გასართობირეკორდებისურათები

ცათამბრჯენი Jin Mao Tower

ცათამბრჯენი Jin Mao Tower დღესდღეისობით შანხაის ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენს. სახელწოდება ითარგმნება, როგორც “ოქროს კეთილდღეობა”. მდებარეობს შანხაის რაიონში “პუდუნი”, მეტროს სადგურთან ახლოს.

მშენებლობისას მისმა არქიტექტორმა ცათამბრჯენის პროპორციებში აქტიურად გამოიყენა ციფრი 8, რომელიც ჩინურ კულტურაში კეთილდღეობასთან ასოცირდება. შენობა შედგება 88 სართულისგან, საძირკველი დაგებულია რვაკუთხა ბეტონის ცენტრალურ კარკასზე, რომლის გარშემოც აღმართულია 8 უზარმაზარი შიდა და 8 ფოლადის გარე კოლონა.

შენობის კონსტრუქციაში გამოყენებულია მაღალტექნოლოგიური სტრუქტურული სისტემა, რომელიც მის უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს: ცათამბრჯენს შეუძლია გაუძლოს 200 კმ/სთ სიჩქარის ქარსა (ქანაობის მაქს. ამპლიტუდა შენობის ყველაზე მაღალ წერტილში – 75სმ) და 7-ბალიან მიწისძვრას (რიხტერის შკალით).

ცათამბრჯენის ფართის ფუნქციური გამოყენება:

< შენობის პირველი 3 სართული მიწისქვეშ მდებარეობს, აქ განთავსებულია ავტოსადგომი და იტევს 600-მდე ავტომობილს.
< 3-50 სართულები გამოიყენება სხვადასხვა კომპანიის ოფისებისთვის.
< 50-51-ე სართულებზე მდებარეობს შენობის ტექნიკური განყოფილება.
< 52-85-ე სართულებზე განთავსებულია 555 ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჰაიატი.
< 86-ე სართულზე მდებარეობს კლუბი.
< 87-ე სართულზე განთავსებულია რესტორანი.
< 88-ე სართული გამოიყენება ექსკურსიებისთვის. აქ მდებარე საექსკურსიო მოედანს ერთდროულად 1000 ადამიანის დატევა შეუძლია.

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Close
Close