არქივი

საინტერესო ფაქტები პირველი მსოფლიო ომის შესახებ

041c3a200643
საინტერესო ფაქტები პირველი მსოფლიო ომის შესახებ.

გერმანელებმა პირველებმა გამოიყენეს შეიარაღებაში ცეცხლსატყორცნები პირველ მსოფლიო ომში. მათ ცეცხლსატყორცნებს შეეძლოთ ცეცხლის ფრქვევა 40მ-ის რადიუსში.

30 ქვეყნიდან 65 მილიონი მამაკაცი იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. დაახლოებით 10 მილიონი დაიღუპა. მოკავშირეებმა დაკარგეს დაახლოებით 6 მილიონი ჯარისკაცი, ხოლო სამთა კავშირმა დაკარგა დაახლოებით 4 მილიონი კარისკაცი.

პირველ მსოფლიო ომში იყო 35 მილიონზე მეტი დაზარალებული ჯარისკაცი და მოქალაქე. 15 მილიონზე მეტი დაიღუპა, ხოლო 20 მილიონი კი დაიჭრა.

2/3 სიკვდილი მოხდა ბრძოლებში.

პირველ მსოფლიო ომში ესპანური გრიპისგან დაიღუპა დაახლოებით 1/3 სამხედრო.

რუსეთის შეიარაღებული ძალები პირველ მსოფლიო ომში ითვლიდა 12 მილიონ ჯარისკაცს. ამგვარად ეს იყო ომში მონაწილე ყველაზე დიდი არმია. მათგან 3/4 დაიღუპა, დაიჭრა ან დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

1914 წელს გერმანელმა ჯარისკაცებმა მოკლეს 150 მოქალაქე არშოთში. ეს მკვლელობები იყო ცნობილი სტრატეგიის – Schrecklichkeit-ის შემადგენელი ნაწილი. მისი მიზანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების დაშინება, რომ მათ აჯანყება არ მოეწყოთ.

პირველი მსოფლიო ომში ბრიტანული ტანკები თავდაპირველად იყვნენ დაყოფილები “მდედრებად” და “მამრებად”. “მდედრები” აღჭურვილნი იყვნენ ქვემეხებით, ხოლო “მამრები” მძიმე ტყვიამფრქვევებით.

“პატარა ვილი” იყო ტანკის პირველი პროტოტიპი პირველ მსოფლიო ომში. ის შეიქმნა 1915 წელს, იტევდა სამ კაციან ჯგუფს და გადაადგილდებოდა 4,8კმ/სთ-ში სიჩქარით.

საარტილერიო სროლები და ნაღმები ქმნიდნენ წარმოუდგენელ ხმაურს. 1917 წელს მესინის ბრძოლაში გერმანული ფრონტის ხაწის წინ აფეთქდა ჭურვები, ხოლო მათი ხმა ისმოდა ლონდონში 220 კმ-ით შორს.

მშვიდობის ბასეინი – ეს არის 40 ფუტის სიღრმის ტბა, რომელიც მდებარეობს მესინასთან ბელგიაში. ის წარმოიქმნა 1917 წელს ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ 45 ტონიანი ასაფეთქებელის აფეთქების შედეგად.

პირველად ტანკები გამოიყენეს ფლერ-კურსელეტთან ბრძოლაში.

თავდაპირველად ტანკებს ეძახდნენ “სახმელეთო ხომალდებს”, მაგრამ ისინი, რომ გამოეყენებინათ, როგორც წყლის ცისტერნებად და არა იარაღად, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს მიენიჭებინათ კოდური სახელი “ტანკები”.

ყველაზე წარმატებული მფრინავი გამანადგურებელით იყო რითსმეისტერ ფონ რიჰტჰოფენი. მას ჩამოაგდო 80 თვითმფრინავი, ყველაზე მეტი ვიდრე სხვა ნებისმიერმა პილოტმა ამ ომში. ის დაიღუპა ამიენის ქვემოთ როდესაც ესროლეს. მოკავშირეების ყველაზე წარმატებული მფრინავი იყო ფრანგი რენე ფონკი, მან ჩამოაგდო მტრის 75 თვითმფრინავი.

