არქივი

საინტერესო ფაქტები ნორვეგიის შესახებ

4c9df643e24a
საინტერესო ფაქტები ნორვეგიის შესახებ.

ნორვეგია – ჩრდილოევროპული ქვეყანაა, მისი მმართველობის ფორმა არის კონსტიტუციური მონარქია.

მცრედ დასახლებული ქვეყანა ნორვეგია გაყოფილია გორაკების ჯაჭვებად და სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 21 000 კილომეტრს, დასავლეთიდან ნორვეგია ესაზღვრება ატლანტის ოკეანეს.

ნორვეგიის ყველაზე მაღალი ბორცვი არის გალდჰოპიგენი, რომლის სიმაღლეც არის 2496 მეტრი, ყველაზე დიდი ტბა არის მიოსა, აქ ასევე მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე დიდი მყინვარი – იოსტედალსბრინი.

ვიკინგები ფლობდნენ ნავების, ხომალდების და ცივი იარაღის შექმნის ხელოვნებას, ისინი მიემგზავრებოდნენ საზღვაო მოგზაურობებში სიმდიდრის და ახალი მიწების საძებნელად. ესენი სწორედ ის ცნობილი ვიკინგები არიან, რომლებიც ერთ დროს ევროპას შიშის ზარს სცემდნენ, შემდეგ დროთა განმავლობაში სკანდინავია ევროპის შემადგენელი ნაწილი გახდა.

1349 წელს მთელ ევროპაში გავრცელდა ჭირი, ცნობილი სახელწოდებით “შავი ჭირი”. მან გაანადგურა ნორვეგიის მოსახელობის დაახლოებით 40-50 პროცენტი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ეკენომიკური და სოციალური ვარდნა.

სიტყვა ნორვეგია ნიშნავს “გზა ჩრდილოეთისკენ”.

გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით, ნორვეგიის კლიმატი საკმაოდ რბილია, ხოლო ზაფხული – თბილია.

ნორვეგიაში ყველაზე ცივი თვე არის მარტი. მარტში მოდის თოვლი, იწყება ყინვები და თოვლჭყაპია მუდმივად. სამაგიეროდ დეკემბერში შესაძლოა შეგხვდეთ ვარდები.

“ყველანი ნორვეგიისთვის” – დევიზია ნორვეგიის მეფის გერბზე.

ნორვეგიაში ძროხებს ქორწილში ასმევენ ლუდს. იქ სასიამოვნოა, რომ ქორწილში ყველა იყოს ნასვამი და ყველა ღმუოდეს რაღაცას ახლად დაქორწინებულების საპატივცემულოდ, ძროხები გამონაკლისები არ არიან.

მთელ მსოფლიოში ნავთობს ზომავენ გალონებში, ბარელებში, კუბომეტრებში, ტონებში და ასევე ბრიტანულ სითბურ ერთეულებშიც, ხოლო ნორვეგიაში და კანადაში ნედლ ნავთობი მოდის კუბომეტრებში, ხოლო კონდენსატი კი ტონებში.

მთელი ნორვეგიის მოსახლეობა შეადგენს მოსკოვის მეოთხედს.

გასაოცარია, მაგრამ ნორვეგია არის სირაქლემების უმსხვილესი ექსპორტიორი.

სტავანგარიდან ტრონჰეიმში გადაფრენისთვის საჭიროა 1,5 საათი, მაგრამ ფრენა შეიძლება გაგრძელდეს 5 საათი, რადგან ხშირია მგზავრების გზაში ჩამოსმისთვის დაფრენები.

ნორვეგია არაკრიმინალური ქვეყანაა. მოსახლეობის უმეტესობა აქ კანონს იცავს, კრიმინალი თითქმის საერთოდ არაა. ნორვეგიაში არის ძალიან ცოტა ქურდობა, ხოლო თვალყურის სადევნებელი კამერები დაყენებულია მხოლოდ რამდენიმე სუპერმარკეტში. ადამიანის მკვლელობა და ყაჩაღობა განიხილება ტელევიზორებში მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში.

