როდესაც ჰისერვიკის (Heatherwick) დასაკეცი ხიდი არის ჰორიზონტალურ მდებარეობაში, ის ემსგავსება ჩვეულებრივ ხიდს , რომლებიც ლონდონში ასობითაა. (ნახეთ ვიდეო:)
მაგრამ ეს ასე არ არის. ლითონის და ხისგან დამზადებული ხიდი წარმოადგენს საკმაოდ რთულ ჰიდრავლიკურ კონსტრუქციას, საჭიროების შემთხვევაში ხიდი იკეცება ბორბლის ფორმად ერთ-ერთ სანაპიროზე, რითაც გზას უხსნის ნავების გავლას. დაკეცილ მდგომარეობაში ხიდი ჰგავს ძველი წყლის წისქვილს: ჰორიზონტალურბორბლიანს და ვერტიკალურ ბორბლიანს. ამ შემთხვევაში კი ის ჰგავს ვერტიკალურ ბორბლიანს. ასევე საინტერეოა ის ფაქტიც, რომ თუ ქარის სიჩქარე აღემატება 30 მილს/საათში, მაშინ ხიდის ჰიდრავლიკური ელემეტების ძალა არ არის საკმარისი გაშლისათვის და ხიდი რჩება დაკეცილად.
ლონდონის შთამბეჭდავი ხიდი იხსნება ყოველ პარაკევს Grand Union Canal -ზე.
დასაკეცი ხიდი ბრიტანელი დიზაინერის თომას ჰისერვიკის (Thomas Heatherwick) შრომის პროდუქტია, რომელიც აშენდა 2004 წელს. დასაკეც ხიდს, რომელმაც მოიპოვა 2005 წლის ბრიტანეთის „Structural Steel“ ჯილდო, აქვს ჭეშმარიტად უნიკალური დიზაინი.
ნახეთ ვიდეო:
ნახეთ ვიდეო: