საკითხავისასარგებლოსურათები

10 ყველაზე ძვირადღირებული რელიგიური ძეგლი


10 ყველაზე ძვირადღირებული რელიგიური ძეგლი.

იესოს ქანდაკება, ინდონეზია: 540 000 ამერიკული დოლარი

ძეგლი ამაყურად დგას ბორცვის თავზე მანადოში, ინდონეზიაში. როდესაც მონუმენტს შეხედავ დარწმუნებით შეგიძლია თქვა, რომ სწორედ ეს ქანდაკება განსხვავდება იესოს სხვა ქანდაკებებისგან რადიკალურათ. იესოს ეს ქანდაკება არის ქალაქის სიმბოლო და გამოსახავს მხსნელს სულ სხვა მანერაში, ის მოხრილია 20 გრადუსით, რის წყალობითაც იქმნება ფრენის ილუზია. ქანდაკება არის 30 მეტრის და გააკეთა აზიის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, მილიარდელმა სიპუტრამ. მშენებლობაზე დაიხარჯა 25 ტონა მეტალი და 35 ტონა ფოლადი. ეს არის ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკება აზიაში, რომლის ღირებულებაც შეფასებულია $540 000 ამერიკულ დოლარათ.

წყნარი ოკეანის ქრისტე, პერუ: 1 მილიონი ამერიკული დოლარი

ძეგლის გაკეთება იყო პრეზიდენტ ალან გარსიას პირადი სურვილი. მისი მთელი ცხოვრების ოცნება იყო რაღაც სიმბოლოს შექმნა, რომელიც წარადგენდა პერუს. ქანდაკება წარმოუდგენლათ გავს ქრისტეს ქანდაკებას რიო-დე-ჟანეიროში. წყნარი ოკეანის ქრისტე მდებარეობს ლიმაში, ბორცვის მწვერვალზე. ქანდაკების სიმაღლე არის 37 მეტრი 15 მეტრიანი პიედესტალით. ქანდაკება გაკეთდა რიო-დე-ჟანეიროში და შემდეტ ჩაიტანეს პერუში. პრეზიდენტმა პირადათ გამოყო $37 000 მონუმენტის ასაშენებლად. ქანდაკების საერთო ფასი შეადგენს 1 მილიონ ამერიკულ დოლარს.

მარია დე სოკავონი, ბოლივია: 1,3 მილიონი ამერიკული დოლარი

ქანდაკება მდებარეობს ბოლოვიაში, ქალაქ ანდში, რომელიც ცნობილია ოქროს მოპოვებით. ბოლივიას მუდმივი კონკურენცია აქვს ბრაზილიასთან, ამიტომაც არ უნდოდა, რომ აეშენებინა მსოფლიოში სიმაღლით მეორე ქრისტეს ქანდაკება. ის უნდა გამხდარიყო პირველი მთელს სამხრეთ ნახევარსფეროში. მარია დე სოკავონი არის 46 მეტრი და არის 7 მეტრით მაღალი ვიდრე ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში. ის წარადგინეს 2013 წელს კარნავალის დროს, რომელსაც ესწრებოდა 30000 ადამიანი. ღირებულება შეადგენს 1,3 მილიონ ამერიკულ დოლარს.

ქრისტო-დე-ლა კონკორდია, ბოლივია: 1,5 მილიონი ამერიკული დოლარი

ქრისტო-დე-ლა კონკორდია მდებარეობს კოჩაბამბში, ბოლივიაში. ძეგლის მშენებლობა დასრულდა 1994 წელს. მაშინ ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქრისტეს ქანდაკება. ქანდაკების სიმაღლე არის 33 მეტრი და სამხრეთ ნახევარსფეროში არის მესამე. ის მდებარეობს სან-პედრო-ჰილზე და სტუმრებისთვის ღიაა მხოლოდ კვირაობით. ბევრი მოდის, რომ ნახონ ეს ქანდაკება და ყველაფერს გადახედონ სიმაღლიდან.

მეფე-ქრისტე, პორტუგალია: 1,5 მილიონი ამერიკული დოლარი

ცნობილი რელიგიური ქანდაკება განსხვავდება ძალიან მაღალი პოსტამენტით, თვითონ ქრისტეს ქანდაკებასთან შედარებით. მონუმენტის საერთო სიმაღლე შეადგენს 110 მეტრს, ხოლო მარტო პოსტამენტი 52 მეტრს. მშენებლობის იდეა არის Cristo Rei, ანუ მეფე-ქრისტე, იდეა გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც პორტუგალიის კარდინალებმა განაცხადეს, რომ თუ ქვეყანა იქნება დაცული ომისგან, ისინი დადგამენ უზარმაზარ ქანდაკებას იესოს საპატივცემულოთ. ქვეყანა მართლაც იყო უსაფრთხოდ ომისგან, დაპირება შეასრულეს და გახსნეს 1959 წელს ქანდაკება.

მეფე-ქრისტე, პოლონეთი: 1,5 მილიონი დოლარი

ქანდაკება მდებარეობს დასავლეთ პოლონეთში, ქალაქ სვებოძინში, ახლოს გერმანიის საზღვართან, ქანდაკება შეიძლება დაინახოთ ვარშავა-ბერლინის გზატკეცილზე. 2 მეტრიანი მოოქროვილი გვირგვინით პიედესტალის გარეშე ქანდაკების სიმაღლე არის 36 მეტრი, რაც მას ხდის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქრისტეს ქანდაკებას. მონუმენტი შენდებოდა 5 წლის განმავლობაში და მშენებლობა დასრულდა 2010 წელს. ქანდაკების საერთო ღირებულება შეადგენს 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარს. ფული შეგროვდა ხალხის შემოწირულობებისაგან.

