TECH & მეცნიერებაკულტურაუცნაური

სელფი რიო-დე-ჟანეიროს სახელგანთქმული ქრისტეს ქანდაკების თავზე

image

31 წლის ლონდონელი ლი ტომპსონი, რომელიც ტურისტული სააგენტოს მეპატრონეა, ავიდა ბრაზილიაში მდებარე იესო ქრისტეს სახელგანთქმული ქანდაკების წვეროზე და გადაიღო იქ ფოტოსურათები, რომლებითაც ბევრი მოგზაური ვერ დაიტრაბახებს.

 

image

 

ქანდაკებას რეკონსტრუქციას უკეთებენ, რადგან ცოტაოდენი ხნის წინ ძლიერმა ჭექა-ქუხილმა ის დააზიანა. სკულპტურას მეხი დაეცა და ერთი ხელი მნიშვნელოვნად დაუზიანდა. რეკონსტრუქციის პერიოდში ტომსონმა მოახერხა და ბრაზილიის ტურიზმის სამმართველო დაითანხმა ქანდაკებაზე ასულიყო.

40-მეტრიან სკულპტურაზე ასვლას მან 20 წუთი მოანდომა.

 

image

 

“-მე არასოდეს არ მეშინოდა სიმაღლის და რთული ადგილების, მაგრამ ის შეგრძნება, რაც აქ დამეუფლა, საოცარი იყო. მე ერთდროულად მქონდა კლაუსტროფობიის, აკროფობიის და დიდი სიამოვნების განცდა და ეს იყო უმშვენიერესი შეგრძნება”, -ამბობს ლი ტომსონი.

 

image

 

გადაღებული ფოტოსურათების მიხედვით ტურისტებმა შეადგინეს 2-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელზეც აღბეჭდილია ქანდაკების მწვერვალზე ასვლის მომენტი და ზემოდან გადაღებული საოცარი ხედები.

 

image

 

გთავაზობთ ამ ვიდეორგოლს, რათა ვირტუალურად მაინც იმოგზაუროთ ბრაზილიაში და დატკბეთ იესო ქრისტეს ქანდაკების წვეროდან გადაღებული მშვენიერი სურათებით

 

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button