გასართობიკრეატივისურათები

ცნობილი ფილმები მუყაოებზე


ცნობილი ფილმები მუყაოებზე.




ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს მართავენ ასოციაციები. მაგალითად, კაცი ხშირად ირჩევს ცოლად ისეთ ქალს, რომელიც ძალიან გავს დედამისს, ან ბევრი ადამიანი ძალიან ცუდად იღებს თანამოსაუბრეს, რომელიც ძალიან გავს მის მტერს. ეს ყველაფერი მაინც გაუცნობიერებლად ხდება. თითქოს ადამიანის ტვინში უკვე დაპროგრამებულია პასუხი კითხვაზე. სადიზაინერო სტუდია Atipo-მ გადაწყვიტა ამ ფაქტების დამტკიცება და შექმნა სარეკლამო კამპანია, რომელშიც ქაღალდის ჩვეულებრივი ფურცლები წარმოადგენენ ამა თუ იმ კინოლენტს.



პირველივე შეხედვიდან რთულია მიხვდე რომელი ფილმი იგულისხმება მუყაოზე, მაგრამ როდესაც კარგად დააკვირდები მიხვდები, რომ ორი ნახვრეტი წითელ ფურცელზე სიმბოლიზირებს გრაფ დრაკულას, ხოლო ბევრი ნახვრეტი მუყაოზე მოგვაგონებენ ტყვიების კვალს ბონი და კლაიდისგან. ყველაზე ორიგინალურათ გამოსახულია ფრანკშტეინი. პროექტის ავტორებმა ორი სხვადასხვა ფერის ფურცლები მიაკრეს ერთმანეთზე შავი ძაფით.



სულ გაკეთდა 14 ასოციაცია ფილმებზე. ნამუშევრები წარდგენილი იქნა კომპანიის საიტზე.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close