გასართობიკრეატივიუცნაური

ეგზოტიკური სარკინიგზო მოგზაურობა


ყველაზე ძვირადღირებული მატარებლები, რომლებითაც მოგზაურობა სასიამოვნოცაა და კომფორტული:
1.
1. „Express Glacier“ – ზეჩქაროსნულ მატარებელს მიყავს მგზავრები შვეიცარიის ალპებში 2 კილომეტრის სიმაღლეზე.
ნახეთ ვიდეო:


ზეჩქაროსნულ მატარებელს გადაჰყავს მოგზაურები სანქტ-მორიციდან (St Moritz) ცერმატში (Zermatt), რომლებიც ორი ყველაზე ცნობილი შვეიცარიის სამთო- სათხილამურო კურორტებია . როგორც ვიცით, შვეიცარიის ალპები დამსახურებულად ითვლება ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის სამშობლოდ. ამ მატარებლით – „Express Glacier“ მოგზაურობას სჭირდება 7 საათ ნახევარი, რომლის დროსაც მგზავრები გაივლიან 291 ხიდს და 91 გვირაბს.

2. ტრანსსიბირული (Transsiberian) მაგისტრალი არის ყველაზე გრძელ სარკინიგზო გზა მსოფლიოში – მოსკოვიდან პირდაპირ პეკინამდე ან ვლადივოსტოკამდე (Vladivostok).
ნახეთ ვიდეო:


ახალი მაგისტრალის საშუალებით ზეჩქაროსნული მატარებელით მოგზაურობას სჭირდება ერთი კვირა გაჩერებების გარეშე, მაგრამ არსებობს მრავალი კერძო მატარებლები, რომლებიც ფარავენ მოცემულ გზას გაცილებით ნელა. მატარებლის ბილეთის ღირებულება შეადგენს $ 600 დოლარიდან $ 1000 დოლარამდე

3. მოგზაურობა „აფრიკის სიმაყით“ (Pride of Africa), რომელიც ითვლება ყველაზე მდიდრულ მატარებლად მსოფლიოში, ღირს $ 5000 დოლარიდან $10 000 დოლარამდე კაცზე. მატარებელი გადის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კეიპტაუნიდან (Cape Town), ტანზანიის დარ-ეს სალამამდე (Dar es Salaam). აქ ზეჩქაროსნული მატარებელი აკეთებს გაჩერებას ჩანჩქერ „ვიქტორია“-ზე (Victoria Falls).
ნახეთ ვიდეო:



გზად მატარებელი ჩერდება ბევრ სამონადირეო ნაკრძალებში, სადაც შეიძლება მოხვედრა მხოლოდ მატარებლით ან პატარა თვითმფრინავით…

4. ვენეციური სიმპლონ-აღმოსავლეთის ექსპრესი -„ Venice Simplon-Orient Express“ არის კეძო მდიდრული ზეჩქაროსნული მატარებელი, რომელიც მოგზაურობს ლონდონსა, ვენეციასა და სტამბოლს შორის, ასევე ბევრ სხვა ქალაქებში. ბილეთის ღურებულება შეადგენს $ 2500 დოლარიდან $ 6000 დოლარამდე, რაც დამოკიდებულია დანიშნულების პუნქტზე.
ნახეთ ვიდეო:


ძვირადღირებული მატარებლი იყენებს 1920 და 1930 წლების იმდროინდელი ვაგონენბის იერსახეს. აქ შესაძლებელია დააგემოვნოთ შესანიშბავი ფრანგული კერძები და შეიგრძნოთ ცნობილი არმოსავლეთის ექსპრესის (Orient Express) ატმოფერო.
5.
5. “აღმოსავლეთის ექსპრესი“ (Eastern & Oriental Express), რომელიც ეკუთვნის და მართავს იგივე კომპანია, რასაც „სიმპლონ-აღმოსავლეთის ექსპრესი“-ს კომპანია – არის მდიდრული და კომფორტული მატარებელი; ბილეთების ფასი მერყეობს $ 2 000 დოლარიდან $ 9 000 დოლარამდე.
ნახეთ ვიდეო:


