გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაური გამოსახულებები ავიალაინერებზე


უცნაური გამოსახულებები ავიალაინერებზე.

Hello Kitty – ყველაზე საყვარელი თვითმფრინავები მსოფლიოში

Hello Kitty არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბრენდი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტაივანურმა ავიაკომპანიამ EVA Air-მა გადაწყვიტა თავისი რამდენიმე თვითმფრინავის ბრენდირება შესაბამის სტილში. ამასთან ერთად Hello Kitty არის არამხოლოდ გარეგნულად, არამედ თვითმფრინავების შიგნითაც. ცნობილი იაპონური კატა გამოსახულია შიდა ინტერიერის ბევრ ელემენტზე, მათ შორის ეკიპაჟის წევრების კოსტიუმებზეც.

17 ათასი თანამშრომელი Turkish Airlines-ის თვითმფრინავზე

თურქული ავიაკომპანიამ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თუ როგორ აფასებს თავის თანამშრომლებს. ავიაკომპანიამ Boeing 737-ზე გამოსახა თავისი 17 ათასი თანამშრომლის ფოტოები, რომლების მოცემულ კომპანიაში მუშაობენ მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში. ამისათვის Turkish Airlines 4 თვე აგროვებდა ყველა თანამშრომლის ფოტოს. ბოინგზე გამოსახულნი არიან როგორც მაღალი პოსტის მქონე თანამშრომლები, ასევე ყველაზე დაბალი პოსტის მქონე მუშებიც, მათ შორის ისინიც ვინებიც სტაჟირებას გადიან კომპანიაში.

ავიაკომპანია Finnair-ის ახალი სტილი სტუდია Marimekko-სგან

ჯერ კიდევ 1964 წელს ფინურმა სტუდიამ Marimekko-მ შექმნა ყვავილი, რომელიც ნახევარი საუკუნეა გახდა მისი სავიზიტო ბარათი. სწორედ, რომ ეს გამოსახულება გაჩნდა ავიაკომპანია Finnair-ის თივთმფინავებზეც. Hello Kitty-ს მსგავსად სურათებით მოხატულია ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი თვითმფრინავს შიგნით: სტიუარდესების უნიფორმები, ჩანთები, სუვენირები, ტილოები და ა.შ.

მზესუმზირები – ავიაკომპანია კუბანის სიმბოლო

კუბანი ეს არის მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. გასაკვირი არაა, რომ სწორედ მზესუმზირების გამოსახვა გადაწყვიტა ამავე სახელეობის კომპანიამ, რომელიც ბაზირებს კრასნოდარში. კომპანია კუბანის თვითმფრინავებზე გამოსახულნი არიან მზესუმზირები.

Air New Zeland – შუამიწეთის ოფიციალური ავიაკომპანია

Air New Zeland-მა ახალი ზელანდიიდან ჯერ კიდევ 2002 წელს უწოდა თავის თავის “შუამიწეთის ოფიციალური ავიაკომპანია”. სწორედ, რომ ამ ქვეყანაში იღებდნენ “ბეჭდების მბრძანებლის” და “ჰობიტის” ძირითად ეპიზოდებს. ამ პოპულარულ თემას ექსპლუატირებს კომპანია მას შემდეგ, რაც გადაიღო სარეკლამო რგოლები ტოლკინის ცნობილ პერსონაჟებთან ერთად. Air New Zeland-ის ზოგიერთ თვითმფრინავზე გამოსახულნი არიან “ბეჭდების მბრძანებლის” ცალკეული სცენებიდან მთავარი გმირები.

თვითმფრინავები Angry Birds-ის სტილში

ზემოთხსენებულმა ფინურმა კომპანიამ Finnair-მა რამდენიმე ხნის წინ სწავლობდა შესაძლებლობას, რომ თვითმფრინავები მოეხატა ზეპოპულარული თამაშის – Angry Birds-ის სტილში. მართალია გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ხალხს სულაც არ მოსწონს ვირტუალური ჩიტების მსგავსი ავიალაინერები, რომლებიც ეცემიან, ფეთქდებიან და აგდებენ ბომბებს., მაგრამ ამან შეუშალა ხელი ტაივანურ ავიაკომპანია Nok Air-ს ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომ მოეხატა თვითმფრინავები ჩიტებით, მართალია სულ არ გვანან თამაშის გმირებს, მაგრამ ძალიან წააგვანან მათ. როგორც ჩანს აზიაში ხალხს უფრო აქვს იუმორი ვიდრე სკანდინავიაში.

თვითმფრინავი სიმპსონების მულტსერიალის სტილში.

მულტსერიალი სიმპსონები არის თანამედროვე ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლო, ის გადის უკვე 20 წელზე მეტია და დიდიხანია გახდა საკულტო ქმნილება არამხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. პატარა ამერიკულმა ლოუკოსტ-კომპანიამ Western Pacific-მა მოხატა ლეგენდარული სერიალის გმირების გამოსახულებებით მთელი თვითმფრინავი.

საბავშვო იმედის რეისი ტრანსაეროსგან

რუსული კომპანია ტრანსაერომ გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო საქველმოქმედო ფონდ “ცხოვრების ხაზის” სპონსორი. ფონდი ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს. კომპანიამ თავისი ერთ-ერთი თვითმფრინავი აქცია “იმედის რეისად”, რომელიც სთავაზობს ყველა მგზავრს გახდეს კეთილი საქმის წევრი, ისინი ფულს სწირავენ, რომ გადაარჩინონ ბავშვის სიცოცხლე.

საფეხბურთო კლუბების სიმბოლოები თვითმფრინავებზე

თვითმფრინავების მოხატვა საფეხბურთო კლუბების სიმბოლოებით გარეგნულად არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა. ეს ხშირად ხდება რაღაც კონკრეტული მოვლენის დროს, მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატის დროს. მაგალითად ხშირად არის ცალკეული კლუბებისთვისაც.

ამის მაგალითები არიან ავიაკომპანია AirAsia-ს თვითმფრინავები, რომლებიც ბრენდირებენ საფეხბურთო კლუბებს – მანჩესტერ იუნატედს და ქუინს პარკ რეინჯერს, ასევე Qatar Airways, რომლის თვითმფრინავიც მოხატული ბარსელონას ფერებში.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close