საკითხავისასარგებლოუცნაური

ნაკლებადცნობილი ფაქტები თანამედროვე მონათმოვაჭრეობის შესახებ

ნაკლებადცნობილი ფაქტები თანამედროვე მონათმოვაჭრეობის შესახებ.

დაახლოებით მსხვერპლთა 75-80% გამოიყენება სექსუალურ ინდუსტრიაში.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სექსაულური მონობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელებაში.

დღეს მონობაში იმყოფება ადამიანების ყველაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე ოდესმე ისტორიაში.

სპეციალისტების შეფასებებით მსხვერპლთა 27 მილიონი არის ზრდასრული ადამიანი, ხოლო 13 მილიონი ბავშვი.

ადამიანებით ვაჭრობა ხდება არამხოლოდ სექსუალურ ინდუსტრიაში ან მძიმე სამუშოაებისთვის, არამედ მსხვერპლის ორგანოებსაც ჰყიდიან.

მონებით მოვაჭრეები ხშირად იძახიან ერთ სუდანურ ფრაზას: “გამოიყენე მონა, რომ დაიჭირო მონები”, ეს ფრაზა აღნიშნავს, რომ მოვაჭრეებს შეუძლიათ გაგზავნონ “გადამუშავებული გოგნები”, რომ მიიღონ უფრო ახალგაზრდა გოგონები სექსუალურ ინდუსტრიაში. მოვაჭრეები ხშირად თვითონვე “წრთვნიან” გოგონებს, ასწავლიან და სექსუალურად ძალადობენ.

ჩრდილოკორეელი ქალების 80%, რომლებიც გარბიან ჩინეთში 10-დან 9 ხდება მონებით ვაჭრობის მსხვერპლი, უმეტესწილად სექსუალურ ინდუსტრიაში. თუკი ქალები ჩივიან, მაშინ მათ კვლავ ჩრდილოეთ კორეაში აბრუნებენ, სადაც მათ კარვებში ანთავსებენ ან სჯიან.

სექსუალური მონების 30 000 მსხვერპლი ყოველწლიურად კვდება ძალადობისგან, დაავადებებისგან, წამებისგან და ა.შ. სექსუალური მონობისთვის გაყიდულთა 80% არის 24 წელზე ნაკლების, ხოლო ზოგმა ექვს წელს ძლივს მიაღწია.

ლუდვიგ ფაინბერგი, რომელიც ნასამართლევია მონებით ვაჭრობისთვის ამტკიცებდა: “თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ქალი 10 000 დოლარათ და დააბრუნოთ ფული ერთ კვირაში, თუ ის ახალგაზრდაა და ლამაზია. ამის შემდეგ თქვენ ღებულობთ სარგებელს”.

მონებით მოვაჭრეს შეუძლია გამოიმუშავოს გოგონათი 20-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე მისთვის გადაიხადა. თუ გოგონას ფიზიკურად ცუდათ არ ექცევიან და ძალადობენ იმ დონემდე, რომ ის არ კარგავს თავის სილამაზეს, მფლობელს შეუძლია გაყიდოს ის ძვირად, რადგან ის არის “გაწრთვნილი” და სულიერად არის გატეხილი, რაც მომდევნო მფლობელს ზედმეტ თავისტკივილს აცილებს. ჰოლანდიურმა კვლევებმა 2003 წელს აჩვენეს, რომ საშუალოდ ერთი სექსუალური მონა გამოიმუშავებს თავისი მფლობელისთვის წელწადში 250 000 დოლარს.

ხალხით ვაჭრობა ხშირად არის საიდუმლო კრიმინალი და რთულია ზუსტი სტატისტიკის განსაზღვრა, შეფასებები აჩვენებს, რომ მონებით ვაჭრობის 80%-ზე მეტი მსხვერპლი არიან ქალები. 50%-ზე მეტი კი არის არასრულწლოვანი.

ცივი ომის დასრულებამ გამოიწვია რეგიონალური კონფლიქტები და საზღვრების გახსნა. ბევრმა აჯანყებულმა დაჯგუფებამ მიმართა ადამიანებით ვაჭრობას, რათა დაფინანსებულიყო საომარი მოქმედებები და დაქირავებულიყო ჯარისკაცები.

ვაშინგტონ თაიმსის 2009 წლის სტატიის თანახმად თალიბანი ყიდულობს შვიდ წელს ზემოთ ბავშვებს, რომ გამოიყენონ კამიკაძეებათ. მათი ფასი შეადგენს 7 ათასი დოლარიდან 14 ათას დოლარამდე.

Unicef-ის შეფასებების თანახმად დღეს 300 ათასი 18 წელს ქვემოთ მყოფი ბავშვი იყიდება სამხედრო კონფლიქტებში გამოყენებისათვის.

მონებით მოვაჭრეები უფრო ხშირად ყიდიან ორსულ ქალებს მათი მომავალი შვილების გამო. ჩვილებს ყიდიან შავ ბაზარზე, ხოლო შემოსავალი ნაწილდება მონებით მოვაჭრეთა, ექიმთა და იურისტთა შორის. დედებს შეპირებულზე ნაკლებს უხდიან. ქალები ფულს ხარჯავენ გზაში და ყალბი დოკუმენტების შექმნისათვის. საბოლოო ჯამში დედა იღებს თავისი შვილისთვის მხოლოდ რამდენიმე ასეულ დოლარს.

ლედი გაგას კლიპი «Bad Romance» ეძღვნება ხალხით ვაჭრობას. ვიდეოში მომღერალს ყიდის რუსული აბანო სექსუალურ მონობაში.

გაყიდულ ბავშვთა 71%-ს მიდრეკილება აქვს თვითმკვლელობისაკენ.

სექსუალურის შემდეგ ყველაზე თანამედროვე მონობის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის იძულებითი მუშაობა. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური კრიზისი იწვევს მძიმე სამუშაოებისთვის გაყიდული ხალხის რიცხვის ზრდას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხით ვაჭრობის ყველაზე დიდი ნაწილი ხდება ნიუ-იორკში, კალიფორნიაში და ფლორიდაში.

Unicef-ის მონაცემების თანახმად ბოლო 30 წელწადში სექსუალური მონობისთვის გაყიდული იქნა 30 მილიონზე მეტი ბავშვი.

ადამიანებით ვაჭრობის ყველაზე დიდი წყაროები არიან შემდეგი ქვეყნები: ბელორუსია, მოლდოვეთი, რუსეთი, უკრაინა, ალბანეთი, ბულგარეთი, ლიტვა, რუმინეთი, ჩინეთი, ტაილანდი და ნიგერია.

მონების მიღებაში ლიდირობენ შემდეგი ქვეყნები: ბელგია, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, იაპონია, ჰოლანდია, ტაილანდი, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

თეგები
Close
Close