ნორვეგიის მოსახლეობის უმეტესობას ჩართული აქვს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. ამის მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში ამინდი არასტაბილურია და ნორვეგიის მოსახლეობის უმეტესობა დროის უდიდეს ნაწილს ატარებს ინტერნეტში.

სხვა ქვეყნის მონახულებისას ნორვეგიელები თავს გრძნობენ ოლიგარქებად. საქმე იმაშია, რომ ნორვეგიელების ყოველთვიური შემოსავალი 5 ათასი ევროდან 7 ათას ევრომდეა და ეს მათ საშუალებას აძლევს სხვა ქვეყანაში ყოფნის დროს თავს მისცენ იმის უფლება რაც მათ მოესურვებათ.

მაგარ ალკოჰოლს ნორვეგიაში მკაცრად აკონტროლებენ და მისი ყიდვის შემთხვევაში შეიძლება გაგიჩნდეთ პრობლემები. არაყის ყიდვა ნორვეგიაში შეგიძლიათ სპეციალურ მაღაზიაში – Vinmonopolet-ში, რომლებიც მკაცრად მუშაობენ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 7 საათამდე. შეგიძლიათ იყიდოთ მაგარი სასმელი დაწესებულებებში. ერთი ბოთლი არაყი Vinmonopolet-ის მაღაზიაში ღირს დაახლოებით 100 ევრო. ერთი სიტყვით სმა კარგი არაა.

ნორვეგიელები ცხოვრობენ ზომიერი ცხოვრებით და არსად არ ეჩქარებათ. სამუშაოს იწყებენ 10 საათზე და ამთავრებენ 16 საათზე. გამოსასვლელ დღეებში მუშაობენ მხოლოდ რესტორნები და სუპერმარკეტები.

ფერმების წინ შეიძლება შეამჩნიოთ მაგიდა ბოსტნეულით, ხილი, პაკეტები, ჭიქები ფულისთვის, ფასები, მაგრამ არა გამყიდველები. ნორვეგიაში ყველაფერი ნდობაზეა დაფუძნებული.

ნორვეგიის ბანკში შეიძლება აიღოთ უზარმაზარი, წელწადში 3-4 პროცენტიანი კრედიტი. აქ ყველაფერია გაკეთებული იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი სიცოცხლის მომდევნო 10 წელი დაგეგმოს და ყველაფერი ახდება.

თუ თქვენ ნორვეგიაში საცხოვრებლად აპირებთ გადასვლას, მაშინ ენის სწავლა საკმაოდ გაგიჭირდებათ, რადგან მასში არის ბევრი სხვადასხვა ფესვის მქონე სიტყვა. დიდი სურვილის შემთხვევაში რამდენიმე წელში ისწავლით სრულიად რეალურათ.

ნორვეგიელებს ძალიან უყვართ მოწევა, მაგრამ მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეებრძოლოს და ფასს უწევს თამბაქოს. მოსახლეობის უმეტესობა უბრალო თამბაქოს ყიდულობს.

ნორვეგილებს აქვთ თავიანთი უცნაური ტრადიციები. მაგალითად როდესაც სახლის პატრონი სახლში არის ეროვნული დროშა ჰაერში ფრიალებს, ხოლო თუკი სადმეა წასული, მაშინ დროშა ჩამოხსნილია.

ნორვეგიის მოსახლეობა ერთმანეთს პატივს სცემს და ენდობა. სახლების უმეტესობა აქ არ იკეტება, რადგან საკმაოდ უსაფრთხოა. გამონაკლისები არიან დიდი ქალაქების სახლები.

ნორვეგიელების პირადი ცხოვრების შესახებ ცოტას თუ შეიტყობთ ხოლმე. აქ საერთოდ არაა მიღებული ვინმეს პირადი ცხოვრების განხილვა და გაჭორვა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button