TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

კრეატიული რეკლამა ჟურნალის გადაშლილ ფურცლებზე

image

რეკლამის ოსტატების არასტანდარტული გადაწყვეტილებები საშუალებას იძლევა შეიქმნას შთამბეჭდავი და ეფექტური სარეკლამო განცხადებები, რომლებიც აუცილებლად მიიზიდავენ მყიდველის ყურადღებას. გთავაზობთ საინტერესო რეკლამების კრებულს, რომლებიც ჟურნალების გადაშლილ გვერდებზეა წარმოდგენილი.

საღეჭი რეზინა Arcor ყველაზე დიდ და ლამაზ ბუშტებს გვპირდება.

 

image

საფოსტო კომპანიის რეკლამა, რომელიც აქცენტს გზავნილების სწრაფ მიტანაზე აკეთებს. დიზაინერმა გამოიყენა გამჭვირვალე ფურცელი მასზე გამოსახული ამანათით, რათა წარმოედგინა ადრესატამდე გზავნილის მიტანის სიმარტივე და სისწრაფე.

 

image

“ერთად უკეთესია”-ეს კომპანია “Smuckers”-ის რეკლამაა, რომელიც ახდენს დემონსტრირებას, რომ არაქისის კარაქი და ჯემი ისევე განუყრელია ერთმანეთისაგან, როგორც “სეზამის ქუჩის” პერსონაჟები: ბერტი და ერნი.

 

image

სუპერთხელი ნოუთბუქის MacBook-ის რეკლამა საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ, როგორი იქნება ეს ნოუთბუქი ჩვენს მუხლებზე დადებული.

 

image

დამედიცინო დაზღვევის რეკლამა: “შემთხვევით დოლარიანი დაგეხათ?- საშიში არაფერია. კომპანია SulAmerica არ მისცემს სამედიცინო ანგარიშებს თქვენი გაკოტრების საშუალებას”.

 

image

ავეჯის კომპანიის რეკლამა წარმოგვიდგენს ბავშვების გასაშლელ ავეჯს.

 

image

რა კარგი იქნებოდა, მართლაც რომ ასე იოლი იყოს მუცლის პრესის დამუშავება მხოლოდ ჟურნალის გადაშლით.

 

image

ეს კი მშვენიერი წამწამებია კომპანია Clinique-ისაგან.

 

image

სოლარიუმის ორიგინალური რეკლამა- თავდაპირველად თქვენ ხედავთ შავ-თეთრ გვერდს წარწერით: “შეხედეთ ამ ფურცელს, რომელიც მზისკენაა მიმართული. მზის სხივების გავლენით ყაყაჩოების მინდორი წითელი ხდება, ხოლო ცა -ცისფერი. ახლა ხომ ხვდებით, რა სარგებლობა მოაქვს მზეს.”

 

image

ეს მხოლოდ ნამზეურის კრემის რეკლამა არაა. პრიალა ფურცლებიდან არეკლილი მზის სხივები ამ კრემით მაქსიმალურ სარგებლობას გპირდებათ.

 

image

ასეთ სამზარეულოს დანაზე ყველა მზარეული იოცნებებდა: ნებისმიერ პროდუქტს ის ორ თანაბარ ნაწილად ჭრის.

 

image

Kotex-ის რეკლამა: მშრალი ფურცელი ახდენს ამ პროდუქციის იდეალური აბსორბირების უნარის სიმბოლიზირებას.

 

image

“მოკიდე საჭეს ხელი”-ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

 

image

რეკლამა ფეხების სადეპილაციო სანთლის აპლიკატორებისათვის.

 

image

კარგი სამართებელი საშულებას მოგცემთ იდეალურად გაიპარსოთ ყველაზე ძნელადმისადგომი ადგილებიც კი.

 

image

თქვენი ცხოვრება შეიძლება წამებში შეიცვალოს-ამტკიცებს ეს რეკლამა.

 

image

“ბორცვების მეფე”-ავტომობილ Subaru Forester-ის რეკლამა.

 

image

ამ სოციალური რეკლამის შემქნელებს კი უნდათ თქვენი ყურადღება მიიქციონ დღესდღეობით ჯერ კიდევ არსებული მონობის პრობლემისაკენ.

 

image

ეს კი პიცის რეკლამაა: “ის ისეთი ცხელია, რომ ქაღალდიც კი დაწვა”.

 

image

Audi-ის რეკლამა:” თქვენ შეგიძლიათ საჭე ისე გეჭიროთ, როგორც კვერცხი, ბურთი ან ღრუბელი-ნებისმიერ შემთხვევაში ის თქვენი კონტროლის ქვეშ იქნება”.

 

image

მამაკაცის ქვედა საცვლის რეკლამა.

image

 

მწერების საწინააღმდეგო საშუალების საკმაოდ დამაჯერებელი რეკლამა.

 

image

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button