არქივი

5 ნამდვილი ეგზოსკელეტი

e28669f25c6a
5 ნამდვილად არსებული ეგზოსკელეტი.

TALOS
8b1ae0c7b82f
პროექტ TALOS-ზე მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ათეულობით კერძო და სახელმწიფო კომპანიები, მათ შორის უმსხვილესი სამეცნიერო ქვეყნები. მათ მიზნად დაისახეს, რომ შეექმნათ ჯავშან-ჟილეტი ყველა ჯარისკაცისთვის, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცს სრულიად ვერ იცავს, მას შეუძლია შესამჩნევად გაზარდოს ფიზიკური შესაძლებლობები და გადარჩენის შანსი ბრძოლის დროს. TALOS-ის სისტემის ძირითადი არის ჯავშანის მქინე ეგზოსკელეტი, რომელიც არამხოლოდ იცავს ჯარისკაცს ტყვიებისგან და ყუმბარებისგან, არამედ საშუალებას აძლევს, რომ თავისუფლად გადაადგილდეს ბრძოლის ველზე და გადაიტანოს 45 კილოგრამის საბრძოლო მასალა. TALOS-ს აქვს მებრძოლის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ჩაშენებული დაცვის სისტემა. ის აღჭურვილია უამრავი გადამცემით, ხოლო გასაბერი მანჟეტები საშუალებას აძლევს კოსტიუმს, რომ ავტომატურ რეჟიმში შეაჩეროს სისხლდენა. TALOS-ის ზუსტი მახასიათებლები არ ხმაურდება. მოცემულ მომენტში არსებობს მხოლოდ მისი პროტოტიპი. ვარაუდობენ, რომ ფინალური ვერსიას აშშ-ს შეიარაღებაში მიიღებენ 2018 წლისთვის.

XOS 2
790e54235349
XOS 2 შეიქმნა სოლტ-ლეიკ-სიტის უნივერსიტეტში და შემდეგ ის გახდა კომპანია Raytheon-ის საკუთრება. მოცემული კოსტიუმი ძლიერ ზრდის ადამიანის ძალას და იცავს გარე ზემოქმედებებისგან. XOS 2-ს ჯავშანი არ აქვს. კოსტიუმი პირველ რიგში გათვლილია სამხედრო ლოგისტებისთვის, რომლებსაც გადააქვთ მძიმე ტვირთები. ამაში XOS 2 ნამდვილად კარგია. XOS 2-ის დახმარებით ადამიანს შეუძლია კედლების განგრევა და ხეების პირდაპირ წაქცევა. XOS 2 მთავარი პრობლემები დაკავშირებულია მის ავტონომიურობასთან. ეგზოსკელეტი მუშაობს მხოლოდ მაშინ როდესაც მიერთებულია ავტონომიურ ენერგიის წყაროზე, მაგრამ კომპანია Raytheon გვპირდება, რომ ამას გამოასწორებს თავისი სუპერკოსტუმის ახალ ვერსიაში და ახალ ვერსიაში აპირებს, დაამატოს ჯარისკაცის დაცვა ტყვიებისგან.

Hybrid Assistive Limb
1affa588dd0b
სანამ სხვა კომპანიები ცდილობენ, რომ შექმნან ეგზოსკელეტები სამხედროებისთვის, რომ ჯარისკაცებმა მტრები იდეალურათ დახოცონ, სხვები ქმნიან კოსტიუმებს, რომლებიც დაეხმარებიან ავადმოყფებს და სამხედრო მოქმედებების დროს დაზარალებულებს ჰქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრება. მაგალითად, ეგზოსკელეტი Hybrid Assistive Limb შექმნილია სპეციალურათ ადამიანის რეაბილიტაციისთვის. ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ აწარმოონ აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრება და მათ ვინც ადრე ინვალიდის სავარძლიდან ვერ დგებოდა, ახლა უკვე შეუძლიათ კვლავ გაიარონ და ავიდნენ კიბეებზე. ეგზოსკელეტი Hybrid Assistive Limb ასევე გამოადგებათ მოხუცებს, რომ გავიდნენ მაღაზიაში პროდუქტებისთვის. როგორც კუნთები ადამიანის ორგანიზმში, ეგზოსკელეტი Hybrid Assistive Limb ემორჩილება ბიო-ელექტრულ სიგნალებს, რომლებიც მოდიან ადამიანის ტვინიდან.

Mobile Suit
f9949a5fb60f
იაპონია ჯერ ვერ გამკლავებია ელექტროსადგურ ფუკუშიმას ავარიას. ამომავალი მზის ქვეყანა ყოველ წელს გამოყოფს მილიარდობით დოლარს, რომ მოახდინოს მომხდარის შედეგების ლიკვიდაცია. კატასტროფასთან საბრძოლველად შეიქმნა ეგზოსკელეტი Mobile Suit. ცუკუბის უნივერსისტეტის ინჟინერებმა შექმნეს Mobile Suit სპეციალურათ იმისათვის, რომ მოახდინონ ფუკუშიმას კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია. ამ ეგზოსკელეტს საფუძვლად უდევს უკვე ზემოთხსენებული Hybrid Assistive Limb. მოხუცების და ინვალიდების წარმატებული მოდელი უკვე გადაიქცა სრულფასოვან კოსტიუმათ, გაეზარდა ძალები, რომელიც დაიცავს გადახურებისგან გადარჩენილებს რადიოაქტიური მტვერისგან.

ЭкзоАтлет
0b7599a484f5
2011 წელს ეგზოსკელეტის შექმნა დაიწყო რუსეთმაც. პროექტი სახელწოდებით ЭкзоАтлет ინიცირებული იქნა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და მოსკოვის სამექანიკო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. არსებობის განმავლობაში ЭкзоАтлет-ის გუნდმა შექმნა რამდნიმე ვარიანტის პროტოტიპი, როგორც პასიური, ასევე აქტიური მოქმედებებისთვის. პირველს იყენებენ იარაღებისთვის და აღჭურვილობისთვის, ადამიანის მობილურობის და გამძლეობის გაზრდისთვის, მეორე ზრდის ძალას და საშუალებას აძლევს, რომ უპრობლემოთ აწიოს ადამიანმა 200 კილოგრამამდე წონის ნივთები. ЭкзоАтлет-ის ეგზოსკელეტები შეიძლება გამოიყენოთ როგორც სამხედრო და სამაშველო ოპერაციების დროს, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ისინი აძლევენ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.

მსგავსი ამბები

Back to top button