არქივი

ჭადრაკის მოყვარული ბონაპარტე

d5d304ba2981

“როგორც მეცნიერება, ზედმეტად არასერიოზულია, როგორც თამაში – ზედმეტად სერიოზული…”- ეს სიტყვები  ნაპოლეონ ბონაპარტს ეკუთვნის.იგი ასე ჭადრაკს ახასიათებდა.

 

ცნობილია, რომ იმპერატორი ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო.  პარიზში, კაფე “რეჟანსში” შესვლისას ტურისტებს დღესაც უჩვენებენ მაგიდას, რომელზეც მომავალი იმპერატორი, სამხედრო სასწავლებელში სწავლისას, ხშირად თამაშობდა ჭადრაკს.
15586f1b8cdb
ახალგაზრდობის გატაცებას არც შემდეგ უღალატა და ჭადრაკის ყუთს ეგვიპტის, პოლონეთისა თუ რუსეთის სამხედრო კამპანიების დროსაც არ იშორებდა. ამჯერად განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ  “რეჟანსში” ახალგაზრდა კორსიკელი ოფიცრის “არმია” ხის ფიგურებით იყო “დაკომპლექტებული”, იმპერატორის განკარგულებაში კი საუკეთესო ოსტატების გამოქანდაკებული სპილოს ძვლის ფიგურები გახლდათ, თანაც, თეთრების მეფეს, როგორც წესი, თავად ნაპოლეონი “განასახიერებდა,” ხოლო შავებს მოწინააღმდეგე მეფეებისა თუ სულთნების გარეგნობა ჰქონდათ.
59917bf3c7da

ისიც უნდა ითქვას, რომ სამხედრო საქმის გენიოსი ჭადრაკს მაინცდამაინც ოსტატურად ვერ თამაშობდა, ხშირად მარცხდებოდა კიდეც და უკმაყოფილებას ძალიან მძაფრად გამოხატავდა; ამიტომ მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ, თამაში წაეგოთ, რასაც ხვდებოდა და კიდევ უფრო ღიზიანდებოდა.
b3631ec2994b

ზემოთ ნაპოლეონის გამონათქვამი გავიხსენეთ, რომელშიც ჭადრაკისადმი მისი არცთუ სერიოზული დამოკიდებულება ჩანს. ალბათ, სწორედ ამან დააშვებინა წმინდა ელენეს კუნძულზე  გადასახლებულ იმპერატორს ფატალური შეცდომა. 1926 წელს ლონდონში წარმოადგინეს  ერთგული გენერლების მიერ ნაპოლეონისათვის გაგზავნილი ჭადრაკი. ერთ-ერთ ფიგურაში (მხედარში) კუნძულიდან გაქცევის გეგმა იყო დამალული, თუმცა, ნაპოლეონს აზრად არ მოსვლია ამ ,,არასერიოზული” სათამაშო ფიგურების ყურადღებით დათვალიერება. სამალავი ერთი საუკუნის შემდეგ აღმოაჩინეს.

ffb8a4c47a77

მსგავსი ამბები

Back to top button