გასართობისაკითხავისასარგებლო

კლოდ მონე

http://s006.radikal.ru/i214/1405/95/5566000d828e.jpg

იმპრესიონიზმნი ის ეპოქაა, რომელმაც მხოლოდ 15 წელი იარსება, მაგრამ სამუდამოდ დაამახსოვრა თავი კაცობრიობას. ეტიმოლოგიურად სიტყვა ფრანგული „იმპრესიოდან“ მომდინარეობს, რაც შთაბეჭდილებას ნიშნავს. აქედან გამომდინარეც, სულ რომ არ გვქონდეს ამ სტილით შესრულებული ნატახები ნანახი, შეგვეძლებოდა დაგვესკვნა, რომ იმპრესიონისტები არ ხატავენ განცდებს, ადამიანურ საწყისებსა თუ დანიშნულების ადგილებს, ღმერთთან ურთიერთობის ამსახველ სიუჟეტებს, ანტიკურ თუ რელიგიურ ფიგურებს, მათთვის უცნობია ცნებები: „მივხვდი“, „შევიცანი“, „გავიაზრე“, მხატვრებისთვის მთავარი მხოლოდ ბუნების ჰარმონიისა და ადამიანების აღწერა გახდა. ალბათ არც ის არის ალოგიკური, რომ რეალიზმის შემდეგი ეტაპია იმპრესიონიზმი, რადგან ხელოვნების ეს დარგიც ყოფით საკითხებსა და ცხოვრებისეულ ელემეტებს აღწერს (ნატახების მთელი სერიები აღწერს აბაზანიდან ახლადგამოსულ ქალს, რომელიც ტანის სხვადასხვა ნაწილს იმშრალებს), რეალიზმსა და იმპრესიონიზმს შორის მაკავშირებელი ჯაჭვი, ჩემი აზრით, სრულებით ლოგიკურია. იმპრესიონიზმი ერთი მხრივ ყველანაირი ფილოსოფიური აზრისგან დაცვილი, მეორე მხრივ კი პერიოდია, რომელიც დამკვირვებელში, ნაზი ფერებისა და მხოლოდ დადებითი ემოციების განცდას იწვევს.

http://s020.radikal.ru/i714/1405/4c/ec88b3f6a78c.jpg

სწორედ კლოდ მონეს ამ სურათის გამო ეწოდა იმპრესიონიზმს ეს სახელი. ნახატის ფრანგული სახელწოდებაა Impression, soleil levant, რაც ქართულში შეიძლება ითარგმნის, როგორც „შთაბეჭდილება, მზის ჩასვლა“.

კლოდ მონე მეოცა საუკუნის ფრანგი მხატვარი გახლდათ, რომელიც იმპრესიონიზმის ფუძემდებლად ითვლება. მართლაც მონემ, მანესთან, რენუართან და პისაროსთან ერთად შექმნა მხატვრობაში სრულიას ახალი მიმდინარეობა -იმპრესიონიზმი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მონეს პირველად ასე ხატვის იდეა ინგლისში მოგზაურობისას ჩაენერგა, მაშინ, როცა ნახა, თუ როგორ ხატავდნენ ქუჩის მხატვრები ბუნების წიაღში.

კლოს მონეს თითქოს გაუმართლა, რომ რომანტიკოსები მისი წინამორბედი თაობის შვილები იყვნენ, რადგან ფერების ერთმანეთზე გადადების პრაქტიკა სწორედ მათ დანერგეს და დაუტოვეს კიდეც მემკვიდრეობის სახით შთამომავლობას.სწავლობდა რა მათ შემოქმედებას საფუძვლიანად, ფრანგი მხატვარიც იყენებდა აივაზოვსკის, დელაკრუას, კონსტებლის, ტერნერის და სხვა რომანტიკოსების გამოცდილებას. მონე რენესანსის მხატვრებსაც ბაძავდა და იმპრესონიზმს აღორძინების ხანის რეპროდუქციად მიიჩნევდა. ამასთან მხატვარი სამხედრო გაწვევით ალჟირშიც იმყოფებოდა, იქ ნანახმა აფრიკულმა, მისთვის ეგზოტიკურმა ფერებმა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მონეზე, ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ძალიან დაეხმარე შუქ-ჩრდილების დახვეწაში, ახალი ფერების მიღებასა და კონტრასტების შექმნაში.

http://i052.radikal.ru/1405/75/af0fd838b466.jpg

ალბათ თავადაც შეამჩნევთ, რომ მონეს ამ ნახატს არავითარი ქვეტექსტი არ გასდევს ლაიტმოტივად და არც ღრმა ფილოსოფიური აზრით არის გამორჩეული. იგი უბრალოდ აღწერს ჩვენ გარეშო არსებულ ბუნების სილამაზეს, ნათელი ფერები კი თითქოს კიდევ უფრო ალამაზებს რეალობას.