მატარებელში “აღმოსავლეთის ექსპრესი“ არის ორი ვაგონ-რესტორანი, ერთი ვაგონ-ბიბლიოთეკა და ორი ვაგონ-ბარი, ხოლო ერთ-ერთ ვაგონს აქვს ღია- სადამკვირვებლო მოედანიც…

6. ბელმონდის კომპანიის “სამეფო შოტლანდიელი“ – (Belmond Royal Scotsman) სთავაზობს თავის მგზავრებს მდიდრულ და კომფორტულ მოგზაურობას შოტლანდიაში, ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთით . ამავე დროს მატარებელი ჩერდება დანგრეულ ციხე-სიმაგრეებთან, გოლფის სათამაშო მოედნებთან, მატარებელი პატარა მანძილზე მიჰყვება უდიდეს მდინარეს – თეიას, რომელიც 190 კილომეტრის სიგრძეზე მოედინება. გაივლის ძირითად ქალაქებს : დედაქალაქს ედინბურგს, გლაზგოს და სხვა ქალაქებს: აბერდინის, დანდის.
ყველაზე იაფი ბილეთი ღირს $ 1, 350 დოლარი, მაგრამ ბილეთების უმეტესობა ღირს $ 5 000 დოლარიდან $13 000 დოლარამდე
ნახეთ ვიდეო:


მგზავრებს სძინავთ ორადგილიან კაბინაში; მატარებელი ემსახურება მგზავრებს სამჯერადი კვებით, უგემრიელესი დელიკატესებით

7. ალასკის რკინიგზა (Alaska Railroad) არის მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ზაფხულში, როდესაც „დენალის ვარსკვლავი“ (Denali Star) გადის ანკორიჯიდან (Anchorage), ქალაქიდან, რომელიც მდებარეობს ალასკის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში – ფერბენკსამდე (Fairbanks), ქალაქმდე, რომელიც მდებარეობს ალასკის ცენტრალურ ნაწილში და რომელსაც სახელი ეწოდა აშშ-ის ვიცე პრეზიდეტის ჩარლზ ფერბენსკის პატივსაცემად.
„დენალის ვარსკვლავი“ ჩერდება დენალის ეროვნულ პარკში (Denali National Park). მთელ მოგზაურობას სჭირდება 12 საათი.
ნახეთ ვიდეო:


მატარებელი ცნობილია თავისი მინის გუმბათიანი ვაგონებით და საუცხოო ინტერიერით


8. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ე.წ. ლურჯი მატარებელი – „ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბორბლებზე“ – მოგზაურობს კეპტაუნიდან (Cape Town) პრეტორიამდე (Pretoria).

„ Blue Train“ მატარებელში არის პირველი კლასის ბარები, რომლებიც საღამოთი გადაიქცევა საძინებელ ვაგონებად . ლურჯ მატარებელში საკვებიც ასევე შთამბეჭდავი ხარისხისაა. მზარეულები ამზადებენ სპეციალურ კერძებს ახალი და სუფთა ინგრედიენტებისგან, როგორიცაა ხამანწკები, მწყერი და საფირმო კერძი – ჩაშუშული აფრიკული სირაქლემა.

9. ჰაირამ ბინგემის კომპანია – „BELMOND“ გადის პერუდან მაჩუ-პიკჩომდე (Machu Picchu), მე-15 საუკუნების ინკების ქალაქები.

მატარებელი თავს იწონებს 4-ჯერადი კვებით და რესტორან-ვაგონით ცოცხალი პერუს მუსიკით. ორმხრივი მოგზაურობის ბილეთი ღირს დაახლოებით $ 750 ამერიკული დოლარი.

