არქივი

ჯვაროსნული ლაშქრობები

c croisade1 godefroi1

ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდები უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.

ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდები უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.

იერუსალიმის სამეფო
იერუსალიმის სამეფო, დასავლეთევროპული ყაიდის უმსხვილესი სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ჯვაროსანთა პირველი ლაშქრობის დროს, ჯვაროსნების მიერ 1099 იერუსალიმის აღების შემდეგ. იერუსალიმის სამეფოსთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო 3 ფეოდალური სამთავრო – ანტიოქიის სამთავრო, ედესისა და ტრიპოლის საგრაფოები. იერუსალიმის სამეფოს პირველი მეფე იყო გოდრუა ბეიონელი.

გოდფრუა ბუიონელი 1099-1100
ბალდუინ I 1100-1118
ბალდუინ II 1118-1131
ფულკო 1131-1142
ბალდუინ III 1142-1162
ამალრიკი 1162-1174
ბალდუინ IV 1174-1183
ბალდუინ V 1183-1187

1187 – იერუსალიმი აიღო სალაჰ-ად-დინმა. სამეფოს რეზიდენცია აკრაში გადავიდა

სიბილლა [ქალი] 1187-1190
გი დე ლუზინიანი 1190-1192
იზაბელლა I [ქალი] 1192-1205
იოალნდა მონფერატელი [ქალი] 1205-1219
იზაბელლა II [ქალი] 1219-1229
ფრიდრიხ შტაუფენი [გერმ.იმპ. ფორმალურად] 1229-1244
კონრად შატუფენი [გერმ.იმპ. ფორმალურად] 1244-1254
კონრადინ შტაუფენი [გერმ.იმპ. ფორმალურად] 1254-1268
ჰუგო დე ლუზინიანი 1268-1278
კარლ ანჟუელი [ნეაპოლის მეფე. ფორმალურად] 1278-1285
ანრი დე ლუზინიანი 1285-1291

1291 – დაიპყრეს ეგვიპტელმა მამლუქებმა

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1145–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც 1145 წელს დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი სამთავრო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ, ლუი VII (საფრანგეთი) და კონრად III (გერმანია), რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადაჭრა ევროპა და ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის იმპერატორი მანუელ I კომნენუსის მიერ; ბიზანტიის ტერიტორიის გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა. ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და , 1148 წელს, დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა.

ისტორია
1144 წელს სირიელმა და თურქმა დამპყრობლებმა გაანთავისუფლეს ალეპო და შეიჭრნენ ედესის სამთავროში. მცირე ხნის ალყის შემდეგ, 1144 წლის 24 დეკემბერს ქალაქი ედესა დაეცა. ამას მოჰყვა მთელი ედესის სამთავროს ოკუპაცია მუსლიმთა მიერ. ამით ჯვარსანთა სამეფოებს, ჩრდოლო-აღმოსავლეთით მოეშალათ უმნიშვნელოვანესი დამცავი პლაცტარმი. გარდა ამისა ედესა მდებარეობდა სავაჭროდ მეტად ხელსაყრელ ადგილას სადაც თურქი, არაბი და ევროპელი ვაჭრები ერთად იყრიდნენ თავს. ამის გარდა მუსლიმთა თარეში გახშირდა ანტიოქიისა და ტრიპოლის სამეფოებშიც. საჭირო გახდა მოწყობილიყო ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა.

რომის პაპმა ევგენი III-მ ევროპის მონარქებს მოუწოდა მოეწყოთ ლაშქრობა და გადაერჩინათ ჯვაროსანთა სამფლობელოები აღმოსავლეთში. პაპის მოწოდებას გამოეხმაურა ევროპის ორი უძლიერესი სახელმწიფოს მონარქები, საფრანგეთიდან ლუი VII და გერმანიიდან შტაუფენთა დინასტიის ფუძემდებელი კონრად III. გერმანული არმია საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული იყო. ფრანგთა არმია კი არ იყო მობილიზირებული, მაგრამ იყო მრავალრიცხოვანი. ფრანგული ძალების დიდი რაოდენობა გლეხებს წარმოადგენდა.

ჯვაროსანთა ძალები 1146 წელს დაიძრნენ. გერმანული არმია მეციდან გაემართა მცირე აზიისაკენ. მათ ფეხით გაიარეს ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბიზანტია და გადავიდნენ მცირე აზიაში. გერმანული ძალები ნელა და დიდი დანაკარგებით მიიწევდა წინ. ყველგან დათარეშობდნენ თურქული რაზმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელად თავს ესხმოდნენ გერმანელთა რაზმებს. საბოლოოდ გერმანულმა რაზმებმა ჩააღწიეს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ ატოლიაში (დღეისთვის ანტალია) და ზღვით გაემართნენ ანტიოქიაში.

რაც შეეხებათ ფრანგებს ისინი ზღვის გავლით ჩავიდნენ, იერუსალიმის სამეფოს საპორტო ქალაქ აკრაში. ფრანგმა რაინდებმა სულ მალე გლეხები ბედის ანაბარა მიატოვეს. გლეხების დიდი რაოდენობა თურქებმა ამოხოცეს, ნაწილმა კი მუსულმანობა მიიღო და გადავიდა თურქთა მხარეს.

