ახალი ამბებიგამოგონებაკრეატივი

Heimplanet – გასაბერი ფარეხი AUDI-სთვის


Heimplanet – გასაბერი ფარეხი AUDI-სთვის.


ჩემი ფარეხი მუდამ ჩემთანაა! ამიერიდან ასე შეუძლიათ თქვან ავტომობილ AUDI-ს მფლობელებმა. ამ კომპანიამ ხომ ფირმა Heimplanet-თან თანამშრომლობით გამოუშვა გასაბერი ტენტი თავისი კლიენტებისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი ამინდის პირობებში დაიცვათ თქვენი ავტომობილი.

უცნობია, რამდენად ხშირად ვარდებიან AUDI-ს ავტომობილები სიტუაციებთან როდესაც მათ სჭირდებათ ნამდვილი დაცვა გარე პირობებისგან – ძლიერი ქარიშხალის დროს, ძლიერი წვიმის დროს, ქვიშის ქარიშხლების დროს და სხვა უსიამოვნებებისგან. მაგრამ მწარმოებელმა გადაწყვიტა უზრუნველყო თავისი ავტომობილებისთვის სპეციალური მობილური დაცვა, რომელიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ კომპაქტური ფარეხი სულ რაღაც რამდენიმე წუთში.

Heimplanet წარმოადგენს თავისებურ კუმბათოვან ტენტს, რომელიც ოდნავ დიდია კროსოვერ Audi Q3 Quattro-ზე. დაკეცილ მდგომარეობაში ყოფნის დროს ის თავისუფლად თავსდება ავტომობილის საბარგულში და ტოვებს დიდ ადგილს სხვა ნივთებისთვის.

ამ ფარეხის აკეცვა შესაძლებელია სულ რაღაც 7 წუთის განმავლობაში და არ მოითხოვს რამე განსაკუთრებულ უნარს, ტენტის კონსტრუქცია არის მაქსიმალურად მარტივი და ინტუიტურად გასაგები. საკმარისია მხოლოდ მიუერთოთ სატუმბი და გაბეროთ.

Heimplanet-ის გასაბერი ტენტები მსოფლიოში განთქმულია თავისი სიმარტივით და გამძლეობით. დასამტკიცებელი ფაქტი ის არის, რომ ტენტს შეუძლია გაუძლოს ქარს, რომლის სიჩქარეც არის 70კმ/სთ. ამასთან ერთად მასში საერთოდ არ არის მაგარი ელემენტები, კონსტრუქციაში შემავალი ყველა ნაწილი იბერება სპეციალური სატუმბით, რომელიც მას თან მოჰყვება.

2014 წლის მეორე ნახევრიდან ასეთი ტენტი Heimplanet-მა დაამზადა სპეციალურად AUDI-ს ავტომობილებისთვის, მისი ყიდვა შეუძლია გერმანული ბრენდის ნებისმიერ ფანს

მსგავსი ამბები

Close
Close