ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

შენობები-კობრები ქუვეითში: მომავლის შენობა


შენობები-კობრები ქუვეითში: მომავლის შენობა.


იშვიათია, როდესაც ინფორმაციებს და ფოტოგრაფიებს ჯერ არ აშენებულ შენობებზე წლობით განიხილავდნენ სოციალურ ქსელებში, მაგრამ შენობას, რომელიც არის ერთმანეთზე გადანასკვული კობრებივით და რომლის აშენებასაც აპირებენ ქუვეითში, უკვე ექვსი წელია არ კარგავს აქტუალობას.

შენობის პროექტი შეიმუშავა საარქიტექტურო ფირმა CGI (CDI Gulf International)-მა კომპანია Infosys-სთვის. მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა ჯერ კიდევ 2008 წელს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო, პროექტი იქნა “გაყინული”.

ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხი შენობასთან დაკავშირებით არის, თუ როგორ გაკეთდება ლიფტი შენობაში. რადგან სპირალური კონსტრუქციის გამო აქ ჩვეულებრივად ლიფტი ვერ გაკეთდება. ლიფტის ფუნქციონირებისთვის სპეციალისტები გვთავაზობენ ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც იმუშავებს შეკუმშულ ჰაერზე პნევმატური მილის პრინციპით.

დღეს შენობა-კობრები ეს არის უბრალოდ კომპიუტერული მოდელი ყოველგვარი დეტალური პროექტირების გარეშე, საუბარი აღარ მიდის მშენებლობაზე.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close