კონრადმა და ლუიმ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აეღოთ დამასკო. ლაშქრობა დამასკოსკენ 1148 წლის ივლისში დაიწყო. ჯვაროსნებს სულ 50000 კაცი ჰყავდათ, თურქებს კი ბევრად მცირე. შეტევა და ალყა დამასკოზე 1148 წლის 23 ივლისს დაიწყო. ქალაქი კარგად იყო დაცული. 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქზე იერიში, თუმცა 27 ივლისს ჯვაროსნებმა ქალაქს ალყა მოხსნეს და აკრისკენ გაემართნენ. ალყის მოხსნის მთავარი მიზეზი უსახსრობა გახლდათ. ჯვაროსნებს არც საკმარისი საჭმელი და არც წყალი აღმოაჩნდათ.

შემოდგომაზე შეტევა ხმელთაშუა ზღვის ქალაქ ასკალინზე დაიგეგმა, თუმცა უკვე გულგატეხილი კონრადი და ლუი აღარ იყვნენ დარწმუნებულნი თავის ძალებში და ამიტომ 1149 წლის დასაწისში ორივე მონარქმა წმინდა მიწა სახელგატეხილმა დატოვა.

ამას მოჰყვა მუსლიმთა გაძლიერება და 1174 წელს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება, რაც 1187 წელს მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებით დამთავრდა.
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგორი VIII-ემ და (მისი გარდაცვალების შემდეგ) კლიმენტი III-ემ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი წინაპირობა გახდა სალადინის მიერ 1187 წელს იერუსალიმის დაპყრობა.

წინაპირობა
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, აღმოსავლეთში მოხდა მთელი რიგი თვალსაჩინო ცვლილებები, ფრიად საზიანო ჯვაროსანთათვის.

ეგვიპტეში 1163 წელს დაწყებული ბრძოლა, ფატიმიდების დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა. 1169 წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც სალადინის სახელითაა ცნობილი. 1174 წელს სალადინი აერთიანებს სირიას, ეგვპტესა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იდებს აიიუბედების დინასტია.

ამავე 1174 წელს იერუსალიმის მეფე ამალრიკ I კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი ბალდუინ IV. მიუხედვად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება კეთრით, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც 1177 წელს 16 წლის ასაკში, მონჟისარის ბრძოლაში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბალდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა, რენო დე შატიიონი, კაცი რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას! შატიიონი ძალიან ხშირად თავს ესხმოდა არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.

1185 წელს ბალდუინი გარდაცვალა. ტახტზე მისი დის შვილი ბალდუინ V ავიდა თუმცა რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. სამეფო ტახტი დარჩათ ბალდუინ V-ის დედას სიბილასა და მის მეორე ქმარს გი დე ლუზინიანს. ამასობაში რენო დე შატიიონი კვლავ დაესხა თავს არაბულ ქარავნებს და იქიდან წამოასხა ტყვეები. სალადინმა მეფეს მოსთხოვა ტყვეების განთავისუფლება, თუმცა უარი მიიგო. სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და 1187 წელს სირიიდან შეტევაზე გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. სალადინმა ლაშქარი იერუსალიმის ჩრდულოეთით, ტიბერიის ტბასთან დააბანაკა, საიდანაც იწყებოდა ჰატინის უდაბნო, სადაც წყალი ძალიან ცოტა იყო. სალადინმაც თავისმხრივ ადგა და ყველა მდინარე თუ ნაკადული დაწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.

სრულიად დეზორგანიზებლი ჯვაროსანთა ლაშქარი სალადინმა მალევე გაანადგურა. შატიიონი და ლუზინიანი ტყვედ ჩავარდნენ. როდესაც სულთნის კარავში გის სალადინმა ცივი წყლით სავსე ჭიქა მიაჭოდა, მეფემ გამოართვა ჭიქა მაგრამ რენოს გადასცა. ამ უკანასკნელმა კი თავისმხრივ წყალი შესვა და ამით შეურაწყოფა მიაყენა სალადინს. გამწარებულმა სულთანმა რენო იქვე მოაკვლევინა ხოლო გი დე ლუზინიანი დამასკოში გაუშვა და პატიმრობაში დატოვა, თვითონ კი იერუსალიმისაკენ გაემართა. რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ სალადინმა 1187 წლის 2 ოქტომბერს აიღო იერუსალიმი, მოგვიანებით კი ასკალონი, იაფა და აკრა.

ომის დაწყება
როდესაც ეს ამბავი პაპ ურბან III-ს მოახსენეს, ნერვიულობისაგან გარდაიცლავა. მის მაგივრად პაპი გახდა გრგოლ VIII, რომელმაც ევროპის მონარქებს გაერთიანებისაკენ და ახალი ჯვარსნული ომისაკენ მოუწოდა.

პაპის მოწოდებას პირველი, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა, რომელმაც 1188 წლის ბოლოსათვის 100 ათას კაცზე მეტი შემოიკრიბა და 1189 წლის დასაწყისში გაემართა წმინდა მიწისაკენთ. თუმცა არმია იმდენად დიდი იყო, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ჯვაროსანთა ლაშქარი ფეხით ბიზანტიისა და მცირე აზიის გავლით გაემართა პალესტინისაკენ.

ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II სალადინთან ფარულად მოკავშირეობდა, მაგრამ როდესაც მან გაიგო ბარბაროსას არმიის სიძლიერე, უკან დახევა არჩია და მშვიდობიანად გაატარა ჯვაროსნები ბოსფორის სრუტეზე. როდესაც ჯვაროსნები მცირე აზიაში გადავიდნენ ზაფხული ახლოვდებოდა ამიტომ საჭირო იყო სწრაფად მიეღწიათ დასახლებული პუნქტებისათვის რათა ამხელა არმიის დაბანაკება შესაძლებელი გამხდარიყო. ჯვაროსნები რუმის სასულთნოს დედაქალაქ იკონიას მიადგნენ, სადაც თურქთა საკმაოდ სოლიდური გარნიზონი იმყოფებოდა, თუმცა ფრიდრიხმა 1190 წლის 18 მაისს აიღო და შემდეგ დაიცვა ქალაქი. ამ წარმატების შემდეგ ლაშქარი სულ მალე დაიძრა ანტიოქიისაკენ, თუმცა გზაში, 10 ივნისს, მდინარე სალეფის გადალახვის დროს, ფრიდრიხი დაიხრჩო. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი ანტიოქიისაკენ დაიძრა.

