გართობაუცნაური

ბრიტანელი კომიკოსი – ბენი ჰილი

937f023eaa13

1992 წელს ლონდონის გარეუბანში გარდაიცვალა საქვეყნოდ ცნობილი კომიკოსი ბენი ჰილი. მსახიობი მარტო ცხოვრობდა. მოგვიანებით მისულ პოლიციას ბინაში გარდაცვლილი, ჩართული ტელევიზორი და უამრავი გაურეცხავი ჭურჭელი დახვდა.

გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული იყო “ბენი ჰილის შოუ”. თვით ჩარლი ჩაპლინმა მას უპირველესი კომიკოსი უწოდა, მის “ანგელოზებს” კი მონუსხული შეჰყურებდა ტელემაყურებელთა “ძლიერი” ნახევარი.
3f13c4a9f1c0

თუმცა, თანდათან თაყვანისცემა დაცინვაში გადაიზარდა. როგორც ჩანს, მაყურებელს მოჰბეზრდა ბენის მოსულელო გმირი და იგი მსახიობის პიროვნებასთან გააიგივა. ბენის ეს არ მოეწონა და შოუც “გაბოროტდა” –  მასში სარკაზმი და პოლიტიკური მოტივები გაჩნდა, რის გამოც ინგლისის პრემიერ-მინისტრის მითითებით,  ჯერ ცენზურა დაუწესეს, შემდეგ კი პროექტი საერთოდ დაუხურეს.
6a0d3802c43b
4d4c8b86836e

ბენი სასმელს მიეძალა. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით მილიონი დოლარის პატრონი იყო, ლონდონის იაფფასიან ბარებში თვრებოდა და ისე გარდაიცვალა, საკუთარი სახლი არ ჰქონია. მას შოუს გარდა არაფერი აინტერესებდა, სხვათა შორის, არც შოუს წყალობით მოპოვებული მილიონები. ცოლიც კი არ შეურთავს…
469d7cd73d76

სიკვდილამდე ორიოდე თვით ადრე ყველასაგან მოძულებული მაიკლ ჯექსონმა მოინახულა.
კომიკოსმა ერთი შოუს დადგმა სიკვდილის შემდეგაც მოახერხა: როგორც აღვნიშნეთ, მილიონების პატრონი იყო, ანდერძი კი განზრახ არ დატოვა – იმტვრიონ ახლა  თავი ჩემი მილიონების გაყოფაზეო.
55d20ca8f181
7e3b4fcac0d9

მსგავსი ამბები

Back to top button