გასართობიკრეატივიუცნაური

ფლორიდის მკვიდრის შინაური ვეფხვები


როგორც ვიცით ვეფხვები – ეს დიდი კატებია ჯუნგლებიდან , რომლებიც არიან ველურობის, მრისხანების, სისასტიკის და ულმობელობის სიმბოლოები, მაგრამ არა 57 წლის ჯენის ჰეილისათვის (Janice Haley), ორლანდოდან, ფლორიდას შტატიდან. მისი თვალთახედვით, ვეფხვები – ეს იგივე კატებია, რომლებთაც უყვართ ბურთთან თამაში, ნავარდი და „ცელქობა“ ბალახზე. საერთოდ, ვეფხვს მრგვალი თვალის ფორმა მაქვს, განსხვავებით მათი ნათესავებისგან – კატებისგან (მათ მოგრძო თვალები აქვთ), როგორც კატები ითვლებიან ღამის ცხოველებად, ვეფხვები – ბბინდის, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც წესი, ისინი ნადირობას გამთენიისას ან საღამოს იწყებენ. (ნახეთ ვიდეო:)

ჯენის ჰეილის განსაკუთრებული სიყვარული აქვს ამ მტაცებელი ცხოველების – ვეფხვების მიმართ. ის თავის ველურ კატებთან ერთად პოზირებს; ეტყობა კარგად კვებავს მტაცებლებს, რადგან აქამდე არ შეჭამეს იგი. როდესაც თქვენ ნახავთ, თუ ჯენი (თავის თანაშემწეებთან) როგორ ატარებს დროს თავის ორ საყვარელ ცხოველთან – 12 წლის მდედრ ბენგალის ვეფხვთან და 7 წლის თეთრ მანმრობით ბენგალის ვეფხვთან – თქვენ მიხვდებით, რომ ისინი ისევე მოსიყვარულე ცხოველები არიან, როგორც მათი პატარა შინაური „კოლეგები“.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლომების, ავაზების, ლეოპარდებისა და განსაკუთრებით ვეფხვების რაოდენობა გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. აზიურ მედიცინაში ვეფხვის ძვლები და ორგანოები ძვირფასი მასალაა სამკურნალოდ, თუმცა ეს ცხოველები იმდენად გაიშვიათდნენ, რომ ძვლისა და სუპის მასალის საკითხში ისინი ლომებმა ჩაანაცვლეს.


აღსანიშნავია ისიც, რომ ვეფხვის კანზე გამოსახული ზოლები უნიკალურია – ეს ერთგვარად „თითის ანაბეჭდია“, ხოლო ვეფხვის შუბლზე გამოსახული ნიმუში ძალიან წააგავს ერთ-ერთ ჩიინურ იეროგლიფს, რომელიც „მეფეს“ აღნიშნავს. ამიტომაც ამ ცხოველებს ჩინურ კულტურაში გარკვეული სტატუსი უჭირავთ.
ნახეთ ვიდეო: ჯენის ჰეილი თავის ორ ხშირბეწვიან „მეგობართან„ ერთად







3 თვის თეთრი მანმრობითი ბენგალის ბოკვერი:


ჯენი ჰეილის ფერმა ორლანდოს გარეუბანში:

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close