ამასობაში 1189 წელს სალადინი ათავისუფლებს გი დე ლუზინიანს. იგი გაემართა ჯვაროსანთა პორტ ტიროსისაკენ, თუმცა ის იქ არ შეუშვეს. გი აკრისკენ გაემართა. მან შეკრიბა არმია და ალყაში მოაქცია აკრა. იგი ელოდებოდა ფრანგულ და ინგლისურ ლაშქარს დასავლეთიდან.

მართალც, 1189 წლის მეორე ნახევარში ინგლისის მეფე რიჩარდ I და საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტი, რომის პაპის თხოვნით შერიგდნენ და მოემზადნენ ლაშქრობისათვის.

ამასობაში ფილიპე ოგიუსტის ლაშქარი სიცილიის ქალაქ მესინადან ახალი გამოსული იყო და მიემართებოდა წმინდა მიწისაკენ. თავისმხრივ რიჩარდიც ზღვით მიემართებიდა პალესტინისაკენ. ის ჯერ პორტუგალიაში, შემდეგ კი მესინაში გაჩერდა. ინგლისელებს ქალაქი კარგად დახვდათ, მაგრამ მოგვიანებით მესინა ჯვაროსნებს აუჯანყდა. რიჩარდმა ქალაქი დაარბია და გაემართა წმინდა მიწისაკენ.

1191 წლის 30 მარტს ფილიპ II ტიროსში ჩავიდა და გაემართა აკრისაკენ, სადაც ის 20 მაისს ჩავიდა. რიჩარდის არმადა კი ქარიშხალმა კვიპროსის ნაპირებთან მიყარა. 6 მაისს იგი ქალაქ ლიმასოლში ჩავიდა და შექხვდა კვიპროსოს ბიზანტიელ მბრძანებელს ისააკ კომნენოსს, რომელმაც რიჩარდს ერთგულების ფიცი მისცა. მაგრამ როდესაც რიჩარდი ციხე-ქალაქ ფამაგუსტაში ჩავიდა, ისააკმა ფიცი გატეხა და მეფეს მოსთხოვა დაეტოვებინა კვიპროსი. რიჩარდისთვის ეს ბიძგისმინცემი აღმოჩნდა, რათა რამდენიმე დღეში დაეპყრო კვიპროსი. კუნძულის ათვისების შემდეგ რიჩარდი ხომალდებით გაემართა აკრისაკენ. ფილიპის აკრაში ჩასვლამდე მოხდა ერთი მეტად უსიამოვნო ფაქტი ჯვაროსანთათვის. გი ლუზინანის მიერ ალყაში მოქცეული აკრის დასახმარებლად მოვიდა სალადინი და მოალყე ჯვაროსნები აქეთ მოაქცია ალყაში. ჯვაროსანთა ბანაკში დაიწყო შიმშილი და ავადმყოფობა რამაც შეიწირა დედოფალი სიბილა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი.

სიტუაცია ფრანგების მოსვლის შემდეგაც მძიმე რჩებოდა. ჯვაროსნებმა ვერც სალადინის ურიცხვი არმიის დამარცხება შეძლეს და ვერც აკრის აღება.

რიჩარდის ჯარებმა აკრას 8 ივნისს მიაღწიეს. ჩასვლისთანავე რიჩარდმა დაიწყო კატაპულტების აგება და მომზადება ქალაქის ასაღებად. რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ 12 ივლისს რიჩარდმა მოახერხა აეღო აკრა და განეხორცილებინა სალადინის წინააღმდეგ შეტევა. სალადინი უკუიქცა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ფილიპ ოგიუსტი და ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V.

აკრის აღების შემდეგ რიჩარდმა, ფილიპმა და ლეოპოლდმა , ნადავლის გაყოფა ვერ მოახერხეს, რის გამოც მათ შორის ისევ შუღლი ჩამოვარდა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ მონარქები ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის სამეფოს მეფე. რიჩარდმა გი დე ლუზინიანის კანდიდატურა დააყენა, ლეოპოლდმა და ფილიპმა უარყვეს გის კანდიდატურა და მოითხოვეს მეფედ ეკურთხებინათ ტიროსის არმიის სარდალი კონრად მონტფერატი. საბოლოოდ რიჩარდის მიერ დასახელებული გის კანდიდატურა გავიდა. ამაზე და სხვა წვრილმანებზე განაწყენებულმა ლეოპოლდმა და ფილიპმა მიატოვეს რიჩარდი და აგვისტოში, არმიითურთ დატოვეს წმინდა მიწა.

რიჩარდს 3000 მუსლიმი მოემარი ტყვედ ჰყავდა. სალადინმა მას მოსთხოვა გადმოეცა პატიმრები, თუმცა რიჩარდმაც თავისმხრივ სხვა პირობები წამოაყენა, რომლის შესრულებაზეც სალადინმა უარი განაცხადა. 20 აგვისტოს რიჩარდმა ყველა ტყვეთაგანი სიკვდილით დასაჯა და გაემართა იაფასაკენ.

