გართობაკულტურა

ფრანგებმა წარადგინეს პავილიონი EXPO 2015-სთვის

97ca68eb1436
ფრანგებმა წარადგინეს პავილიონი EXPO 2015-სთვის.

f25b7d4e41aa
საერთაშორისო გამოფენის Expo Milan 2015-ის ჩარჩოების ფარგლებში ფრანგულმა საარქიტექტურო ბიურომ – X-TU Architects-მა წარადგინა პავილიონი, რომელიც ძალიან გავს უზარმაზარ გადახურულ ბაზარს. ექსპოზიციის მიზანი არის მომავლის სავაჭრო ინსტიტუტების დემონსტრირება, რომლებსაც შეეძლებათ დედამიწის მოსახლეობის უზრუნველყოფა საკვებით 2050 წლისთვის, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა მიაღწევს 9 მილიარდ ადამიანს.
7b3f4e122aa9
პავილიონი ფართობი არის 3600 კვადრატული მეტრი და აქვს ტალღისებური გისოსების მსგავსი კონსტრუქცია სუფთა ხისგან, რომლის დაშლაც მარტივია და სხვა ადგილას გადატანა. დიზაინერებმა კედლებში განათავსეს ბალახები, ბოსტნეული და ა.შ.
fc6741bb9010
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ენერგიის მოხმარების შემცირებას, ნაგავის გადამუშავებას და წყლის სისუფთავეს. სავაჭრო ფართები განთავსდება პირველ სართულზე. მეორე ადგილზე რესტორანი ტერასით, სადაც გამოფენის მონაწილეებს შეეძლებათ კერძების შეკვეთა, კერძების მოსამზადებლად გამოიყენება მანდვე გაზრდილი ბალახები და პროდუქტები.
de6cf9ab659f
ამის გარდა, დამატებითი “ბონუსი” ამ პავილიონში არის პატარა სადემონსტრაციო ზონა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს პრაქტიკული რჩევები კულინარიის შესახებ და დააგემოვნოს კერძები, რომლებიც დამზადებულია ეკოლოგიურათ სუფთა ფრანგული პროდუქტებისგან.

მსგავსი ამბები

Back to top button