ზამთრის დასასრულის აღსანიშნავად ამ ინდურ რეგიონში ყველა უშვებს ფრანს
ინდოეთში, გუჯარათის ჩრდილო-დასავლეთში, აღინიშნება დღე, როდესაც ინდური კალენდრის მიხედვით “ზამთარი გარდაიქმნება ზაფხულად”. ეს არის Uttarayan-ის ფესტივალი. ეს ფესტივალი ნიშანია ფერმერებისთვის, რომ მზე დაბრუნდა და მოსავლის აღების სეზონი, ანუ Makar Sankranti, მოახლოვდა. ეს ფესტივალი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღედაა მიჩნეული ინდოეთში.
ფესტივალი ყოველ წელს 14 იანვარს იწყება და 15 იანვრამდე გრძელდება. Uttarayan იმდენად დიდი ზეიმია, რომ ინდოეთში ამ დროს 2 დღიანი “არდადეგებია” :))
ფესტივალი გუჯარათის ბევრ ქალაქში აღინიშნება, თუმცა ინტერნაციონალური ფრანების ზეიმი Ahmedabad-ში იმართება. ეს ქალაქი ამ დროს მართლაც ბევრ სტუმარს იღებს.
საუკეთესო ადგილი ამ ფესტივალზე დასასწრებად Sardar Patel-ის ან Ahmedabad Police-ის სტადიონი, სადაც ხალხი მიწაზე წევს და უყურებს ათასობით ფრანს ცაზე :))