სალადინი უკან, იაფასაკენ იხევდა, თუმცა რიცხობრივ უპირატესობაში მაინც იგი გახლდათ. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეაჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. რიჩარდის არმია 49 ათას კაცს უდრიდა, სალადინისა კი 53 ათასს აღემატებოდა. რიჩარდის შეუპოვარმა მოქმედებამ, მაგალითი მისცა. მათ სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა. იაფაში რიჩარდი შეხვდა თავის სიძესა და ასევე სალადინის ძმას ალ-ადილს.

ამის შემდეგ რიჩარდი გაემართა ქალაქ ასკალონისაკენ რომელიც ჯვაროსნებმა მინიმალური დანაკარგებით აიღეს. რიჩარდმა გადაწყვიტა იერუსალიმზე შეტევა, თუმცა ძალების სიმცირის გამო იგი არ ჩქარობდა. მან სთხოვა კონრადს დახმარება, თუმცა უარი მიიღო, იგი მოითხოვდა მეფედ ეკურთხებინათ ის და არა გი დე ლუზინიანი. რიჩარდი დათანხმდა. თუმცა კონრადი მეფედ არ უკურთხებიათ. იგი კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს ტიროსის ქუჩებში. რიჩარდი იერუსალიმისაკენ მაინც დაიძრა და მალე რკალისებურ ლაყაში მოაქცია იგი. რიჩარდს ჰქონდა ძალა აეღო ქალაქი მაგრამ მის დაცვას მოგვიანებით ვერ შესძლებდა. ეს მან კარგად იცოდა, ამიტომ უკან დახევა არჩია.

ამით წაქეზებულმა სალადინმა 1192 წლის ივლისში, 500-მდე კაცით იაფას შეუტია და აიღო იგი. რამდენიმე დღეში 31 ივლისს იგი რიჩარდმა გაანთავისუფა . რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მან ს ოპერაცია 55 კაცით შეძლო. საბოლოო ბრძოლა როჩარდსა და სალადინს შორის მოხდა 1192 წლის 5 აგვისტოს. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.

2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, დედაქალაქ აკრით. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ეძლეოდათ საშუალება ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილებისა. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისაკენ.

იერუსალიმის სამეფის მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავე შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში 1193 წელს გარდაიცვალა.

არსუფის ბრძოლა, ბრძოლა სადაც 1191 წლის 7 სექტემბერს რიჩარდ ლომგულმა სძლია სალადინის.
1191 წელს რიჩარდის მიერ აკრის აღების შემდეგ, სალადინმა დაიწყო უკანდახევა იერუსალიმისაკენ. თავისმხრივ რიჩარდმა, ამავე წლის აგვისტოში დაიწყო სვლა წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. რიჩარდ ლომგული პალესტინის უმნიშვნელოვანესი პორტის იაფას (დღესიათვის თელ-ავივი) გასანთავისუფლებლად მიიწევდა. სალადინმა გადაწყვიტა ჯვაროსანთა ძალები შეეჩერებინა იაფას ჩრდილოეთით პატარა დასახლება არსუფთან სადაც, მისი აზრით ბრძოლის წარმოება ინგლისელებს გაუჭირდებოდათ.
ჯვაროსანთა რაზმებმა არსუფს 7 სექტემბერს მიაღწია. აქ მათ დახვდათ სალადინის 53 ათასიანი ლაშქარი. ჯვაროსანთა არმია 49 ათას კაცს შეადგენდ, მათ შორის იყვნენ ჰოსპიტალიერთა და ტამპლიერთა რაზმებიც. ბრზოლა სალადინის გასაოცრად ჯვაროსანთა შეტევით დაიწყო და მათივე უპირატესობით გაგრძელდა. მედე რიჩარდი თავდადებულად იბრძოდა. მისი ასეთი ქმედება აისახა ბრძოლის შედეგზეც. სალადინი დამარცხდა.
1191 წლის 10 სექტემბერს გამარჯვებული რიჩარდი პრაქტიკულად უბრძოლველად შევიდა იაფაში. სალადინმა კი დიდი დანაკარგებით იერუსალიმისაკენ დაიხია.

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, აღმოსავლეთში მოხდა მთელი რიგი თვალსაჩინო ცვლილებები, ფრიად საზიანო ჯვაროსანთათვის.
ეგვიპტეში 1163 წელს დაწყებული ბრძოლა, ფატიმიდების დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა.
1169 წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც სალადინის სახელითაა ცნობილი. 1174 წელს სალადინი აერთიანებს სირიას, ეგვპტესა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იდებს აიიუბედების დინასტია.
ამავე 1174 წელს იერუსალიმის მეფე ამალრიჰი კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი ბოლდუინ IV. მიუხედვად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება კეთრით, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც 1177 წელს 16 წლის ასაკში, მონტგისარდი ბრძოლაში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბოლდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა, რეინალდ შატინიონი, კაცი რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას! რეინალდი ძალიან ხშირად თავს ესხმოდა არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.

