გასართობიკრეატივიუცნაური

ოჰ, ეს უცნაური იაპონელები

image

იცოდით, რომ იაპონური ენა შეიცავს თავაზიანობის რამოდენიმე საფეხურს, ან ის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მეტროს ვაგონები სპეციალურად მხოლოდ ქალებისათვის? ამ ფოტორეპორტაჟში გიდად წაგვიძღვება ეს მშვენიერი გოგონა და მოგვიყვება კიდევ ბევრ უცნაურობაზე, რომელიც იაპონელებს ახასიათებთ.

 

image

ჩრდილოეთ იაპონიაში, სადაც ზამთრობით თოვლი მოდის, ყველა ქალაქს აქვს ტროტუარების და ქუჩების გათბობის სისტემა. ამიტომ გზებზე თოვლი და ყინული არასოდეს არაა. ეს ძალიან კომფორტულია ადამიანებისათვის. გაგეცინებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ამავე დროს იაპონიაში თითქმის არაა ცენტრალური გათბობა, თითოეული ათბობს თავის ბინას ისე, როგორც შეუძლია: გაზის და დენის გამათბობლებით, ზეთის ბატარეებით და სხვა.

 

image

 

იაპონიაში ფულს თითქმის არაფრისგან აკეთებენ: აქ უცებ ჩნდება და ქრება მოდა ყველაფერზე, რაც შეიძლება გაიყიდოს. ასე მაგალითად, უცებ შემოვა მოდაში ქამელეონი ან პანდა და ის ნივთები, რომელზეც ეს ცხოველებია გამოსახული, თვალის დახამხამებაში იყიდება. ბუმი, როგორც წესი, ერთ წელზე მეტხანს არ გრძელდება, მაგრამ სამაგიეროდ ამაში ძალიან დიდი ფული კეთდება.

 

image

 

ეს მამაკაცი, მაგალითად, რეკლამას უკეთებს პოპკორნს. ცოტაოდენი ხნის წინ ტელევიზიაში გამოვიდა ამ პოპკორნის ახალი რეკლამა და იმწამსვე რიგები გაჩნდა მის შესაძენად. ხალხი საათობით დგას რიგში, რომ მაინდამაინც ეს პროდუქტი იყიდოს.

 

image

იაპონიაში არ არსებობენ გოსტარბაიტერები. ამას აქ უბრალო კანონის მიღებით მიაღწიეს: მინიმალური ხელფასი, რაც დასაშვებია უცხოელს შესთავაზონ, უნდა აჭარბებდეს იაპონელის საშუალო ხელფასს. ამიტომ მეპატრონეებს ურჩევნიათ სამუშაოზე აიყვანონ ადგილობრივები და არა ჩამოსული უცხოელები.

 

image

ეგრეთ წოდებილი “თანხმობის” ასაკად იაპონიაში ითვლება 13 წელი. ამ ასაკს მიღწეულ ადამიანს უკვე შეუძლია ინფორმირებული თანხმობა უთხრას მეორე პირს სექსზე.

 

image

 

იაპონიის მეტროში და მატარებლებში არის სპეციალური ვაგონები ქალებისათვის. ამ ვაგონებს ამატებენ დილაობით, როცა პიკის საათია და მატარებლები გადაჭედილია. სავსე ვაგონში გოგონების ჩქმეტა-ეს იაპონელებისათვის ერთგვარ სპორტის სახეობას წარმოადგენს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონიაში მსოფლიოში ყველაზე დაბალი გაუპატიურების მაჩვენებელია: თითქმის 5-ჯერ ნაკლები, ვიდრე რუსეთში.

 

image

იაპონიის მაღაზიებში ფანტასტიურად თავაზიანი სერვისია. გამყიდველები ყველანიარად ცდილობენ ასიამოვნონ კლიენტს. თუმცა არსებობს ერთი უცნაური წესი: ზედმეტის გადახდა ან გამყიდველისათვის ხურდის დატოვება აქ შეურაცხყოფად ითვლება. მოკლედ, იაპონიაში ჩატარებული “შოპინგის” შემდეგ სხვა ნებისმიერი ქვეყნის მომსახურე პერსონალი უხეშად და უკულტუროდ მოგეჩვენებათ.

