გასართობიკრეატივისაკითხავი

იცით თუ არა, რომ..ანუ საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ

image

თავდაპირველად ჰარისა და ლოიდის როლებზე ფილმში “სულელი და კიდევ უფრო სულელი” მიწვეული იყვნენ ნიკოლას ქეიჯი და ჰარი ოლდმანი.

 

image

1995 წელს ასეთი შემთხვევა მოხდა: ერთმა ვაი-მძარცველმა მანამ, სანამ ბანკის დასაყაჩაღებლად შევიდოდა, სახეზე ლიმონის წვენი წაისვა. ის დარწმუნებული იყო, რომ რახან ლიმონის წვენი აუფერულებს მელნის კვალს ქაღალდზე, ამიტომ წვენი მის სახეს კამერებისათვის უჩინარს გახდიდა.

image

ის ცხოველებიც კი, რომლებიც ბალახისმჭამელებადაა მიჩნეული, ხანდახან ხორცს მიირთმევენ. ასე მაგალითად, ძროხები ჭამენ თაგვებს, ირმები-ბაჭიებს და ჩიტებს .

 

image

ამერიკელმა სამხედროებმა ოკეანეში 26 სხვადასხვა ადგილას ჩუმად ჩაყარეს 29 000 ტონა ნერვოპარალიზებური მოქმედების მომწამვლელი ნივთიერება იპრიტი. ეს შენელებული მოქმედების ბომბები ადრე თუ გვიან ამოქმედდება.

 

image

1967 წელს რუმინეთის მმართველმა ჩაუშესკუმ აკრძალა აბორტები და კონტრაცეფცია, რის შედეგადაც ქვეყანაში დაიწყო ეგრეთწოდებული “Baby Boom
“-ი. საბოლოოდ სწორედ ამ პერიოდში დაბადებულმა ადამიანებმა მოუწყვეს ჩაუშესკუს 1989 წელს რევოლუცია, ჩამოართვეს მას ხელისუფლება და სიკვდილით დასაჯეს.

 

image

კენიელი ფერმერები იყენებენ სპილოების განსაკუთრებულ შიშს ფუტკრების მიმართ და აგებენ ეგრეთწოდებულ “ფუტკრის ღობეებს”, რათა ნათესები დაიცვან სპილობის გადათქერვისაგან.

 

image

მას შემდეგ, რაც 1986 წელს ლიბანში მოკლეს ერთ-ერთი საბჭოთა მძევალი, КГБ-ს აგენტებმა ტერორისტების მეთაურის ხიზბოლას ძმისშვილი დაასაჭურისეს და მოკვეთილი ორგანოები გამტაცებლებს გაუგზავნეს, თან გააყოლეს საბჭოთა სპეცსამსახურებისათვის ცნობილი ხიზბოლას სხვა ნათესავების გრძელი სია. ტერორისტებმა დანარჩენი მძევლები დაუყონებლივ გაათავისუფლეს.

 

image

თავდაპირველად მეხანძრეებს ხელფასს არ უხდიდნენ. სამაგიეროდ, მათ უფლება ჰქონდათ ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოტანილი ნივთები მიეთვისებინათ. მეხანძრებს შეეძლოთ ეს ნივთები გაეყიდათ ან თავისთვის დაეტოვებინათ.

 

image

დელფინებს და ვეშაპებს ძალიან მოსწონთ ერთად თამაში:დელფინი წვება ვეშაპის თავზე, ვეშაპი ცხვირს ზევით სწევს და წარმოიქმნება სასრიალოს მაგვარი დაღმართი. დელფინი ვეშაპის ზურგიდან ისე ჩამოსრიალდება წყალში, როგორც პატარა ბავშვი აკვაპარკში თამაშის დროს.

 

image

სამხრეთ აფრიკელი ალისონ ბოტა სიკვდილს გადაურჩა მას შემდეგ, რაც ბანდიტებმა ის გააუპატიურეს, გაუფატრეს მუცელი (ისე, რომ ნაწლავები გარეთ იყო გადმოყრილი), და რამდენიმე ადგილას გამოჭრეს ყელი.

 

image

როცა “ტიტანიკმა” ჩაძირვა დაიწყო, ვიღაცამ კარი გაუღო გალიაში დამწყვდეულ ძაღლებს და დაქანებულ გემბანზე სიურეალისტური სურათი წარმოიშვა: გაავებული ძაღლები ზევით-ქვევით დარბოდნენ გადახრილ გემბანზე.

 

image

ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების ცივილიზაციაზე უფრი დიდი ხნისააა. ის დაარსდა 1249 წელს, ხოლო აცტეკების ქალაქი-სახელმწიფო ტენოჩტიტლანი-1325 წელს.

 

image

ამერიკის ჯორჯიის შტატის ერთ-ერთმა დაკრძალავმა ბიურომ კლიენტებს მიცვალებულის დაკრძალვის ასეთი ალტერნატიული ხერხი შესთავაზა: გვამს წვავენ, ფერფლს ურევენ ცემენტში და ყრიან ოკეანის ფსკერზე, რის შედეგადაც წარმოიშობა ხელოვნური რიფი.

 

image

ზოგიერთ ცხელ ქვეყანაში იზრდება ხილის ხე, რომლის ნაყოფი აბსოლუტურად შავი ფერისაა. მისი გემო წააგავს შოკოლადის პუდინგის გემოს, რბილობი საერთოდ არ შეიცავს ცხიმს, ხოლო ვიტამინი ცე მასში ოთხჯერ მეტია, ვიდრე ფორთოხალში.

 

image

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Close
Close