1185 წელს ბოლდუინი გარდაცვალა. ტახტზე მისი დის შველი ბოლდუინ V ავიდა თუმცა რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. სამეფო ტახტი დარჩათ ბოლდუინ V-ს დედ-მამას სიბილასა და გიი დე ლუზინიანს.
ამასობაში რეინალდი კვლავ დაესხა თავს არაბულ ქარავნებს და იქიდან წამოასხა ტყვეები. სალადინმა მეფეს მოსთხოვა ტყვეების განთავისუფლება, ტუმცა უარი მიიგო. სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და 1187 წელს სირიიდან შეტევაზე გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. სალადინმა ლაშქარი იერუსალიმის ჩრდულოეთით, ტიბერიადის ტბასთან დააბანაკა, საიდანაც იცკებოდა ხატინის უდაბნო, სადაც წყალი ზალიან ცოტა იყო. სალადინმაც თავისმხრივა ადგა და ყველა მდინარე თუ ნაკადული დაწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.
არულიად დეზორგანიზებლი ჯვაროსანტა ლაშქარი სალადინმა მალევე გაანადგურა. რეინალდი და გიი ტყვედ ცჰავარდნენ. როდესაც სულთნის კარავში გიის სალადინმა მას ცივი წყლით სავსე ჭიქა მიაჭოდა, მეფემ გამოართვა წიქა მაგრამ რეინალდს გადასცა. რეინალდმა კი თავისმხრივ წყალი შესვა და ამით შეურაწყოფა მიაყენა სალადინს. გამწარებულმა სულთანმა რეინალდი იქვე მოაკვლევინა ხოლო გიი დე ლუზინიანი დამასკოში გაუშვა და პატიმრობაში დატოვა, თვითონ კი იერუსალიმისაკენ გაემართა.
რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ სალადინმა 1187 წლის 2 ოქტომბერს აიღო იერუსალიმი, მოგვიანებით კი ასკალონი, იაფა და აკრა.
როდესაც ეს ამბავი პაპ ურბან III-ს მოახსენეს, ნერვიულობისაგან გარდაიცლავა.
მის მაგივრად პაპი გახდა გრგოლ VIII, რომელმაც ევროპის მონარქებს გაერთიანებისაკენ და ახალი ჯვარსნული ომისაკენ მოუწოდა.

სიტუაცია ფრანგების მოსვლის შემდეგაც მძიმე რჩებოდა. ჯვაროსნებმა ვერც სალადინის ურიცხვი არმიის დამარცხება შეძლეს და ვერც აკრის აღება.
რიჩარდის ჯარებმა აკრას 8 ივნისს მიაღწიეს. ჩასვლისთანავე რიჩარდმა დაიწყო კატაპულტების აგება და მომზადება ქალაქის ასაღებად. რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ 12 ივლისს რიჩარდმა მოახერხა აეღო აკრა და განეხორცილებინა სალადინის წინააღმდეგ შეტევა. სალადინი უკუიქცა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პილიპე ოგიუსტი და ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V.
აკრის აღების შემდეგ რიჩარდმა, ფილიპემ და ლეოპოლდმა , ნადავლის გაყოფა ვერ მოახერხეს, რის გამოც მათ შორის ისევ შუღლი ჩამოვარდა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ მონარქები ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის სამეფოს მეფე. რიჩარდმა გიი დე ლუზინიანის კანდიდატურა დააყენა, ლეოპოლდმა და ფილიპემ უარყვეს გიის კანდიდატურა და მოითხოვეს მეფედ ეკურთხებინათ ტირის არმიის სარდალი კონრად მონტფერატი. საბოლოოდ რიჩარდის მიერ დასახელებული გიის კანდიდატურა გავიდა. ამაზე და სხვა წვრილმანებზე განაწყენებულმა ლეოპოლდმა და ფილიპემ მიატოვეს რიჩარდი და აგვისტოში, არმიითურთ დატოვეს წმინდა მიწა.

სიტუაცია ფრანგების მოსვლის შემდეგაც მძიმე რჩებოდა. ჯვაროსნებმა ვერც სალადინის ურიცხვი არმიის დამარცხება შეძლეს და ვერც აკრის აღება.
რიჩარდის ჯარებმა აკრას 8 ივნისს მიაღწიეს. ჩასვლისთანავე რიჩარდმა დაიწყო კატაპულტების აგება და მომზადება ქალაქის ასაღებად. რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ 12 ივლისს რიჩარდმა მოახერხა აეღო აკრა და განეხორცილებინა სალადინის წინააღმდეგ შეტევა. სალადინი უკუიქცა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პილიპე ოგიუსტი და ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V.
აკრის აღების შემდეგ რიჩარდმა, ფილიპემ და ლეოპოლდმა , ნადავლის გაყოფა ვერ მოახერხეს, რის გამოც მათ შორის ისევ შუღლი ჩამოვარდა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ მონარქები ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის სამეფოს მეფე. რიჩარდმა გიი დე ლუზინიანის კანდიდატურა დააყენა, ლეოპოლდმა და ფილიპემ უარყვეს გიის კანდიდატურა და მოითხოვეს მეფედ ეკურთხებინათ ტირის არმიის სარდალი კონრად მონტფერატი. საბოლოოდ რიჩარდის მიერ დასახელებული გიის კანდიდატურა გავიდა. ამაზე და სხვა წვრილმანებზე განაწყენებულმა ლეოპოლდმა და ფილიპემ მიატოვეს რიჩარდი და აგვისტოში, არმიითურთ დატოვეს წმინდა მიწა.
რიჩარდს 3000 მუსლიმი მოემარი ტყვედ ჰყავდა. სალადინმა მას მოსთხოვა გადმოეცა პატიმრები, თუმცა რიჩარდმაც თავისმხრივ სხვა პირობები წამოაყენა, რომლის შესრულებაზეც სალადინმა უარი განაცხადა. 20 აგვისტოს რიჩარდმა ყველა ტყვეთაგანი სიკვდილით დასაჯა და გაემართა იაფასაკენ.
სალადინი უკან, იაფასაკენ იხევდა, თუმცა რიცხობრივ უპირატესობაში მაინც იგი გახლდათ. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეაჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. რიჩარდის არმია 49 ათას კაცს უდრიდა, სალადინისა კი 53 ათასს აღემატებოდა. რიჩარდის შეუპოვარმა მოქმედებამ, მაგალითი მისცა. მათ სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა.
იაფაში რიჩარდი შეხვდა თავის სიძესა და ასევე სალადინის ძმას ალ-ადილს.
ამის შემდეგ რიჩარდი გაემართა ქალაქ ასკალონისაკენ რომელიც ჯვაროსნებმა მინიმალური დანაკარგებით აიღეს.
რიჩარდმა გადაწყვიტა იერუსალიმზე შეტევა, თუმცა ძალების სიმცირის გამო იგი არ ჩქარობდა. მან სთხოვა კონრადს დახმარება, თუმცა უარი მიიღო, იგი მოითხოვდა მეფედ ეკურთხებინათ ის და არა გიი დე ლუზინიანი. რიჩარდი დათანხმდა. თუმცა კონრადი მეფედ არ უკურთხებიათ. იგი კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს ტირის ქუჩებში. რიჩარდი იერუსალიმისაკენ მაინც დაიძრა და მალე რკალისებურ ლაყაში მოაქცია იგი. რიჩარდს ჰქონდა ძალა აეღო ქალაქი მაგრამ მის დაცვას მოგვიანებით ვერ შესძლებდა. ეს მან კარგად იცოდა, ამიტომ უკან დახევა არჩია.
ამით წაქეზებულმა სალადინმა 1192 წლის ივლისში, 500-მდე კაცით იაფას შეუტია და აიღო იგი. რამდენიმე დღეში 31 ივლისს იგი რიჩარდმა გაანთავისუფა . რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მან ს ოპერაცია 55 კაცით შეძლო.
საბოლოო ბრძოლა როჩარდსა და სალადინს შორის მოხდა 1192 წლის 5 აგვისტოს. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.
2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, დედაქალაქ აკრით. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ეძლეოდათ საშუალება ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილებისა.
რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და მეხით გაემართა ინგლისისაკენ.
იერუსალიმის სამეფის მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავე ჰენრი შამპონელი.
სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში 1193 წელს გარდაიცვალა.

