გასართობილაშქრობებისაკითხავი

თვითგამოცხადებული ტერიტორიები (1 ნაწილი)

99a7c22d3a03
აფხაზეთი-ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. 1992 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამყარებულია სეპარატისტული რეჟიმი, რომელმაც 1992 წლის 23 ივლისიდან გამოაცხადა ე.წ. “აფხაზეთის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა. მისი დამოუკიდებლობა აღიარეს მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ტუვალუმ. აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენს 180-200 ათასამდე კაცს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეპუბლიკის მთავარი ქალაქია სოხუმი. რეგიონის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ჩვეულებრივ პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული მხარე. მაგრამ კონფლიქტის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა მისი სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო ინფრასტრუქტურა. ამჟამად ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე საწარმო, რომლებიც ძირითადად ნედლეულის (ხე–ტყე, ქვანახშირი) რუსეთსა და თურქეთში გატანით არიან დაკავებულნი.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროშა
5a0c1e07dd60

 

დნესტნისპირეთი-თვითგამოცხადებული სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მოლდოვის ტერიტორიაზე, ე.წ. დნესტნისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა. მისი კონტროლის ქვეშაა მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპირო რომელიც  ძირითადად  ეთნიკური უკრაინელებითა და ნაწილობრივ რუსებითაა დასახლებული. 1991 წელს მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის  გამოაცხადებას მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. იმავე წელს დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი. ამჟამად კონფლიქტი დაკონსერვებულია, მხარეებს შორის პირობით საზღვარზე რუსეთის სამშვიდობო ძალებია განლაგებული. სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 2007 წლის შეფასებით დნესტნისპირეთში 533 500 კაცი ცხოვრობს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქია ტირასპოლი.
152802898894
დნესტნისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროშა
29d601d1fabb

 

აჩეჰი-თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ინდონეზიაში. აჩეჰმა დამოუკიდებლობა 1976 წელს გამოაცხადა. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 4 494 410 კაცს შეადგენს. ოფიციალური ცენტრია ბანდა-აჩეჰი.
9486953f5ed7
აჩეჰის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროშა
db52a14af4af

 

სამხრეთ ოსეთი- თვითგამოცხადებული რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე. თვითმმართველი დე-ფაქტო დედაქალაქია ცხინვალი. 2004 წლის შეფასებით  სამხრეთ ოსეთში 70,000  კაცი ცხოვრობს. თვითგამოცხადებულ ტერიტორიაზე ოფიციალური ვალუტაა რუსული რუბლი.
6d52eb781f6e
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროშა
f49acf66be30

 

ჩეჩნეთი-არააღირებული სახელმწიფო. 2002 წლის შეფასებით ჩეჩნეთში 1,103,686 კაცი ცხოვრობს.
12d62645db87
ჩეჩნეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დროშა
09226080b8b8

მთიანი ყარაბახის რესპუბლიკა – დე-ფაქტო თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რომელმაც თავი დამოუკიდებლად 1991 წლის 2 სექტემბერს გამოაცხადა. 1991 წლის 10 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმით მოსახლეობის უმრავლესობამ მის დამოუკიდებლობას მისცა ხმა. მთიანი ყარაბახის რესპუბლიკის ოფიციალური ვალუტაა სომხური დრამი. დედაქალაქი-სტეფანაკერტი. 2010 წლის შეფასებით მოსახლეობა შეადგენს 141 400 კაცს.
ca5925ec6e6e
მთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დროშა
7a888981321a

მსგავსი ამბები

Back to top button