10. “სასახლე ბორბლებზე“- (Palace on Wheels) გადის სხვადსხვა ციხე-სიმაგრეებს და სასახლეებს რაჯასტჰანში (Rajasthan), ინდოეთი.
რაჯასტჰანი – ეს არის შტატი ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში, რომელიც მოიცავს ტარის უდაბნოს დიდ ნაწილს, აქვე მდებარეობს რანტამბჰორის ნაკრძალიც.
მოგზაურობა იწყება ნიუ-დელიში (New Delhi ) და გრძელდება 7 დღეს.
ნახეთ ვიდეო:


მატარებლის ვაგონები თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც სამეფო პერსონალური სარკინიგზო ვაგონები ინდოეთის სხვადასხვა შტატებიდან.

11. “დუნაის ექსპრესი“ (Danube Express) – კერძო მდიდრული მატარებელია, რომელიც გადის პრაღაში, ბუდაპეშტსა და სტამბოლში. თავდაპირველად მატარებელი ეკუთვნოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს იანოშ კადარს (János Kádár).

ვაგონები აღდგენილი იყო ხის პანელების ბზინავი აფშივკით და კომფორტაბელური საწოლებით. გამცილებლებს მოაქვთ ჩაი ან შავი ყავა დილაობით, ხოლო საღამოობით კი წითელი ღვინო და მსუბუქი ვახშამი.

12. „დარჯილინგ-ჰიმალაის“ რკინიგზა (Darjeeling-Himalayan Railway) ცნობილია, როგორც „სათამაშო მატარებელი“ და გადის ნიუ- ჯალპაიგურიდან (New Jalpaiguri)
დარჯილინგამდე (Darjeeling), 2200 მეტრ სიმაღლეზე.
ნახეთ ვიდეო:


„დარჯილინგ-ჰიმალაის“ რკინიგზა ითვლება იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში . მატარებელი წარმოადგენს ორთქლის ლოკომოტივს…

13. მატარებელი „ნაპა“ -(Napa Valley Wine Train) არის კერძო საექსკურსიო მატარებელი, რომელსაც მიყავს სტუმრები ნაპას ველის ღვინის ქარხნებში და ვენახებში. ნაპას ველი ამერიკული მევენახეობისა და ღვინის ინდუსტრიის გული და სულია, და კალიფორნიაში სან-ფრანცისკოსთან ახლოს, მის ჩრდილოეთით მდებარეობს.
ნაპა ადგილობრი მკვიდრების, ვაპპო ინდიელების ენაზე ბარაქას, დოვლათს ნიშნავს. პირველი ვენახი, ისტორიული წყაროებით, ჯორჯ იანტს დაუარსებია 1836 წელს. პირველი ღვინის ქარხანა კი ჩარლზ კრუგის სახელს უკავშირდება -1861.
ნახეთ ვიდეო:


საღამოს მოგზაურობა, რომელიც მოიცავს ექსკურსიას ღვინის ქარხნებში, ამერიკის კონტინენტზე პირველი შამპანურის სახლში „ Schramsberg“-ი, თავისი მიწისქვეშა ღვინის საცავით და ასევე შედის ვახშამიც ეღირება $ 189 დოლარი კაცზე.

14. მატარებელი „ჰარმონია“ (Harmony) არის ჩინეთის თანამედროვე ზეჩქაროსნული მატარებელი, რომელიც გადის ჩინეთის ძირითად ქალაქებში. ყველაზე სწრაფი მატარებლები ავითარებენ სიჩქარეს 431 კმ/საათში.
ნახეთ ვიდეო:


15. „Flam „ რკინიგზა გადის ნორვეგიის მთებიდან ფიორდირამდე (fjords). ფიორდი ვიწრო ყურეა, წარმოქმნილია მყინვარების მოქმედების შედეგად, ხოლო ნნორვეგიას „ფიორდების ქვეყანას“ უწოდებენ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნორვეგიის.
ნახეთ ვიდეო:

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close