გართობაუცნაური

10 ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო ტორტი

090ac368ce78
10 ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო ტორტი.

ტორტი ეროვნული საქორწილო გამოფენისთვის: $52,7 მილიონი
bc704b0468f5
ყველაზე ძვირადღირებული ტორტი მსოფლიოში დაახლოებით ღირს 53 მილიონი დოლარი. ტორტი დამზადებულია ინგლისში, ჩესტერის საკონდიტროში. შედევრი დამზადდა ეროვნული საქორწილო გამოფენისთვის ლივერპულში 2013 წელს. ის შედგებოდა რვა იარუსისგან, რომლებიც დაფარულნი იყვნენ თეთრი გლაზურისგან. იმისათვის, რომ ტორტს ჰქონოდა ბრწყინვალება, ის მორთეს 4000 ბრილიანტით. გამოფენის დასრულების შემდეგ სტუმრებს შეეძლოთ ტორტის ნაჭერის დაგემოვნება.

ტორტი საქორწილო შოუსთვის: $20 მილიონი
d6ce57aa03e1
2006 წელს საქორწილო შოუზე ბევერლი-ჰილსში წარადგინეს წარმოუდგენლად ძვირი ტორტი, რომელიც შექმნა კულინარ-დიზაინერმა ნაჰიდ პარსომ. სქელი თეთრ-კრემისფერი გლაზური ფარავდა ტორტი მაღლითა ნაწილს. შუა იარუსები დაფარული იყო ატლასით და პასტელის ფერებით. სინამდვილეში ტორტის ქვედა იარუსი მორთული იყო ოქროს ფანტელებით, რაც ტორტს უფრო ბრწყინვალეს ხდიდა. მაგრამ ელემენტები რომლებიც ტორტს ხდიან უფრო ძვირადღირებულს არის დიდი ბრილიანტები, რომლებიც ტორტს მოჰყვებიან მაღლიდან დაბლა. გემო როგორია უცნობია! საქორწილო შოუს სტუმრებმა ვერ დააგემოვნეს ტორტი და ვერც მიუახლოვდნენ მას, რადგან ტორტს იცავდა ექვსი შეიარაღებული მცველი.

ტორტი საქორწილო სალონიდან Dallas Bridal Fair: $1.3 მილიონი
433cf01add99
2010 წელს Dallas Bridal Fair-ის საქორწილო სალონმა წარადგინა შთამბეჭდავი საქორწილო ტორტი. კომპანია Dallas’ Delicious Cake-მა გამოაცხო 9 იარუსი, ხოლო ორნამენტები ტორტისთვის დაამზადა კომპანია Dallas Gold and Silver Exchange-მა. ყველა იარუსი დაფარული იყო სპილოს ძვლისფერი საცხით და სპეციალური ვერცხლის საფარით. ტორტის წონა შეადგენდა 80კგ-ს. ტორტი მორთული იყო ლენტებით, რომლებზეც ჩამოკიდებული იყო ბრილიანტები. მთელი მორთვისთვის საჭირო იყო 1200 კარატი. ასეთი ტორტის ფასმა შეადგინა 1.3 მილიონი დოლარი. ის გაყვეს 320 სტუმარზე. თუ დავითვლით ერთი ნაჭერი დაახლოებით ღირს $3125.

ტორტი პრინც უილიამისთვის და ქეით მიდლტონისთვის: $80000
b9e8d2cded7f
პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის სამეფო ქორწილი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. რამდენიმე დღის წინ სანამ შეყვარებულები შეჰფიცებდნენ ერთმანეთს სიყვარულს, კონდიტერ-დიზაინერი ფიონა კეიმსი ნერვიულობდა იმაზე თუ როგორ უნდა გადაეტანათ ტორტი მისი საკონდიტროდან ბუკინგემის სასახლეში. კულინარიული შედევრს ჰქონდა რვა იარუსი, რომლებიც დაფარულნი იყვნენ კრემისფერ-თეთრი იარუსით. 17 სხვადასხვა ფერი, რომელთაც სხვადასხვა სიმბლური მნიშვნელობები ჰქონდათ დამზადებულნი იყვნენ შაქრისგან. მეშვიდე იარუსზე იყო ინგლისური ვარდი, შოტლანდიური ნარშავა, უელსური ნარცისი და ასევე ირლანდიური სამყრა. ეს არის გაერთიანებულ სამეფოში შემავალი ერების სიმბოლოები. საბოლოო ჯამში ტორტის მორთვისთვის გამოყენებული იქნა 900 შაქრის ფერი.

ტორტი ლაიზა მინელისთვის და დევიდ გესტისთვის: $40000
c79ca6c463ac
ლაიზა მინელის და დევიდ გესტის საქორწილო ტორტი დაჯდა $40000. ცერემონიისთვის, რომელსაც ესწრებოდნენ ელიზაბეთ ტეილორი და მაიკლ ჯეკსონი, ტორტი იყო უბრალოდ შთამბეჭდავი. 12 იარუსიან შავ-თეთრ შედევრს ამკობდნენ თეთრი აქცენტები: ვერცხლის ფურცლები და ხაზები, წითელი და იისფერი ვარდები არაქისგან.