1144 წელს, სირიელმა და თურქმა დამპყრობლებმა გაანთავისუფლეს ალეპო და და შეიჭრნენ ედესის სამთავროში. მცირე ალყის შემდეგ, 1144 წლის 24 დეკემბერს ქალაქი ედესა დაეცა. ამას მოჰყვა მთელი ედესის სამთავროს ოკუპაცია მუსლიმთა მიერ.
ამით ჯვარსანთა სამეფოებს, ჩრდოლო-აღმოსავლეთით მოეშალათ უმნიშვნელოვანესი დამცავი პლაცტარმი. გარდა ამისა ედესა მდებარეობდა სავაჭროდ მეტად ხელსაყრელ ადგილას სადაც თურქი, არაბი და ევროპელი ვაჭრები ერთად იყრიდნენ თავს.
ამას გარდა მუსლიმთა თარეში გახშირდა ანტიოქიისა და ტრიპოლის სამეფოებშიც.

საჭირო გახდა მოწყობილიყო ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა.
რომის პაპიევგენი III ევროპის მონარქებს მოუწოდა მოეწყოთ ლაშქრობა, და გადაერჩინათ ჯვაროსანთა სამფლობელოები აღმოსავლეთში. პაპის მოწოდებას გამოეხმაურნენ ევროპის ორი უძლიერესი სახელმწიფოს მონარქები, საფრანგეთიდან ლუი VII და გერმანიიდან, შტაუფენთა დინასტიის ფუძემდებელი კონრად III.

გერმანული არმია საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული იყო. ფრანგთა არმია კი არ იყო მობილიზირებული, მაგრამ იყო მრავალრიცხოვანი. ფრანგული ძალებისა დიდი რაოდენობა გლეხებს წარმოადგენდა.
ჯვაროსანთ ძალები 1146 წელს დაიძრნენ. გერმანული არმია მეციდან გაემართა მცირე აზიისაკენ. მათ ფეხით გაიარეს ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბიზანტია და გადავიდნენ მცირე აზიაში. გერმანული ძალები ნელა და დიდი დანაკარგებით მიიწევდა წინ. ყველგან დათარეშობდნენ თურქული რაზმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელად თავს ესხმოდნენ გერმანელთა რაზმებს. საბოლოოდ გერმანულმა რაზმებმა ჩააღწიეს ხმელთა შუა ზღვის საპორტო ქალაქ ატოლიაში (დღესითვის ანტალია) და ზღვით გაემართნენ ანტიოქიაში.

რაც შეეხებათ ფრანგებს ისინი ზღვის გავლით ჩავიდნენ, იერუსალიმის სამეფოს საპორტო ქალაქ აკრაში. ფარანგებმა რაინდობამ სულ მალე გლეხები ბედის ანაბარა მიატოვეს. გლეხების დიდი რაოდენობა თურქებმა ამოხოცეს, ნაწილმაც კი მუსულმანობა მიიღო და გადავიდა თურქთა მხარეს.
კონრადმა და ლუიმ მიიღეს გადაწყვეტილება აეღოთ დამასკო. ლაშქრობა დაასკოსაკენ 1148 წლის ივლისში დაიწყო. ჯვაროსნებს სულ 50 ათასი კაცი ჰყავდათ, თურქებს კი ბევრად მცირე.

შეტევა და ალყა დამასკოზე 1148 წლის 23 ივლისს დაიწყო. ქალაქი კარგად იყო დაცული. 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქზე იერიში, თუმცა 27 ივლისს ჯვაროსნებმა ქალაქს ალყა მოხსნეს და აკრისკენ გაემართნენ. ალყის მოხსნის მთავარი მიზეზი უსახსრობა გახლდათ. ჯვაროსნებს არც საკმარისი საჭმელი და არც ცყალი აღმოაჩნდათ.