ქრისტეს ქანდაკება, ბრაზილია: 3,5 მილიონი ამერიკული დოლარი

ქრისტეს ეს ქანდაკება არის ერთ-ერთი მსოფლიოს 7 საოცრებიდან და ბრაზილიის სიმბოლო. ის მდებარეობს ბორცვ კორკოვადის მწვერვალზე, ქრისტეს ქანდაკება გაშლილი ხელებით არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რელიგიური ქანდაკება. ქანდაკების მშენებლობის იდეა დაიბადა 18-ე საუკუნეში, მაგრამ რეალიზირებული იქნა 1921 წელს. კარკასი დამზადებულია ფოლადისგან, სიმაღლე პიედესტალის გარეშე არის 30 მეტრი, ხოლო პიედესტალის სიმაღლე არის 8 მეტრი. ქანდაკების წონა არის 1100 ტონაზე მეტი. ის შექმნა ბრაზილიელმა არქიტექტორმა ეიტორ და სილვა კოშტამ და ფრანგმა სკულპტორმა პოლ ლანდოვსკიმ. მონუმენტის აშენებას დასჭირდა ცხრა წელი და მისი ფასი შეადგენს 3,5 მილიონ ამერიკულ დოლარს.

ლოტოსის ტაძარი, ინდოეთი: 20 მილიონი ამერიკული დოლარი

ყველაზე დამაინტრიგებელი ტაძარი მსოფლიოში მდებარეობს ინდოეთში, ნიუ-დელიში. მშენებლობა დაიწყო 1980 წელს და დასრულდა 2008 წელს. ტაძრის კონსტრუქცია შეიმუშავა ირანელმა არქიტექტორმა ფარიბორზმა საჰბამმა. ოფიციალურად ის ეძვღნებოდა ღმერთის, რელიგიის და კაცობრიობის ერთობას. შენობის სიმაღლე არის 40 მეტრი და გადახურულია 3065 კვადრატული მეტრი საბერძნეთში მოპოვებული მარმარილოთი. ლოტოსის ტაძარი ცნობილია როგორც ინდური რელიგიის დედათა ტაძარი და არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი ტაძარი მსოფლიოში.

ჰადლგრიმსკირკია, ისლანდია: 25 მილიონი ამერიკული დოლარი

ტაძარს ეს სახელი დაერქვა ჰადლგრიმიურ პიეტურსსონის საპატივცემულოდ, რომელიც იყო ისლანდიელი პოეტი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პასტორი მართლმადიდებლობის ეპოქის დროს, Hallgrimskirkja ნიშნავს “ჰალგრიმურის ეკლესიას”. მონუმენტი მდებარეობს რეიკიავიკის თავზე. ეკლესია არის ქვეყანაში ყველაზე დიდი შენობა, რომლის სიმაღლეც შეადგენს 74 მეტრს. შენობის შექმნას უცნაური თანამედროვე დიზაინით დასჭირდა 38 წელი. მშენებლობა დაიწყო 1945 წელს. პირველად ააშენეს კოშკი, ხოლო შემდეგ კი დარჩენილი ნაწილები. მონუმენტის ღირებულება შეადგენს 25 მილიონ ამერიკულ დოლარს. ღირებულების 60% დაფარულია კერძო შემოწირებულებებისგან. სამრეკვლოში არის სამი ზარი, საიდანაც იხსნება შესანიშნავი ხედი მთელ ქალაქზე, სამრეკვლოში ასვლა შესაძლებელია ლიფტით.

გიგანტური ბუდა, ჩინეთი: 33 მილიონი ამერიკული დოლარი

ჩინეთში არის უკვე ადგილობრივი გამონათქვამი: “ბორცვი – ეს ბუდაა, ხოლო ბუდა – ეს ბორცვია”. როდესაც საქმე მიდგება რწმენაზე, ჩინელები ყველაფერზე წავლენ, რომ ნახონ თუ როგორ იძენენ მათი იდეები ფორმას. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბუდას ქანდაკება ამოკვეთეს მერვე საუკუნეში პროვინცია სინჩუანში. იდეა ეკუთვნის ბუდას მღვდელს. მშენებლობა დაიწყო 713 წელს. მშენებლობა დასრულდა 803 წელს ჩინეთის მმართველების და მღვდლების მოსწავლეების მიერ. მონუმენტზე გამოსახულია მჯდომარე ბუდა მუხლებზე ხელებ დადებული. მისი მხედველობა მიმართულია მთა ემელისკენ. მონუმენტის სიმაღლე შეადგენს 71 მეტრს, ხოლო სიგანე კი 28 მეტრს. მონუმენტი შეიქმნა დაახლოებით 1300 წლის წინ და ამიტომაც რთულია მისი ზუსტად შეფასება, მაგრამ ბუდას მხოლოდ სახის რესტავრაციაზე დაიხარჯა 33 მილიონი დოლარი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ როგორი ძვირადღირებულია ეს ქანდაკება?!

მსგავსი ამბები

Close
Close