საკითხავისასარგებლო

სინგაპურის სწრაფი ეკონომიკური განვითარება 1965-2000 წლებში

სინგაპურის დროშა

თანამედროვე სინგაპური 1819 წელს დაარსდა. ამ დროს იგი დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კოლონიას წარმოადგენდა. ავღინიშნავ, რომ ყველა იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც ბრიტანეთის იმპერიის კოლონიები იყვნენ სხვებთან შედარებით ადვილად მიაღწიეს წარმატებას, რადგან ბრიტანეთის იმპერია თავის კოლონიებში შედარებით სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა. ამაზე მეტყველებს ფაქტი, რომ სინგაპურში ჩასულმა სტემფორდ რაფლსმა (1819 წელს, ბრიტანეთის ხელისუფლების დავალებით) სინგაპურის გეოგრაფიულ მდებარეობაზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ სინგაპური ყოფილიყო ღია საპორტო ქალაქი და მთელი რეგიონის სავაჭრო-ფინანსური ცენტრის როლიც შეესრულებინა. შეიძლება ითქვას, რომ ასე ჩაეყარა საფუძველი მიმართულებას, რომლის შესაბამისადაც დღეს სინგაპური არის თავისუფალი და ღია სავაჭრო ცენტრი.

წარმატებამდე სინგაპური მწვავე პრობლემების წინაშე იდგა. 1959-65 წლებში კი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით „იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა” გაატარა,რამაც უფრო დაამძიმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია.

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო,რომ სინგაპურის ხელისუფლებამ მოიშორა თავიდან ის არასწორი შეხედულებები, რომლებიც იმ დროს იყო გავრცელებული და ატარებდა აზრს,რომ დიდ კორპორაციებს დაბალგანვითარებული ქვეყნების მიმართ საკუთარი ინტერესები ამოძრავებდათ.კერძოდ:ადგილობრივი მშრომელების ექსპლუატაცია და ქვეყნის რესურსების სათავისოდ გამოყენება. იმ დროს ასევე აპრობირებული იყო ე.გ „იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკაც“, რომელიც გაატარა კიდეც სიგაპურმა,თუმცა ამას მოყვა სიტუაციის გაუარესება და ამის გამო მტავრობამ კურსის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა. დაისახა ახალი სამოქმედო გეგმა ალფრედ ვინსემიუსის მითითებების შესაბამისად და ითვალისწინებდა შემდეგ ქმედებებს:

•  უნდა შეემსუბუქებინათ სავაჭრო ბარიერები;
•  ხელი უნდა შეეწყოთ  უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების საშუალებით;
•  მთავრობა ნაკლებად უნდა ჩარეულიყო ბაზრის საქმიანობაში;
•  მთავრობას თავი უნდა შეეკავებინა დეფიციტური ხარჯვისაგან;
•  უნდა დამკვიდრებულიყო კანონის უზენაესობა,განსაკუთრებულად უნდა ეზრუნათ საკუთრების უფლებების დაცვაზე;
•  ინფლაციის დაბალი დონის უზრუნველსაყოფად უნდა გაეტარებინათ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა;
• უნდა აღმოეფხვრათ  კორუფცია,  განსაკუთრებით  კი  ხელისუფლების წარმომადგენელთა  შორის  (დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, ომ სინგაპურის მაგალითმა აჩვენა პირდაპირი კავშირი კორუფციის დაბალ დონესა და ეკონომიკურ განვითარებას შორის).

1966 წლიდან დაიწყო აღნიშნული ქმედებების განახორციელება. ამოქმედდა თავისუფალი ბაზარის მხარდამჭერი პოლიტიკა, რომლის მიზანიც იყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ეკონომიკის სტიმულირების მიზნით 5-დან 10 წლამდე ვადით ადგილობრივი დამწყები კომპანიები და ის უცხოური კომპანიები,რომლებიც მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებდნენ სინგაპურში კაპიტალის მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლდებოდნენ. დღეს სწორედ დაბალი საგადასახადო განკვეთები და მარტივი საგადასახადო სისტემაა მიჩნეული სინგაპურის მყარი ეკონომიკური ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად.
ინვესტორების მოზიდვის მიზნით პროფკავშირებიც გაუქმდა,რადგან ხშირად არაადეკვატური მოთხოვნებით გამოდიოდნენ და მუდმივად იფიცებოდნენ. შეიქმნა ახალი კანონმდებლობა,რომლის საფუძველზე სახელმწიფომ ხელფასების დადგენის საკითხი ბაზარს მიანდო და მეტი თავისუფლება მიანიჭა დამსაქმებლებს პერსონალის სამსახურში აყვანისა და დათხოვნის საკითხებში.