შემოდგომაზე შეტევა ხმელთა შუა ზღვის ქალაქ ასკალინზე დაიგეგმა თუმცა უკვე გულგატეხილი კონრადი და ლუი აღარ იყვნენ დარწმუნებულნი თავის ძალებში და ამიტომ 1149 წლის დასაწისში ირივე მონარქმა წმინდა მიწა სახელგატეხილი დატოვეს.

ამას მოჰყვა მუსლიმთა გაძლიერება და 1174 წელს ესრთიან სამეფოდ ჩამოყალიბება რაც 1187 წელს, მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებით დამთავრდა

იერუსალიმის სამეფო 1099-1187 წწ. (ფორმალურად 1291 წლამდე)

გოდფრუა ბუიონელი 1099-1100
ბალდუინ I 1100-1118
ბალდუინ II 1118-1131
ფულკო 1131-1142
ბალდუინ III 1142-1162
ამალრიკი 1162-1174
ბალდუინ IV 1174-1183
ბალდუინ V 1183-1187

1187 – იერუსალიმი აიღო სალაჰ-ად-დინმა. სამეფოს რეზიდენცია აკრაში გადავიდა

სიბილლა [ქალი] 1187-1190
გი დე ლუზინიანი 1190-1192
იზაბელლა I [ქალი] 1192-1205
იოალნდა მონფერატელი [ქალი] 1205-1219
იზაბელლა II [ქალი] 1219-1229
ფრიდრიხ შტაუფენი [გერმ.იმპ. ფორმალურად] 1229-1244
კონრად შატუფენი [გერმ.იმპ. ფორმალურად] 1244-1254
კონრადინ შტაუფენი [გერმ.იმპ. ფორმალურად] 1254-1268
ჰუგო დე ლუზინიანი 1268-1278
კარლ ანჟუელი [ნეაპოლის მეფე. ფორმალურად] 1278-1285
ანრი დე ლუზინიანი 1285-1291

1291 – დაიპყრეს ეგვიპტელმა მამლუქებმა

ანტიოქიის სამთავრო 1098-1268 წწ.

ბოემუნდ I ტარენტელი 1098-1104
ბოემუნდ II 1104-1131
კონსტანცია [ქალი] 1131-1163
ბოემუნდ III 1163-1187, 1200-1201
რაიმუნდ I 1187-1200
ბოემუნდ IV 1201-1205, 1208-1216, 1219-1233
რაიმუნდ II რუპინი 1205-1208, 1216-1219
ბოემუნდ V 1233-1251
ბოემუნდ VI 1251-1268

1268 – დაიპყრეს მამლუქებმა

ედესის სამთავრო 1098-1144 წწ.

ბალდუინ I (1100-დან იერუსალიმის მეფე) 1098-1100
ტანკრედი 1100-1111
ბალდუინ II (1118-დან იერუსალიმის მეფე) 1111-1118
ჟოსლენ I დე კურტენე 1118-1131
ჟოსლენ II 1131-1144

1144 – დაიპყრეს სელჩუკებმა

ტრიპოლის საჰერცოგო 1097-1187 წწ.

რაიმუნდ I 1097-1105
გიიომი 1105-1109
ბერტრანი 1109-1112
პონტიუსი 1112-1137
რაიმუნდ II 1137-1151
რაიმუნდ III 1151-1187

1187-1287 – ანტიოქიის შემადგენლობაში
1287 – დაიპყრეს მამლუქებმა

წვრილი ჯვაროსნული სამთავროები

იაფას და ასკალონის სამთავრო 1101-1268 წწ.

როჯერ დე როსე 1101-1117
ჰუგო I დე პიუზე 1117-1119
ალბერტ დე ნამიური 1119-1121
ჰუგო II 1121-1135
ამალრიკ I (1162-დან იერუსალიმის მეფე) 1135-1174
ვილჰელმ მონფერატელი 1174-1177
გი I დე ლუზინიანი (1186-დან იერუსალიმის მეფე) 1177-1187

1187-1192 დაპყრობილი აქვთ აიუბიდებს

ჟოფრუა დე ლუზინიანი 1192-1193
ამალრიკ II 1193-1197

1197-1221 დაპყრობილი აქვთ აიუბიდებს

გოტიე დე ბრიენი 1221-1246
ჟან დიბელინი 1246-1266
გი II დიბელინი 1266-1268

1268 დაიპყრეს მამლუქებმა

გალილეის სამთავრო 1099-1187 წწ.

ტანკრედი 1099-1101, 1108-1112
ჰუგო I დე ფოკონბერი 1101-1105
ჟერარ დე სენტ-ომერი 1105-1106
ჟერვეს დე ბაზოში 1106-1108
ჟოსლენ დე კურტენე 1112-1118
გიიომ I დე ბური 1118-1141
ელინანდი 1141-1148
გიიომ II 1148-1158
გოტიე დე ფოკონბერი 1158-1171
ესკივა [ქალი] 1171-1174
ჰუგო II 1174-1187

1187 დაიპყრეს აიუბიდებმა

ხაიფას სამთავრო 1100-1289 წწ.

გელდემარ კარპენელი 1100-1101, 1103-1105
ტანკრედი 1101-1103, 1109-1112
როგარ I 1105-1107
პაიენ I 1107-1109, 1112-1138
ვივიენი 1138-1165
პაიენ II 1165-1198
როგარ II 1198-1244
ელვიზა [ქალი] 1244-1264
ჟილ I დესტრენი 1264-1270
ჟოფრუა 1270-1279
ჟილ II 1279-1289

1289 დაიპყრეს მამლუქებმა

ნაბლუსის სამთავრო 1110-1187 წწ.