ტორტი პრინც ჩარლზისთვის და პრინცესა დიანასთვის: $40000
034f2ee73ac7
პრინც ჩარლზის და პრინცესა დიანას ქორწილი შედგა 1981 წელს წმინდა პავლეს ტაძარში, ლონდონში, ინგლისში. გრანდიოზულ ქორწილისთვის დაამზადეს გრანდიოზული 1,5 მეტრიანი ტორტი. შედევრი შექმნა სამეფო საკულინარიო სკოლის მზარეულმა დევიდ ეივერმა. ტორტი მორთული იყო ვარდებით, ორქიდეებით და შროშანებით. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი იყო მის გარდა ქორწილისთვის დამზადებული იყო 27 შედარებით მცირე ზომის ტორტი.

ტორტი ფილმისთვის “სექსი დიდ ქალაქში 2”: $32000
f82282efb21d
იმისათვის, რომ ტორტს ელეგანტურობა შემატოთ საჭიროა მხოლოდ დაამატოთ სვაროვსკის კრისტალები. ეს არის ის, რაც ქნა რონ ბენ-ისრაელმა, ცნობილმა მაღალანაზღაურებადმა კონდიტერმა ნიუ-იორკიდიან, როდესაც სთხოვეს, რომ დაემზადებინა ტორტი ფილმისთვის “სექსი დიდ ქალაქში 2”. სულ დიზაინერს დასჭირდა 4000 სვაროვსკის კრისტალი, რომ შეექმნა გამაოგნებელი დესეტრი. თეთრმა ვანილის ტორტმა სახელწოდებად მიიღო “თეთრი ღრუბელი”: ხუთი ბისკვიტის იარუსი სვაროვსკის კრისტალებით. სპეციალურად ტორტისთვის გაკეთდა აკრილის სადგამი. ტორტის საერთო სიგრძე შეადგენდა 2 მეტრს. შედევრის შექმნას დასჭირდა 450 საათი.

კიმ კარდაშიანის და კრის ჰამფრისის ტორტი: $20000
04b4f0e0fbf9
როდესაც კიმ კარდაშიანი ცოლად გაყვა NBA-ს კალათბურთელ კრის ჰამფრისს, მოწვეული სტუმრები ამბობდნენ, რომ საქორწილო ტორტი ისე გლამულურათ გამოიყურებოდა, როგორც თვით პატარძალი. 2,5 მეტრიანი ტორტი შექმნა დიზაინერმა პატრიკ ჰანსენმა. წონა იყო დაახლოებით 300 კილოგრამი. თეთრი და შავი ფერის იარუსები ტორტს უზრუნველყოფდა თანამედროვე სტილით. ის იმენად დიდი იყო, რომ იარუსები დაშალეს და სტუმრებს ცალ-ცალკე დაუჭრეს.

ჩელსი კლინტონის და მარკ მეზვინსკის ტორტი: $11000
57fb957b2ff5
ჩელსი კლინტონის და მარკ მეზვინსკის ქორწილის დეტალები დიდიხნის განმავლობაში არ ხმაურდებოდა. La Tulipe Desserts-ის მფლობელებმა, დიზაინერებმა მაარტენ და ფრანსის სტინმენებმა დაამზადეს წყვილის ოცნების ტორტი და დეტალებიც საიდუმლოთ შეინახეს. ბისკვიტის ვანილიანი ტორტი დამზადებულია არაწებოვანი ფქვილისგან. შოკოლადის მუსი არის ასევე გამოყენებული. ტორტი შედგებოდა ცხრა იარუსისგან. სიმაღლე იყო 1,2 მეტრი. ყოველი იარუსი დაფარული იყო ვანილის საცხით და მორთული იყო უამრავი რაოდენობის სხვადასხვა ვარდით.

მაიკლ დუგლასის და კეტრინ ზეტა-ჯონსის ტორტი: $7000
987c2ec74816
2000 წლის ნოემბერში სასტუმრო პლაზაში, ნიუ-იორკში შედგა ცნობილი წყვილის მაიკლ დუგლასის და კეტრინ ზეტა-ჯონსის ქორწილი. ცენტრალური ადგილი ეკავა ათ იარუსიან ვანილის ტორტს. საკონდიტრო შედევრი შექმნა სილვია ვეინსტოკმა, რომელმაც მიიღო ტიტული – “საქორწილო ტორტების შედევრი”. ტორტი იმდენად დიდი იყო, რომ ზედა იარუსების მოხსნა გახდა საჭირო, რომ შეეტანათ დარბაზში. ტორტის სიმაღლე იყო 1.8 მეტრი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button