მარგარიტა ზელე, ცნობილი როგორც მატა ჰარი, იყო ეგზოტიკური ცეკვების ჰოლანდიელი შემსრულებელი. ზელე დაადანაშაულეს ორმაგ შპიონაჟში და 1917 წელს დასაჯეს ფრანგებმა. ის მუდამ იძახოდა, რომ არ იყო ჯაშუში.

სიკვდილამდე ცოტახნით ადრე ფრანგმა მეორე ლეიტენანტმა – ალფრედ ჟუბერმა თავის დღიურში ჩაწერა: “კაცობრიობა გაგიჟდა! უნდა იყო გიჟი, რომ ის გააკეთო რაც ხდება. რა ჟლეტაა… საშინელებების და სასაკლაოს რა სცენებია! მე სიტყვების პოვნა არ შემიძლია, რომ გადმოვცე ჩემი შთაბეჭდილებები. ჯოჯოხეთიც არ შეიძლება იყოს ასეთი საშინელი! ხალხი გაგიჟდა!”.

ზოგიერთი ამერიკელი აპროტესტებდა აშშ-ს თავდაპირველად ომში არ ჩართვას, ამიტომაც ისინი გახდნენ ფრანგული უცხოური ლეგიონის, ბრიტანული და კანადური არმიების წევრები. ამერიკელი პილოტების ნაწილომა დაარსა ესკადრილია “ლაფაიეტი”, რომელიც გახდა ფრანგული საჰაერო-სამხედრო ძალების და დასავლური ფრონტის ერთ-ერთი უძლიერესი დანაყოფი.

აშშ-ს პირველი მსოფლიო ომი დაუჯდა 30 მილიარდ დოლარათ.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არსებობა შეწყვიტა ოთხმა იმპერიამ: ოსმალეთის, ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის და რუსეთის იმპერიებმა.

პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა 1914-1918 წლებში, ბრძოლები ხდებოდა ყველა ოკეანეში და თითქმის ყველა კონტინეტზე. ყველაზე მეტი ბრძოლა მოხდა ევროპაში.

ტერორისტულ ჯგუფს სარაევოდან, რომლებმაც მოკლეს ფრანც ფერდინანდი ეწოდებოდა შავი ხელი.

აშშ ომში ჩაება ბოლო წელს, როდესაც ომი პრაქტიკულად ომი დასრულებული იყო.

ვუდრო ვილსონის წინასაარჩევნო კამპანიის ლოზუნგი შემდეგნაირი იყო: “ის გვაშორებს ჩვენ ომს”. პრეზიდენტის კაბინეტის დაკავებიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ აშშ ომში ჩაება.

პირველი მსოფლიო ომი – სიკვილიანობის მიხედვით არის მეექვსე ადგილზე მსოფლიო ისტორიის კონფლიქტების სიაში.

პირველი მსოფლიო ომი გახდა რუსეთის ტრანსფორმაციის კატალიზატორი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირად ქცევაში. ეს გახდა მსოფლიოში პირველი კომუნისტური სახელმწიფოს შექმნა და მსოფლიო ისტორიაში ახალი ფურცლის დაწყება. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ სსრკ-ს გამოჩენა იყო პირველი მსოფლიო ომის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი გახდნენ დამოუკიდებელი ქვეყნები.

ომმა დაამახინჯა და ინვალიდათ დატოვა ათასობით ჯარისკაცი. სახის დაზიანებების გასასწორებლად ექიმები უხმობდნენ ქირურგებს, ხოლო ყველაზე საშინელი დაზიანებების დასაფარად გამოიყენებოდა ნიღბები. ზოგიერთი ჯარისკაცი კერძო საავადმყოფიში დარჩა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში.

მსგავსი ამბები

Back to top button