საკითხავისასარგებლოსურათები

სუფრის ეტიკეტის თავისებურებანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

image

სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტში შეიძლება ვიპოვოთ ისეთი წესები, რომელთა უგულებელყოფა, სულ ცოტა, თანამესუფრეების უკმაყოფილო ირიბ გამოხედვას გამოიწვევდა. უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, გთავაზობთ გავერკვეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტის თავისებურებებში.

იაპონიაში არ ღირს საჭმელი გადასცეთ ერთმანეთს ჩხირებით, ვინაიდან ისინი გამოიყენება კრემაციული დაკრძალვების დროს ძვლების გადასაწოდებლად და ჩხირებით საჭმლის გადაცემა სუფრის წევრების უპატივცემულობას ნიშნავს.

 

image

კორეაში არ დაიწყოთ ჭამა მანამ, სანამ სუფრის უხუცესი წევრი არ დაიწყებს თავის ტრაპეზს.

 

image

ჩილეში არაფერი არ ჭამოთ ხელით, პიცაც კი.

 

image

ჩინეთში არ ღირს ჭამის დროს ჩხირები თანამესუფრისაკენ გაიშვიროთ.

 

image

იტალიაში არ მოითხოვოთ სუფრაზე ყველის დამატება, ამით შეიძლება შეფ-მზარეული გაანაწყენოთ.

 

image

ტანზანიაში თუ მოხვდებით, გირჩევთ სადილზე 20 წუთით მაინც დააგვიანოთ. თუ თავის დროზე მიხვალთ, ამით მასპინძელს გაანაწყენებთ.

 

image

რუსეთში არყის ცარიელი ბოთლები უნდა იდგას იატაკზე. მათი უკან მაგიდაზე დადება ცუდ ტონად ითვლება.

 

image

დიდ ბრიტანეთში სუპის მირთმევის დროს თეფში თქვენგან პირიქით უნდა გადახაროთ.

 

image

ჩინეთში არასოდეს არ დაანაწევროთ მაკარონი მირთმევის დროს. გრძელი მაკარონი დღეგრძელობას ნიშნავს, ხოლო მისი შუაზე გაწყვეტა სიცოცხლის შემოკლებას.

 

image

ინდონეზიაში საკვების მიღების დროს ხელები სულ მაგიდაზე უნდა გეწყოთ.

 

image

იტალიაში პირველი მიპატიჟების დროს უარი თქვით სადილზე და მხოლოდ მეორედ მიპატიჟებაზე დათანხმდით.

 

image

იამაიკაში მიღებულია, რომ თუ ბავშვი მანამ გასინჯავს ქათმის ხორცს, სანამ ლაპარაკს დაიწყებს, მაშინ ის ვერასოდეს ვერ ისწავლის ლაპარაკს. ასე რომ, თუ ამ ქვეყანაში მოხვდებით, უცნაურად არ მოგეჩვენოთ თქვენი მასპინძლის საქციელი.

 

image

ნიგერიაში მიჩნეულია, რომ ბავშვები, რომლებიც კვერცხს ჭამენ, აუცილებლად ქურდები იქნებიან, ასე რომ, იყავით თავშეკავებულნი, როცა აქ ბავშვს საჭმელს შესთავაზებთ.

 

image

საფრანგეთში თუ სუფრაზე მოხვდებით, ეცადეთ ნელა ჭამოთ, სწრაფად ჭამა აქ უზრდელობად ითვლება.

 

image

 

იაპონიაში არასოდეს არ დატოვოთ ჩხირები თეფშზე ვერტიკალურად- ეს რესტორნის პატრონის შეურაცხყოფაა.

 

image

ინდოეთში, ავღანეთში და თითქმის მთელ მუსულმანურ სამყაროში მიღებულია საჭმლის ჭამა მარჯვენა ხელით, რადგან მარცხენა ხელი აქ უწმინდურად ითვლება.

 

image

საფრანგეთში არ დატოვოთ საჭმელი თეფშზე და არ მოითხოვოთ კონტეინერი ნარჩენებისათვის-ეს აქ უზრდელობად ითვლება.

 

image

გერმანიაში ერთადერთი საკვები, რომელიც ხელით შეგიძლიათ აიღოთ-პურია.

 

image

ყაზახეთში თქვენ მოგიტანენ ნახევარ ფინჯან ჩაის, არ მოითხოვოთ მისი გავსება, რადგან ეს ნიშნავს, რომ მასპინძელს თქვენი წასვლა სურს.

 

image

აზერბაიჯანში ეცადეთ სუფრაზე არ დაგებნეთ მარილი, რადგან ეს ჩხუბს ნიშნავს. თუ მაინც მოხდა ეს არასასიამოვნო ფაქტი, მარილს ზემოდან ცოტაოდენი შაქარი დააყარეთ.

 

image

ეგვიპტეში ხელში არ აიღოთ სამარილე-ეს მზარეულის შეუარაცხყოფაა. (მარილი თუ მოგვინდა?)

 

image

ესტონეთში ძირს შემთხვევით დავარდნილ პურის ნატეხს ეამბორეთ და მხოლოდ მერე გადადეთ გვერდზე.

 

image

სამხრეთ კორეაში, როცა რაიმე სასმელს სვამთ, თავი გვერდზე მიაბრუნეთ და ისე დალიეთ.

 

image

წყარო:  intermedia.ge

sali

me var salome

მსგავსი ამბები

Close
Close