მინის იატაკი Virgin Atlantic-ის თვითმფრინავებში.
ავიაკომპანია Virgin Atlantic დასცინის იმ ადამიანებს, რომლებსაც სიმაღლის ძლიერ ეშინიათ. ის აპირებს ცალში გაუშვას ავიალაინერი Airbus A320, რომელშიც სამგზავრო ნაწილის იატაკი იქნება გამჭვირვალე.
ჩვეულებრივსამევ ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება ადრე მივიდნენ ავიარესებზე რეგისტრაციებისთვის, რომ მოასწრონ ფანჯარასთან დაჯდომა და გადმოხედონ მსოფლიოს ზემოდან. მაგრამ Virgin Atlantic-ის სამგზავრო ნაწილში ძალიან მალე იქნება ისეთი იატაკი, რომელიც იქნება გამჭივარვალე. ახლა მინები აღარ იქნება მხოლოდ თვითმფინავის გვერდებზე, არამედ იატაკზეც.
ავიაკომპანია Virgin Atlantic-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკვე ატარებს Airbus A320-ის სამოდერნიზაციო სამუშაოებს. ამ ავიალაინერში იატაკის შუაში იქნება სქელი, გრძელი, გამძლე საავიაციო მინა, საიდანაც გახედვისას მგზავრები დატკბებიან ღრუბლებით.
ამ ეფექტის მისაღწევად საავიაციო ინჟინერებს მოუწიათ საკმაოდ დიდი მონდომებით მუშაობა.
პრობლემებს ელოდებიან იმ მგზავრებისგან, რომლებსაც ეშინიათ სიმაღლის. ისინი ხომ ძლივს ზიან როდესაც თვითმფრინავი ჰაერშია. ამ შემთხვევაში კი ისინი იძულებულები იქნებიან იარონ გამჭვირვალე მინაზე, რომელიც სადღაცას ღრუბლებშია. გადაწყდა, რომ მოდერნიზებული Airbus A320-ის პერსონალი გაივლის ფსიქოლოგიის შესწავლის სპეციალურ კურსებს, რომ გაიგონ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ასეთ პანიკიორ მგზავრებს.
Airbus A320-ი გამჭვირვალე მინით ჯერ გაჩნდება რეისზე ლონდონი-ედინბურგი. მაგრამ შემდეგ დაემატება სხვა მარშრუტები, რომლებსაც ემსახურება ავიაკომპანია Virgin Atlantic.