არქივი

მინუს 5 მილიონი ავტომობილი ჩინეთში

8d9fb3da7831
მინუს 5 მილიონი ავტომობილი ჩინეთში.

8d9fb3da7831
ჩინეთში ყველაფერი უყვართ დიდი და მასშტაბური, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს, რომ დაიწყონ ბრძოლა ძველი ავტომობილების წინააღმდეგ, რომლებიც აბინძურებენ გარემოს. რამდენიმე დღის წინ ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებენ მოიცილონ 5 მილიონი მანქანა, რომლებიც დღეს დადიან ქვეყნის გზებზე.

2013 წელს ჩინეთში შემოიღეს საერთონაციონალური პროგრამა, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ შემცირდეს ზიანის მომაყენებელი ნივთიერებების გავრცელება ატმოსფეროში 10 პროცენტით. საქმე იმაშია, რომ მსხვილ ქალაქებში უკვე სუნთქვაც კი ჭირს – პრაქტიკულად ყოველ დღე ქალაქებში არის კვამლი და ეს ნეგატიურად მოქმედებს არამხოლოდ ხალხის ჯანმრთელობაზე, არამედ ინფრასტრუქტურაზეც და ბევრ სხვა ფაქტორზე. ამიტომაც ჩინეთმა დაიწყო ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა.

a1f21e44a78f

მაგრამ ამბიციური პროგრამის რეალიზაციიდან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წინსვლა მიმდინარეობს არცისე ეფექტურად, როგორც ეგონა მთავრობას. ამიტომაც ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მასში კორექტივები შეეტანა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძველი ავტომობილების მფლობელებს არ სურთ დასცილდნენ თავიანთ საყვარელ მანქანებს, მაგრამ საჭიროა მათი ამ საქმეში დახმარება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძველი ავტომობილების 7.8 პროცენტი აბინძურებს ატმოსფეროს 31 პროცენტს და ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2017 წლისთვის იძულებითი მეთოდით ხმარებიდან ამოიღოს 5 მილიონი ავტომობილი, რომლებიც ძლიერ აბინძურებენ გარემოს.

რათქმაუნდა შეუძლებელია, რომ კანონიერ მფლობელს წაართვა ავტომობილი, ასეა თუ ისე ეს მაინც კერძო საკუთრებაა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ამიტომაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში ავტომობილების ქონაზე გაზარდოს გადასახადები და დააწესოს სუბსიდიები, რომ ხალხმა იყიდოს ახალი მანქანები ძველი ჯაბახანების ნაცვლად.

მსგავსი ამბები

Back to top button