გასართობიკრეატივისურათები

საოფისე შენობა ჰაი-ტექის სტილში


საოფისე შენობა ჰაი-ტექის სტილში.


თუკი ლონდონის არქიტექტურას შევეხებით, ალბათ ყველას წარმოგვიდგება ბიგ ბენი ან თაუერის ხიდი. ყველაფერი “გაჟღენთილია” კლასიკით და ტრადიციებით. ამასთან ერთად, ინგლისის თანამედროვე დედაქალაქი არ არის მხოლოდ სასახლეები და ციხესიმაგრეები, აქ არის ბევრი ნაგებობა, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა სტილებს. თანამედროვე არქიტექტურის ღია მაგალითი არის თუნდაც სადაზღვევო კომპანია “ლლოიდის” საოფისე შენობა.

შენობა აშენდა 1986 წელს ჰაი-ტექის სტილის დამაარსებლის – არქიტექტორ რიჩარდ როჯერსის მიერ. ეს იყო გამოხატულება იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ შიდა “სამუშაო” გარემო გამოიყენო ოპტიმალურად. ამ პროექტის ორიგინალურობა არის იმაში, რომ პრაქტიკულად ყველა კომუნიკაცია გამოტანილია გარე ფასად. სწორედ ამიტომ უწოდებენ ლლოიდის ოფისს The Inside-Out Building.

შენობა შედგება სამი ძირითადი “კოშკისგან”, რომლებიც მდებარეობენ ცენტრალური ატრიუმის გარშემო, ხოლო სიმაღლე შეადგენს 60 მეტრს. ერთი კოშკიდან მეორეზე გადასვლა შესაძლებელია ერთმანეთზე გადაბმული ესკალატორებით.

გარე ფანჯრებს აქვთ მზისგან დამცავი მინაპაკეტები, რომლებსაც განსაკუთრებულათ შეუძლიათ გარდატეხონ სინათლე ინტერიერში. ეს საშუალებას აძლევთ, რომ დაიკლოს გადასახადებმა ელექტროენერგიაზე საღამოობით. სხვათაშორის, რიჩარდ როჯერსი პირველი იყო დიდ ბრიტანეთში, რომელმაც გამოიყენა გარე მინის ლიფტები.

ლლოიდის საოფისე შენობა გახდა ბრიტანული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ახალი აშენებულია ის უკვე აღიარებულია ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტად.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close