გასართობისაკითხავისასარგებლო

მსოფლიოს პატარა ქვეყნები (16 ნაწილი)

ხორვატია-ოფიციალურად ხორვატიის რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ჩრდილოეთით და რჩდილო-დასავლეთით სლოვენია, ჩრდილოეთით უნგრეთი, აღმოსავლეთით-სერბეთი, სამხრეთით-ჩერნოგორია, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ბოსნია და ჰერცოგოვინა. ხორვატიის ეკონომიკური რესურსებია:ნავთობი (მცირე რაოდენობით),მცირე რაოდენობით ქვანახშირი,დაბალი ხარისხის რკინის მადანი,კალციუმი,თიხა,მარილი… სახელმწიფოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ზაგრები ქალაქში 784,900 კაცი ცხოვრობს. ქვეყანაში ოფიციალური ენაა ხორვატული ხოლო ვალუტა კუნა. 2007 წლის შეფასებით ხორვატიაში 4,441,000 კაცი ცხოვრობს.

ხორვატიის დროშა

ბერმუდის კუნძულები-დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანეში. ბერმუდი არის ყველაზე ძველი ტერიტორია რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დღემდე რჩება. 1612 წელს აქ შეიქმნა პირველი ინგლისური კოლონია მთელ ამერიკის კონტინენტზე. ბერმუდის კუნძულების დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი ქალაქია ჰამილტონი. ქვეყანაში ოფიციალური ენაა ინგლისური ხოლო ვალუტა ბერმუდის დოლარი. 2009 წლის შეფასებით ქვეყანაში 67,837  კაცი ცხოვრობს.

ბერმუდის კუნძულების დროშა

აღმოსავლეთი ტიმორი-სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. უჭირავს კუნძულ ტიმორის აღმოსავლეთ ნაწილი და ექსკლავი კუნძულის დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთ ტიმორის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია დილი. ქვეყანაში მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო ტურისტების მომსახურებაა აღმოსავლეთ ტიმორს წელიწადში ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს. ქალაქ დილიდან შესანიშნავი ხედები იშლება რაც ტურისტებს ყოველთვის ხიბლავს. ტიმორი ძალიან ღარიბი ქვეყანაა აქ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე 800 ამერიკული დოლარი მოდის. 2005 წლის შეფასებით ქვეყანაში 1,115,000 კაცი ცხოვრობს. ოფიციალური ენაა პორტუგალური ხოლო ვალუტა ამერიკული დოლარი.

აღმოსავლეთ ტიმორის დროშა

ბელგია-ფედერაციული სახელმწიფო ევროპაში. ბელგია არის ევროპის კავშირის წევრი. ქვეყანაში ოფიციალური ენაა ფრანგული,ჰოლანდიური,გერმანული. ტერიტორიის სიმცირის მიუხედავათ ბელგიაში 11 035 948 კაცი ცხოვრობს. ბელგიის ტერიტორია საქართველოზე სამჯერ პატარაა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბრიუსელი. ქვეყნის ვალუტაა ევრო.

ბელგიის დროშა

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close