გასართობისაკითხავისასარგებლო

ხრიკები რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას

ხრიკები რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას

 

1. თქვენს გასაღებს ვერ ცნობთ ან გავიწყდებათ რომელი გასაღები რისია? შეგიძლიათ ერთმანეთისაგან გასარჩევად და უფრო ადვილად დასამახსოვრებლად ფრჩილის ლაქი გამოიყენოთ :)

2. როგორ გახადოთ თქვენი კლავიატურა მოდური?!

3. უკვე მოვიდა ზაფხული და ალბათ ბევრს გიყვართ ცივი ყავა ყინულებით ^^ თუმცა ხდება ხოლმე რომ ყინულები დნება და წყლად იქცევა. ამის თავიდან ასარიდებლად, გირჩევთ, წყლის ნაცვლად ყავის კუბიკები დაამზადოთ :))

4. თუ გინდათ რომ ლუდი მალე გაცივდეს, ბოთლს სველი ქაღალდი შემოახვიეთ და ისე შედეთ მაცივარში ;)

5. თუ გინდათ, რომ კლასში არ დაგეძინოთ, დარიჩინი უნდა დაღეჭოთ

6. იცოდით რომ არსებობს “simple” ვიკიპედია? დიახ, თუ ინგლისურის პროფესიონალი არ ხართ, მარტივი ვიკიპედია გამარტივებული ენით გთავაზობთ ყველაფერს :)

7. ფეხსაცმელი პატარა გაქვთ? ჩაიცვით ე.წ. წინდასთან (ან რამდენიმე ნასკთან) ერთად, ჩაიცვით და 5-10 წუთით მიუშვირეთ თმის საშრობი.

8. თეთრი ღვინო ანეიტრალებს წითელი ღვინის ლაქებს

9. შუქი ჩაქვრა და სახლში სანთელი არ გაქვთ. შეგიძლიათ “სათადარიგო” სანთლებად ზეთის ფანქრები გამოიყენოთ.

10. თუ youtube-ს რეკლამებმა შეგაწუხათ, შეგიძლიათ, უბრალოდ, ‘youtube’-ს ნაცვლად  URL-ში ჩაწეროთ ‘youtubeskip’

11. თუ გინდათ რომ ელემენტმა დიდხანს გაგიძლოთ, მაშინ გამოყენებამდე ერთი დღით ადრე მაცივარში შედეთ

12. კვლევებმა დაადასტურა, რომ ისინი, ვინც სწრაფად ჭამენ, უფრო მალე იმატებენ წონაში, ასე რომ, ნელა ჭამას გირჩევთ :))

13. შეინახეთ ვაშლი კარტოფილთან ერთად. ამით ხელს შეუშლით კარტოფილის გაღვივებას.

14. ბოთლი ერთ-ერთ საუკეთესო “შპარგალკად” შეიძლება გამოვიყენოთ :)

15. თუ ზღვაზე საბანაოდ მიდიხართ, დააცარიელეთ თქვენი მზის საწინააღმდეგო კრემის ბოთლი :)) მას არავინ მოიპარავს, ამიტომ თქვენთვის ძვირფასი ნივთები შეგიძლიათ მშვიდად დატოვოთ სანაპიროზე და იცუროთ რამდენ ხანსაც გინდათ :)

16. მანიკურის წასმის შემდეგ, მალე გასაშრობად, ფრჩხილები ცოტა ხანს გქონდეთ (მაქსიმუმ 2 წუთია საჭირო) ჰაერზე, შემდეგ კი 2-3 წუთით ჩააწყვეთ ხელები ცივ წყალში

17. გაცვალეთ ლურჯი და წითელი კალმების გულები. წითელი კალმის მოპარვის ალბათობა ბევრად ნაკლებია :)

18. ხელის დეზინფექციის კრემი აშორებს მელნის ლაქებს.

19. იმ შემთხვევაში თუ თქვენი შარვლის “ზმეიკა” მწყობრიდან გამოვიდა და დროდადრო იხსნება ხოლმე, გამოიყენეთ ბრელოკის რგოლი

20. ჟელიბონები დაგეხმარებათ სწავლაში :) თითოეული აბზაცის სწავლის შემდეგ შეჭამეთ შესაბამისი ჟელიბონი :)

21. კოღომ თუ გიკბინათ ასე მოიქეცით: კოვზი ერთი წუთით ცხელ წყალში გააჩერეთ და შემდეგ ნაკბენზე დაადეთ. ტკივილი მალევე გაივლის.

22. თუ ხახვის უცრემლოდ დაჭრა გსურთ მაშინ პარალელურად კევი უნდა დაღეჭოთ.

23. გოგოებო, სანამ სუნამოს იპკურებდეთ ვაზელინი წაისვით. ამ ხერხით სურნელს უფრო მეტი ხნით შეინარჩუნებთ ;)

პ.ს. თუ მოგეწონებათ სხვა ხრიკებსაც შემოგთავაზებთ ;)

თეგები

The Stranger

nothing interesting :)

მსგავსი ამბები

Close
Close