია.
473831114883

შენობის გარე განათება კი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და მნახველს გაოგნებულს ტოვებს.
Wrigley გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება. თუ 1990-იან წლებში კომპანია საღეჭი რეზინის თითზე ჩამოსათვლელ სახეობებს უშვებდა, 2005 წლისთვის მისმა რაოდენობამ 72-ს მიაღწია – კაპუჩინოს გემო, სიგრილის შეგრძნება, შოკოლადის სიამოვნება, საღეჭი რეზინი… ძაღლებისთვის. “მე არავითარ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ”, – აი, ვრიგლის დევიზი. 2008 წლის დასაწყისისთვის კომპანიის შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

წინამორბედთაგან განსხვავებით, კომპანიის მმართველი ბილ ვრიგლი ამბობდა, რომ აღარ სურდა ყოფილიყო კომპანიის ცენტრი. ბიზნესის ზრდასთან ერთად კომპანიის მართვაც უფრო და უფრო რთული ხდება. ამიტომ ბილი ტოპმენეჯერთა “გარედან” მოყვანას ცდილობდა.

ბილ ვრიგლის მამა პედანტურობით გამოირჩეოდა და ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფორმალობებს. ახლო მეგობრებსაც კი მისთვის “მისტერ ვრიგლით” უნდა მიემართათ. ფანატიკურად აკვირდებოდა ყველა დეტალს. ერთხელ თავისი დიზაინერი საგანგებოდ გამოიძახა ჩიკაგოდან პრაღაში, რათა დარწმუნებულიყო, რომ ჩეხეთის დედაქალაქის ოფისში ლურჯი ხალიჩის ტონალობა ზუსტად შეესაბამებოდა ჩიკაგოს შტაბბინის ხალიჩის ფერს.

ბილ ვრიგლი განქორწინებულია, სამი შვილი ჰყავს, მაგრამ არც ერთი მათგანი კომპანიაში არ მუშაობს. ვრიგლი ამბობდა, რომ არ აპირებს იმ კომპანიის ფასეულობათა შეცვლას, რომელსაც საღეჭი რეზინის ბაზარზე 99% უჭირავს. ერთხელ მან თანამშრომლებს ასეთი შინაარსის წერილები დაუგზავნა: “თუ შეცდომას არ ვუშვებთ, ეს ნიშნავს, რომ არ ვნერგავთ არავითარ სიახლეს და არც ვრისკავთ”! თუმცა ერთხელ ის უკვე შეცდა: სამკურნალო საღეჭი რეზინის 10 მლნ-იანი პროექტი მოულოდნელად დაიხურა.
24a69dc97527
2008 წლის სექტემბერში “ვრიგლის” აქციონერებმა თანხმობა განაცხადეს და კომპანია ტკბილეულის ბიზნესის გიგანტს, “მარსს” მიჰყიდეს. გაერთიანებული კომპანია დღეს მსოფლიოში უმსხვილესი კონდიტერია. გარიგების მოცულობამ 23 მილიარდი დოლარი შეადგინა და მის დადებაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, უორენ ბაფეტიც მონაწილეობდა. ხოლო ბილ ვრიგლის თავის წილად 2010 წელს 2,1 მილიარდი დოლარი ჰქონდა და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგშიც 463-ე ადგილს დასჯერდა.

მსგავსი ამბები

Back to top button