ასევე, გატარდა სასამართლოს რეფორმა (გაუქმდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი),რაც მიმართული იყო იქეთკენ,რომ ინვესტორები დაიმედებულნი ყოფილიყვნენ სინგაპურში არსებული მათი კუთვნილი ქონების დაცულობაში. საკუთრების უფლებების დაცვა კი მნიშვნელოვანად ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის.
ზემოთ ნახსენები ღონისძიებების გატარებიდან მალევე მრავალმა MNC-მ დაიწყო საქმიანობა სინგაპურში. ესენი იყვნენ: Texas Instruments, National Semiconductor, Hewlett-Packard და ა.შ MNC-ების მოზიდვა თავისმხრივ განაპირობებდა დასაქმების ზრდას,ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოცდილების შეძენას.

დასახელებული ქმედებების საშუალებით სინგაპური გახდა ქვეყანა,სადაც ყველას დაუბრკოლებლად შეეძლო ბიზნესის წამოწყება. შედეგად ქვეყანამ მოიზიდა კიდეც მრავალი მსხვილი კომპანია,როგორც საწარმოო,ისე საფინანსო თუ ტექნოლოგიური. სინგაპურში დაგროვიდა უცხოური ინვესტიციების დიდი მოცულობა, რის შედეგადაც ქვეყანამ დიდი სარგებელი ნახა. დღეს უკვე სამრეწველო პროდუქციის გამოშვებისა და ექსპორტის 2/3 მულტინაციონალურ კომპანიებზე მოდის.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფინანსური სისტემის სტაბილურად მოწყობასაცაც. ამის მისაღწევად სინგაპურის მთავრობამ გააუქმა ცენტრალური ბანკი და მის ნაცვლად შექმნა სავალუტო საბჭო,რომელსაც უნდა შეედგინა ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების სავალუტო ერთეულების მიხედვით ე.გ „შეწონილი კალათა“ და ამის გათვალისწინებით განესაზღვრა სინგაპურული დოლარის კურსი. ასევე მათი ფუნქცია იყო ინფლაციის დაბალი დონის მისაღებად მიმოქცევაში არსებული სინგაპურული დოლარის კონტროლიც.
ამ ყველაფრის პარალელურად სინგაპური ზრუნავდა გამოეყენებინა საკუთარი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და რესურსები ტურიზმის განსავითარებლად.მაგალითად:სინგაპურის ზოოპარკი,რომელიც ყოველწლიურად იზიდავს, დაახლოებით, 1.6 მლნ ფლორისა და ფაუნის მოყვარულ ტურისტს იზიდავს,გაიხსნა 1973 წელს, ხოლო ოკეანარიუმი (“Underwater World” -ი) – 1991 წელს.

Underwater World in Singapore

ტურიზმის განვითარებას ეგზოტიკურ გარემოსთან ერთად,ხელი შეუწყო ეთნიკურმა და რელიგიურმა მრავალფეროვნებამაც. დღეს სინგაპურის ეკონომიკის საკმაო წილი სწორედ ტურიზმით შემოსულ შემოსავლიზე მოდის.

რომ შევაჯამოთ, თავისი განვითარების გზაზე, სინგაპურს არ შეუცვლია ძირეული პრინციპები,როგორებიცაა:თავისუფალი ვაჭრობა,ექსპორტის წამახალისებელი სტრატეგია და პოლიტიკური მოდელი,რომელიც მიმართული იყო მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვისა და ბიზნესისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებისკენ,რის შედეგადაც დღეს სინგაპური მიჩნეულია ბიზნესის მიმართ მსოფლიოში ყველაზე კეთილგანწობილ ქვეყნად. ამასთან,მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე მომსახურების სექტორის ჩამოყალიბებაც, რამაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა ქვეყანაში.

(ანა მახარაძე)

წყარო: https://eniuss.wordpress.com/

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close