ახალი ამბებიგამოგონება

Dragon V2 SpaceX – კერძო ხომალდი კოსმოსში ფრენებისთვის


Dragon V2 SpaceX – კერძო ხომალდი კოსმოსში ფრენებისთვის.


კომპანია SpaceX პირველი წელი არაა რაც მუშაობს კერძო ხომალდების შექმნაზე, რომლებიც დაეხმარებიან NASA-ს გააგზავნონ კოსმოსში ხალხი და ტვირთები. რამდენიმე დღის წინ წარადგინელს ახალი სამგზავრო კოსმოსური ხომალდი Dragon V2.

2010 წლის დეკემბერში SpaceX-მა ჩაატარა სატვირთო ხომალდს Dragon-ის პირველი წარმატებული გაფრენა რომელიც გარკვეულ სიმაღლზე ავიდა რაკეტა Falcon 90-ზე, შემდეგ მას გამოეყო, მიაღწია კოსმიურ სიმაღლეებს და შემდეგ უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე. ეს გახდა დიდებული მიღწევა, რომელიც მომავალში დიდ გავლენას მოახდენს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კოსმოსის დაპყრობაზე. 2014 წლის 30 მაისს SpaceX-მა წარადგინა ხომალდის სამგზავრო ვერსია – Dragon V2.

Dragon V2 უკვე მონათლეს “კოსმოსურ ტაქსად”. ეს ხომალდი გათვლილია იმსათვის, რომ მიიყვანოს ორბიტაზე და შემდეგ უკან შვიდი ასტრონავტი. მას შეუძლია შეუერთდეს ორბიტულ სადგურებს და დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებს. ამასთან ერთად ბოლო მოვლენების გამო რუსეთისა და აშშ-ს მომავალი კოსმიური ზემოქმედებები კითხვის ქვეშაა.

Dragon V2 არის შესამჩნევლად მოდერნიზებული ვერსია, ვიდრე მისი წინამორბედი. ის უფრო მძლავრია, ვიდრე წინაპარი და შეუძლია იმუშავოს სრულიად ავტომატურ რეჟიმზე. საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში შეუძლია გადაერთოს დისტანციურ მართვაზე.

Dragon V2-ს დედამიწაზე დაჯდომა ისევე შეუძლია როგორც ვერტმფრენს, მაგრამ გაფრენისთვის მაინც საჭირო არის რაკეტა Falcon 9.

ვარაუდობენ, რომ Dragon V2 პირველ გაფრენას შეასრულებს წელწად ნახევარში.

მსგავსი ამბები

Close
Close