გართობაუცნაური

სოფელი, სადაც ადამიანები დნებიან

59005dbf03.images.new photo.mozaika.sxvadasxvaaxali.daavadeba braziliashi saxis kans adnobs

ბრაზილიაში ქალაქ არარასში მცხოვრებ ადამიანებს მზესთან ყოველდღიური ბრძოლა უწევთ.

ადგილობრივების დიდი ნაწილი ძალიან იშვიათი კანის გენეტიკური დაავადებით, პიგმენტური აშლილობით (xeroderma pigmentosum) იტანჯება. ამ დაავადების გამო ადამიანები ულტრაიისფერი სხივების მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან. ზოგჯერ, დაავადება კანის კიბოში გადადის. დაავადება იმდენად ვერაგია, რომ პაციენტებს გამოჯანმრთელების საშუალებას არ აძლევს. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ადგილობრივებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროს მზეში, მიწაზე მუშაობა წარმოადგენს.

“მზისგან ყოველთვის დაუცველი ვიყავი. მთელი დღე პლანტაციებში ვმუშაობდი. წლებთან ერთად ჩემი დაავადება უარესობისკენ წავიდა. დღეს, სოფლის მეურნეობაში ვეღარ ვერევი, მთავრობის პენსიის იმედად ვარ და ნაყინს ვყიდი”, – ამბობს პაციენტი ჯალმა ანტონიო იარდიმი.როგორც ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მას 50-ზე მეტი ოპერაცია დასჭირდა. დღეს მზეს ყველა ხერხით ემალება, ქუჩაშიც ქუდით დადის, მაგრამ ეს დაავადებას დიდად ვერ შველის. მამაკაცს ნიღაბიც კი უკეთია, რადგანაც დაავადებამ კანის ნაწილი მთლიანად შთანთქა. როგორც ექიმები ამბობენ, თემში 800 ადამიანიდან 20 ამ გენეტიკური დაავადებით იტანჯება. საშუალოდ, ყოველ 40 ადამიანში ერთს პიგმენტური აშლილობის დიაგნოზს უსვამენ.

b3cf310737fa896a3606f89d001e4979

2c5131a630cb1f67caaa49afba924bae

dea3116767aef2420f8cff8493b4588c

36d2ffed9c9199f36059b10963ac5623

e7eb10092b2169ad66b4f54f6377d7a5

a356c77ed4f63a0f19c0c6b5a264597d

წყარო: ambebi.ge

sali

me var salome

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button