ახალი მობილური ოპერაციული სისტემა iOS 8.
კორპორაცია Apple არ ჩქარობს, რომ გაახაროს ფანები iPhone 6-ით. ვარაუდობენ, რომ მისი პრეზენტაცია შედგება მომდევნო შემოდგომას. სამაგიეროდ ოფიციალურად იქნა წარდგენილი ახალი ოპერაციული სისტემა სმარტფონებისთვის და პლანშეტებისთვის – iOS 8 და ჩემს მომდევნო პოსტში მოგიყვებით იმაზე თუ რას წარმოადგენს ეს ახალი ოპერაციული სისტემა.
გასულ წელს გამოსული iOS 7-ის მთავარი ნაკლი იყო მისი გარეგნობა, რომელიც საკმაოდ არასერიოზული იყო. ოპერაციულმა სისტემამ დაკარგა ის ვიზუალური შემადგენლობა, რაც ადრე Apple-ის ძველ პროდუქტებში იყო და კომპანიამ გადაუხვა აღებულ სტილს. ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიაში ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაწყდა. იკონები ისევ ისეთი დარჩა, მაგრამ ფონური გაფორმება შესამჩნევად გადამუშავდა.
მაგრამ მთავარი რაც არის iOS 8-ში ეს არ არის ვიზუალი, არამედ ტექნიკური მახასიათებლები. iOS 8-ის შემქმნელები პირდებიან მომხმარებლებს აქამდე უნახავ შესაძლებლობებს, როგორც კერძო ხმარებისას ასევე ბიზნესისთვისაც.
სისტემას აქვს უფრო ინტუიტური ინტერფეისი და ახლა მას დაემატა უფრო მეტი შესაძლებლობები გამოსახულებებთან მუშაობისათვის, როგორც მათი რედაქტირებისთვის, ასევე სურათების შენახვისთვის ღრუბლისებურ სერვისებში. სხვათაშორის, სერვისი iCloud Drive შეეხება ყველა ფაილს და არამხოლოდ ფოტოებს.
ფუნქცია “ოჯახური ხელმისაწდომობა” საშუალებას მოგცემთ მარტივად და სწრაფად გაუგზავნოთ შეტყობინებები, ფოტოები და ფაილები ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ხოლო ჩაშენებული აპლიკაცია “ჯანმრთელობა” გახდება თქვენი პერსონალური ფიტნეს-მწრთვნელი.
ახალი სისტემა იქნება უფრო მარტივი და სწრაფი მოსახმარათ. iOS 8 საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ ურთიერთქმედება iPhone, iPad და iMac-ს შორის. მაგალითად, თქვენ შეგეძლებათ დაიწყოთ მუშაობა ფაილზე ერთ მოწყობილობაში და დაამთავროთ მეორეში.
iOS 8-ის ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია.