გასართობისაკითხავისასარგებლო

გერმანიის ეკონომიკური განვითარება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა პრაქტიკულად დანგრეულია, თუმცა შემდეგ მსოფლიოს უდიდესი ნაწილის შურს იწვევს. ცვლილებები, რომლებიც მოხდა 1948 წლიდან მოყოლებული,გახდა გერმანიის ეკონომიკური წინსვლის განმაპირობებელი შემდეგ წლებშიც.

ცვლილებებამდე გერმანიაში დაწესებული იყო ფასების კონტროლი. ფასების მომატება პროდუქტებზე მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესაძლებელი, ხოლო ფულის მასა მკვეთრად იყო გაზრდილი, ამიტომ ქვეყანა მივიდა დეფიციტამდე.შედეგად ქალაქებში მცხოვრებთა ნაწილი სოფლებისკენ მიეშურებოდა,რომ ბარტერული გაცვლით პროდუქტები მოეპოვებინათ, მათ გამომუშავებულ ფულს დიდი ღირებულება არ ჰქონდა, ამიტომ ხშირად აცდენდნენ სამუშაო საათებს, ნაწილობრივ ამასაც მოჰყვა ქვეყნის პროდუქტიულობის მაჩვენებელის შემცირება.

ლუდვიგ ერჰარდს ესმოდა,რომ ინფლაციას, ფასების კონტროლსა და მაღალ გადასახადებს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ხოლო მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა ინფლაციის შეჩერებით,ფასების კონტროლის აღკვეთით და მაღალი გადასახადების ზღვრული განაკვეთის შემცირებითაა შესაძლებელი.მან გაატარა შესაბამისი რეფორმები:

  • ფულადი რეფორმა;
  • ფასებზე კონტროლის გაუქმება;
  • საგადასახადო განაკვეთის შემცირება;

ამ ცვლილებებმა გერმანიის ეკონომიკაზე კატალიზატორის ეფექტი მოახდინა. ფულადი რეფორმის ძირითადი იდეა რაიხს მარკის უფრო ცოტა რაოდენობის სხვა ლეგალური ვალუტით შეცვლაში მდგომარეობდა-ახალ ვალუტას გერმანული მარკა ეწოდებოდა. ამის შემდეგ, ფულის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდა და კონტროლირებული ფასების პირობებშიც კი,გერმანულ მარკებში ნაკლები დეფიციტი იყო მოსალოდნელი.ფულადი რეფორმა უაღრესად კომპლექსური იყო. საერთო მასშტაბით ფულის მიწოდება დაახლოებით 93%-ით შეიზღუდა და აღმოიფხვრა ინფლაცია, ამასთან ფასებზე კონტროლის გაუქმების წყალობით,რომელც შეეხო თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტს და არებული დეფიციტიც მოიხსნა.

როგორც ვოლტერ ჰელერი წერდა, რეფორმებმა სწრაფად აღადგინეს ფული, როგორც გადახდის უპირატესი საშუალება და სავალუტო სტიმულები,როგორც ეკონომიკური აქტივობის წარმმართველი ძალა. ქვეყნის პროდუქტიულობის დონე გაიზარდა,რადგან აღარ იყო საჭირო სამუშაო საათების მიტოვება სოფელში ვაჭრობის მიზნით. გამომუშავებული ფული დასაქმებულთათვის ღირებული გახდა. გერმანიაში ლ.ერჰარდის რეფორმები დაიწყო ეფექტიანი ფულადი სისტემის,მოსახლეობისათვის თანაბარი სასტარტო პოზიციების და შესაბამისი ინსტიტუციონალური სტრუქტურების შექმნით.მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერამ უზრუნველყო მასობრივი დემოკრატიული სოციალური ბაზა და იმ სამეურნეო სუბიექტის ჩამოყალიბება,რომლებმაც გერმანიის ეკონომიკურ ტრასფორმაციას შეუქცევადი მახასიათებელი მიანიჭა.

ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო მომხდარი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური ცვლილები. 1958 წლისთვის სამრეწველო წარმოების წლიური მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა. ეს გამოწვეული იყო სტრუქტურული ცვლილებით. სტრუქტურული ცვლილებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე,რადგან ზოგი სექტორი მეტად ეფექტიანია, ვიდრე მეორე. გერმანიაში აგრარულ სექტორის, რომელიც სხვა სექტორებთან შედარებით უფრო არაეფექტიანი იყო,წილის შემცირებამ და სამუშაო ძალის წარმოების სექტორში დასაქმებამ მშპ-ის ზრდის ტემპი გაზარდაა. ქვეყნის განვითარება ასევე დააჩქარა ბიზნესის მოდერნიზებისა და მომსახურეობის სექტორის გასავითარებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა.

მნიშვნელოვანი იყო გერმანიის განვითარებისთვის საერთოევროპული ეკონომიკური განვითარების მარშალისეულმა გეგმა, რომლის მიხედვითაც დასავლეთ გერმანიამ ა.შ.შ-სგან მიიღო 1.65 მილიარდი დოლარის დახმარება საქონლის,ნედლეულისა და კაპიტალის სახით.

გერმანიას მოეპოვებოდა ქვანახშირის მდიდარი საბადოები,ფოლადი,ხოლო საფრანგეთისათვის რკინის საბადოებით მდიდარი ალზას-ლორენის წართმევამ მკვეთრად გაზარდა გერმანიის ეკონომიკური პოტენციალი. გერმანია გახდა წევრი ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებისა, რითაც ინარჩუნებდა კონტროლს თავის ქვანახშირის საბადოებზე, ასევე წევრი ქვეყნების ეკონომიკური პარტნიორი ხდებოდა.ხელსაყრელი იყო გერმანიისთვის „ნატოს“ წევრად გახდომაც.  ცივი ომის პერიოდში კი დიდი მოგება მიიღო მოკავშირე ქვეყნებში შეიარაღების ექსპორტით.

გერმანიამ ბიძგი მისცა ეკონომიკის მძლავრ აღმავლობას იმითაც,რომ კერძო სექტორს მეტი თავისუფლება მიანიჭა და შეიქმნა„ფედერალური კარტერული ოფისი“, რომლის მიზანიც იყო მონოპოლიასთან ბრძოლა. კონკურენტული ბრძოლის შედეგად მრეწველობის ზოგიერთ დარგში, განსაკუთრებით მძიმე მრეწველობაში,წარმოების კონცენტრაციამ წარმოიშვა გიგანტური საწარმოები, რომლებშიც გერმანიის სამრეწველო სიძლიერე მდგომარეობდა. მრეწველობის აღმავლობამ კი გამოიწვია საბანკო საქმის განვითარებაც. შეიქმნა ახალი საფინანსო გიგანტები “დოიჩე ბანკი” და “დრეზდენის ბანკი”. გაიხსნა ცენტრალური ბანკი, „ბუნდესბანკი“.

დასასაქმებლად საჭირო კადრების მოსამზადებლად შეიქმნა სხვადასხვა პროფესიის შემსწავლელი უფასო სასწავლო კურსები. ხდებოდა კადრების მომზადება წარმოების, ბანკინგისა და სხვადასხვა მომსახურების სექტორებისთვის. მრავლად იყო იმიგრანტი იაფი მუშახელიც.

გერმანიის განვითარებას ხელი შეუწყო საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდამ. განსაკუთრებით გაიზარდა საზღვაო ვაჭრობა,რომლის წილადაც მოდიოდა გერმანიის საგარეო ვაჭრობის ტვირთბრუნვის ნახევარზე მეტი. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო მოქალაქეთა კეთილდღეობასა და დოვლათის სამართლიან განაწილებას. აღსანიშნია, რომ გდრ და გფრ განსხვავებულად ვითარდებოდა და აღმოსავლეთ გერმანია ეკონომიკურად ბევრად სუსტი იყო და გამოეყო დასავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ტენდენციებს.

წყარო: eniuss.wordpress.com

(ანა მახარაძე)

მსგავსი ამბები

Close
Close