გასართობივიდეოებისაკითხავი

CurFew – 20 წუთიანი ფილმი, რომელიც გვიჩვენებს სინანულისა და სიყვარულის აუცილებლობას

შონ კრისტენსენის(რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი) მოკლემეტრაჟიანი ფილმი – CurFew, გადაღებულია 2012 წელს. ფილმი ოსკარის 2013 წლის დაჯილდოებაზე 14 ნომინაციაზე იყო წარდგენილი , აქედან 8 ჯილდო მიიღო. საერთოდ, ფილმმა 32 სხვადასხვა ჯილდო მიიღო.

რიჩი თავის აბაზანაში წევს და ემზადება სიცოცხლის სუიციდით დასასრულებლად . ის მარტოდ  და უიმედოდ დარჩენილი ახალგაზრდაა, რომელსაც თავის მოკვლის გარდა არაფერი დარჩენია, რადგან ის სუსტი პიროვნება იყო მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე და რასაკვირველია დაუშვა უამრავი შეცდომა.

თუმცა, როცა ის თავის თავს ჭრილობებს აყენებს, გაისმის ზარის ხმა. ის პასუხობს ზარს. მას მისი და მეგი ურეკავს, უხსნის მის მძიმე მდგომარეობაში ყოფნას და თხოვს მისი შვილის(რიჩის დისშვილის) ერთი ღამით მასთან დატოვებას. რიჩი თანხმდება ამ შემოთავაზებას და მიდის დისშვილის გამოსაყვანად.

რიჩიმ სოფია ბოულინგის ცენტრში უნდა წაიყვანოს და დათქმულ დროს სახლში დააბრუნოს. რიჩი ცდილობს თავის დისშვილთან კარგი ურთიერთობის აწყობას, ინტერესდება მისი ცხოვრებით, თუმცა სოფია სრულიად ნიჰილისტურად არის განწყობილი მის მიმართ და კითხვებზე უგერგილოდ პასუხობს.

რიჩი, როდესაც სრულად ამოწურავს გოგონასთან კომუნიკაციის საშუალებას, ის სასწრაფოდ კიდებს ხელს სოფიას და წაიყვანს ერთ ხმაურიან და ბინძურ ადგილას. თვითონ შევა ოთახში და გოგონას დატოვებს ბნელ შესასვლელში. გოგონა შეშინებული გამოვარდება გარეთ.

მალევე მას უკან მისი ბიძია გამოყვება და უჩვენებს ნივთს, რომელიც გოგონაში შინაგან ეფექტს მოახდენს და რიჩის მიმართ განწყობა შეეცვლება…ის ინტერესდება მიზეზით, თუ რატომ მიატოვა მან თავისი დისშვილი და რატომ არ დაინტერესებულა მისით.

ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგება, გოგონა უამრავ კითხვებს დაუსმევს თავის ახალ მეგობარს. თუმცა მალევე აღმოაჩენს რიჩის ხელზე მიყენებულ ჭრილობებს..

ამის მერე რიჩი და სოფია ბრუნდებიან მეგისთან და რიჩის მოუწევს საუბარი თავის დასთან. უშედეგოდ საუბრის შემდეგ რიჩი დაბრუნება თავის სახლში და თავისი  ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას გადაწყვეტს. ის ისევ ბრუნდება აბაზანაში და იღებს სამართებელს ხელში… თუმცა ამ მომენტში მოხდება ისეთი რამ, რაც მის ცხოვრებას შეცვლის…

ფილმის თემას წარმოადგენს სამართლიანობა, რომ ყოველი ჩვენთაგანი ადრე თუ გვიან ჩვენს მიერ ჩადენილ შეცდომებზე პასუხს ვაგებთ. დადგება დრო, როცა ყოველი ჩვენი ქმედება დაგვიდგება თვალწინ და სრულიად უმწეოები ვიქნებით.

თუმცა ასეთი მდგომარეობა მაშინ დადგება, თუ ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები იმდენად მძიმე იქნება, რომ იგი წაგვართმევს საყვარელ ადამიანებს და მარტონი დავრჩებით.

ამიტომაც, რაც არ უნდა მოხდენს უნდა შევეცადოთ არ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ჩვენ საყვარელ ადამიანებს დაგვაკარგვინებს.

ფილმის მთავარი იდეა კი მდგომარეობს იმაში, რომ ბედნიერება არ იქნება მარტოობაში. რომ ბუნებით დადგენილ წესს ადამიანი ვერ შეცვლის და მარტოს ვერასდროს მიაღწევს სიმშვიდეს.

შეგიძლიათ იხილოთ ფილმი:

თეგები
Close
Close