იმპრესიონისტები იყენებდნენ სპეციფიკურ სტილს, რაც ფუნჯის მოკლე-მოკლე მონასმებით ტახვას გულისხმობს. ასე ხატვა ფიგურებს არამკვეთრად და ბუნდოვნად გამოხატავს, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენების დროს არ ხდება საღებავების ერთმანეთში არევა. მაშინ, როცა მხატვარს სურს სრულად გამოკვეთოს სილუეტი უწევს ფუნჯით არამკვეთრი და ნელი მოხაზულობები აკეთოს, ამ დროს კი ხდება საღებავების ერთმანეთში გადასვლა, არევა, რამაც შეიძლება ფერს სიხასხასე დააკარგვინოს. მკვეთრი ფერი კი მთავარი მახასიათებელია იმპრესიონიზმისთვის და, რა თქმა უნდა, მონეც ამ ხერხს იყენებს. აღსანიშნავია, რომ იმრესიონიზმის ჩამოყალიბების შემდეგ შეიქმნა უფრო უხეში, ღორის ჯაგრის წვერიანი, ფუნჯი და ქარხნული წარმოების კომპაქტური საღებავები, რათა მხატვრებისთვის მათი ტარება უფრო მოსახერხებელი გამხდარიყო.

http://i023.radikal.ru/1405/20/8a00c93cc0f6.jpg

ამ ნახატითაც (ფიგურების არაზუსტი მოხაზულობით) შეგვიძლია მივხვდეთ, თუ ხატვის როგორ სტილს იყენებდა მონე. არა მხოლოდ ადამიანებს არ აქვთ ზუსტი კონტურები, არამედ სხვა ფიგურებიც კი მეტ-ნაკლებად ბუნდოვანია. კლოდ მონე, ზოგადად ადამიანებს ნაკლები სიხშირით ხატავდა, მაგრამ ეს ნახატი იმით გამოირჩევა, რომ მასზე რამდენიმე პიროვნებაა გამოსახული

იმპრესიონისტებს ახასიათებდათ ერთ თემაზე სერიების მიძღვნა და ამ მხრის გამონაკლისი არც კლოდ მონეა. საყოველთადო ცნობილია, რომ ფრანგ მხატვარს ძალიან უყვარდა დუმფარებიანი ტბების ხატვა, ამ თემას ნამუშევრების მთელი ციკლიც კი მიუძღვნა. დუმფარებიანი ტბები გამოხატავს ლივლივს, სიმშვიდეს, ბუნების, როგორც მარტო, უადამიანოდ, მყოფი მოცემულობის ჰარმონიას. მხატვარს იმდენად ბევრი მსგავსი სიუჟეტი აქვს აღწერილი, რომ შეიძლება მის შემოქმედებაში ცალკეულ ჟანრადაც კი მივიჩნიოთ მისი დუმფარებიანი ტბები ან ზამთრის პეიზაჟები.

http://s020.radikal.ru/i717/1405/54/a73ec42665ea.jpg

http://s019.radikal.ru/i601/1405/62/ac83174ad9f3.jpg

http://s018.radikal.ru/i515/1405/2b/efda62727215.jpg

http://s020.radikal.ru/i717/1405/dc/de9b81992098.jpg

ამ ნახატზე მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესრულებულია ის მისია, რის შესრულებისკენაც მიისწრაფვოდა მონე ყველაზე მეტად. ნამუშევარში გამოყენებულია შთამბეჭდავი ფერთა გამა და ოსტატურადაა შესრულებული შუქ-ჩრდილები. მონეს სიყვარული ბუნების მიმართ ამ ნახატშიც იგრძნობა, შეუძებელია მხატვარს არ ჰყვარებოდა ბუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერასდროს მოახერხებდა მსგავსი ოსტატობით გადმოეცა ბუნების სილამაზე.

http://s52.radikal.ru/i137/1405/2b/7e55f453ffb9.jpg

მონემ, მსგავსად ხვა იმპრესიონისტებისა, უარი თქვა რა მკაცრ მწვანე, ნაცრისფერ და რუხი ფერების გამოყენებაზე, უარყო პეიზაჟების ტრადიციული სტილით აღწერა. იგი უფრო მზიან, ნათელ, ბრჭყვიალა, ზოგჯერ ჭრელ ფერებს იყენებდა. ამ მეთოდის გამოყენებით იმპრესიონისტები ახერხებენ დახატონ წყლიანი ვაზა, გამჭირვალე ფარდა, წყალზე მოელვარე მზის სხივები, საპნის ბუშტები (ედუარ მანე-„ბიჭი საპნის ბუშტით“) თუ სხვა მკრთალი საგნები.

„მონემ, მეცნიერული სიზუსტით, მოგვცა განუმეორებელი და გამორჩეული განვლილი დროის ჩანაწერი, რაც სინათლის იდენტური ფორმების მოძრაობაში ჩანს“
ელენ გარდენი, „ხელოვნება საუკუნეების მიღმა“ გვ 669.
(“Monet, with a scientific precision, has given us an unparalleled and unexcelled record of the passing of time as seen in the movement of light over identical forms.” Helen Gardner, Art through the Ages, p. 669)

მონეს სხვა ნამუშევრები

http://i062.radikal.ru/1405/dd/1197695a4621.jpg

http://s005.radikal.ru/i210/1405/5d/2103f517ad09.jpg

http://s003.radikal.ru/i204/1405/b0/4fe7c844d35a.jpg

http://s006.radikal.ru/i214/1405/95/5566000d828e.jpg

http://i016.radikal.ru/1405/db/f781ebe16f34.jpg

http://s020.radikal.ru/i711/1405/e4/52ae913c57c7.jpg

http://i031.radikal.ru/1405/09/2fb8204f0c50.jpg

http://s57.radikal.ru/i158/1405/a3/d25479687057.jpg

http://s019.radikal.ru/i635/1405/d6/da5b92df1f55.jpg

http://s015.radikal.ru/i332/1405/88/fc5181ea1c2c.jpg

მსგავსი ამბები

Close
Close