სიტყვა “რეკლამა” ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ბერძნული ენიდან აღებულია და პირდაპირი თარგმანით “ყვირილს” ნიშნავს. დღეს, თანამედროვე დროში ჭარბად ვაწყდებით რეკლამას სოციალური ქსელის, გარე აბრების, პლაკატების, ტელევიზიითა თუ სხვათა საშუალებით, რომელიც ფანტავს ჩვენს ყურადღებას და კარგი ხარისხით შექმნილი აზრიანი რეკლამა კი აუცილებლად შეგვიცვლის წარმოდგენას. ერთი სიტყვით, ერთ-ერთმა უცხოურმა მედიამ შეკრიბა შთამბეჭდავი რეკლამების კრებული, რომელთა საშუალებით უმეტესი ჩვენგანი იგნორირებული არ დარჩება და გადავწყვიტე სწორედ ამიტომ თქვენც გაგიზიაროთ. აი ისინი:
1. სექსუალურმა მონადირემ შეიძლება თქვენი შვილის მობილურში ჰპოვოს საფარი.
2. კანის ფერმა არ უნდა განაპირობოს ჩვენი მომავალი. (ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველანი ერთი ჰაერით ვსუნთქავთ და ზევიდან ქვევით მხოლოდ მაშინ უნდა შევხედოთ ვინმეს, როდესაც მას წამოდგომაში ვეხმარებით)
3. შიში და ღრმა შიში.
4. დღის განმავლობაში მძღოლებს აქვთ გარანტირებული საავადმყოფოში საწოლი (ხშირ შემთხვევაში საწოლიც ვეღარ შველით) თუ 25-ით ნაკლები სიჩქარით არ ივლიან.
5. გარემოს დაბინძურებას წელიწადში 60 000 ადამიანის სიცოცხლე ეწირება. (გაუფრთხილდით ერთმანეთს)
6. მხოლოდ თანაგრძნობა საქმეს ვერ შველის, გახდი მოხალისე, მაზიარებელი და შეცვალე მათი მომავალი.
7. აი ასეთი გამომეტყველება გაქვს როდესაც ეწევი.
8. ცხოველთა ლიგა სისასტიკის წინააღმდეგია.
9. საჭესთან ნუ ისაუბრებთ მობილური ტელეფონით.
10. ბავშვები ომში- ფიქრობთ რომ ეს არ მოხდება, თუმცა ეს უკვე ხდება.
11. ცენზურა ამახინჯებს ისტორიას.
12. მოწევა იწვევს ნაადრევ სიბერეს.
13. ეს ესკიზი არაა. სანამ დროა განუცხადე უარი ანორექსიას.
14. ტყეების ჩეხვითა და თამბაქოთი დაბინძურებული ჰაერის შედეგი. შეჩერდით სანამ დროა.
15. ბავშვთაგან ერთ-ერთს უჭირავს ნივთი, რომელიც ამერიკაში ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია. გამოიცანით რომელია ეს ნივთი?
წყარო : intermedia.ge