 

image

იაპონურ ენას გააჩნია თავაზიანობის რამოდენიმე საფეხური: სალაპარაკო, საპატივცემულო, თავაზიანი და ძალიან თავაზიანი. თითქმის ყველა საუბარი აქ იწყება მიმართვით :”სუმიმასენ”, რაც ნიშნავს: – მაპატიეთ, ან “აროგატოი გაიზამას”-უღრმესი მადლობა.

 

image

ფუძიამას მთა ნამდვილად კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ის იმყოფება სინთოისტიკური დიდი ტაძრის ხონგუ სენგენის მფლობელობაში. აქ ინახება სიოგუნის საგანძური, დათარიღებული 1609 წლით.

 

image

იაპონიაში ბევრი უცნაური კანონი არსებობს, აი ერთ -ერთი მათგანი :”თუ იაპონელი წავიდა ამსტერდამში და იქ მარიხუანა მოწია, ეს კი მეორე იაპონელმა დაინახა და სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ ის დააბეზღა პოლიციაში, პირველ იაპონელს ციხეში ჩასვამენ”. ამის გამო იაპონიაში ძალიან ბევრი “ჩამშვებია”.

 

image

 

იაპონელები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, წამითაც არ იცილებს მობილურ ტელეფონს. თუ, მაგალითად, პლატფორმაზე მატარებლის მოლოდონში დგას 15 იაპონელი, მინიმუმ 13 მათგანი თავის მობილურში იქექება.

 

image

ძალიან ცუდ ამინდშიც კი, თუნდაც ზამთრობით, სკოლის მოსწავლე გოგონებს აკრძალული აქვთ კოლგოტის ჩაცმა, მათ შეუძლიათ მხოლოდ გეტრები ან გოლფები ატარონ. ქვედა კაბის სიგრძე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კლასშია გოგონა: რაც უფრო მაღალკლასელია მოსწავლე, მით უფრო მოკლეა მისი კაბა.

 

image

იაპონიაში მამაკაცს ქალზე მეტად აყენებენ წინ. მაღაზიებში და რესტორნებში პირველად მამაკაცებს ესალმებიან და ემსახურებიან.

 

image

 

იაპონელები ძალიან მორიდებულები არიან, მათ არ შეუძლიათ თქვან :”მე შენ მიყვარხარ”. უბრალოდ იაპონურ ენაში ეს სიტყვები არაა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უფროს თაობას ეხება, მაგრამ თუკი იაპონელს უნდა წინადადება მისცეს ქალს ცოლად გაყოლაზე, მას ასე მიმართავს:” შენ შეგიძლია სუპი მომიმზადო ხოლმე?”, ან კიდევ ასე:” შეგიძლია თეთრეული გამირეცხო?” . პირდაპირ თქმას ისინი თავს არიდებენ.

 

image

 

იაპონიაში მსოფლიოში თითქმის ყველაზე მაღალი სუიციდის მაჩვენებელია. ითვლება, რომ აქ თავი შეიძლება მოიკლან უბრალოდ მხარდაჭერის ან მიბაძვის გამო ან ოჯახის უფროსის გადაწყვეტილების მიხედვით.

 

image

იაპონია, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, სავსეა ჩინური წარმოების ფართო მოხმარების საგნებით.

 

image

 

და ბოლოს, იმისათვის, რომ მხიარულ განწყობაზე დაგაყენოთ, მინდა ერთი იაპონური ანეგდოტი შემოგთავაზოთ:

 

“იაპონელი უცხოელს ბრინჯის აარყით უმასპინძლდება. პირველივე ჭიქის შემდეგ ტურისტს მოეჩვენა, რომ ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს და საგნები მოძრაობენ.

ტურისტი:”თქვენ არ გეჩვენებათ, რომ ეს არაყი ძალიან მაგარია?”

იაპონელი:” არ მიაქციოთ ყურადრება, ეს უბრალოდ მიწისძვრაა”.

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Back to top button
Close
Close