რაული 1110-1132
გი დე მილი 1132-1138
პაიენი 1138-1142
ფილიპი 1142-1161
ანრი 1161-1165
მარია კომნენოსი [ქალი] 1165-1178
ბალიან დიბელინი 1178-1187

1187 დაიპყრეს აიუბიდებმა

იბელინის (რამალას) სამთავრო 1110-1187 წწ.

ბოდუენ I 1110-1121
ჰუგო I 1121-1129
ბოდუენ II 1129-1138
ბალიან I 1138-1144, 1148-1155
რენიე 1144-1148
ჰუგო I 1155-1161
ბოდუენ III 1161-1184
თომა 1184-1186
ბალიან II 1186-1187

1187 დაიპყრეს აიუბიდებმა

ბეირუთის სამთავრო 1111-1291 წწ.

ფულკო დე გინი 1111-1125
გოტიე I 1125-1138
გი 1138-1156
პიერი 1156-1157
გოტიე II 1157-1178

1178-1187 იერუსალიმის შემადგენლობაში
1187-1197 დაპყრობილი აქვთ აიუბიოდებს

ჟან I დიბელინი 1197-1236
ბალიანი 1236-1247
ჟან II 1247-1264
იზაბელლა [ქალი] 1264-1282
ესკივა [ქალი] 1282-1291

1291 დაიპყრეს მამლუქებმა

ბიბლოსის სამთავრო 1104-1289 წწ.

რაიმუნდ დე სენ-ჟილი 1104-1109
გულიელმო I ემბრიაკო 1109-1118
უგო I 1118-1135
გულიელმო II 1135-1157
უგო II 1157-1184
უგო III 1184-1198
გვიდო I 1198-1241
ენრიკო 1241-1271
გვიდო II 1271-1282
პიეტრო 1282-1289

1289 დაიპყრეს მამლუქებმა

სიდონის (საიდა) სამთავრო 1111-1291 წწ.

ესტაშ I გარნიე 1111-1123
ესტაშ II 1123-1131
ჟერარი 1131-1171
რენო დე ბოფორი 1171-1187

1187-1229 დაპყრობილი აქვთ აიუბიოდებს

ბალიან I 1229-1247
ჟულიენი 1247-1260
ბალიან II 1260-1291

1291 დაიპყრეს მამლუქებმა

კესარეას სამთავრო 1101-1265 წწ.

ესტაშ გარნიე (1111-დან სიდონში) 1101-1123
გოტიე I 1123-1154
ჰუგო 1154-1168
გოტიე II 1168-1187
გი 1187-1193
აიმარ დე ლერონი 1193-1217
გოტიე III 1217-1229
ჟან I 1229-1241
ჟულიენი (სიდონის გარფი) 1241-1249
ჟან II 1249-1264
ნიკოლა 1264-1265

1265 დაიპყრეს მამლუქებმა

ტვიროსოს (სურის) სამთავრო 1229-1291 წწ.

ფილიპ დე მონფორი 1229-1268
ჟან დე მონფორი 1268-1283
გუმფრიდი 1283-1284
მარგარიტა [ქალი] 1284-1290
ამორი 1290-1291

1291 დაიპყრეს მამლუქებმა

რაინდთა ორდენების წინამძღოლები

ტამპლიერთა ორდენის მაგისტრები

ჰუგო დე პაენი 1118-1136
რობერ დე კრაონი 1136-1149
ევერერდ დე ბარი 1149-1152
ბერნარ დე ტრემელე 1152-1153
ანდრე დე მონბარი 1153-1156
ბერტრან დე ბლანშფორი 1156-1169
ფილიპ დე მიინი 1169-1171
ოდო დე სენტ-ამანი 1171-1180
არნო დე ტიური 1180-1185
ჟერარ დე რიდფორი 1185-1190
რობერ დე საბლე 1190-1193
ჟილბერ ერაი 1193-1201
ფილიპ დიუ პლესი 1201-1209
გიიომ დე შარტრი 1209-1218
პიეტრო დე მონტეაგუდო 1218-1232
არმან დე პერაგორი 1232-1243
რიშარ დე ბიური 1243-1247
გიიომ დე სონნაკი 1247-1250
რენო დე ვიშე 1250-1256
ტომა დე ბერარი 1256-1273
გიიომ დე ბოჟე 1273-1291
ტიბო დე გოდენი 1291-1295
ჟაკ დე მოლე 1295-1314

იოანიტების (გოსპიტალიერების) ორდენის მაგისტრები

ჰაროლდ პროვანსელი 1099-1120
რაიმუნდ დიუ ბუა 1120-1159
ოდგარ ფონ ბალბენი 1159-1160
როსტანი 1160-1161
იუბერ დე ასალი 1161-1169
გასტონი 1169-1170
გოსბერტი 1170-1177
როჟერ დე მულენი 1177-1187
ვერნერ ნეაპოლელი 1187-1192
ჟოფრუა დე დონონი 1192-1202
ალფონს პორტუგალიელი 1202-1204
ჟოფრუა ლე რატი 1204-1208
მარინ დე მონტეგიუ 1208-1230
ბერტრან დე ტაკსისი 1230-1231
მარინ დე გერენი 1231-1236
ბერტრან დე კომპი 1236-1241
პიერ დე ვალაბრი 1241-1244
გიიომ დე შატონი 1244-1259
იუგ დე რეველი 1259-1278
ნიკოლა დე როჟი 1278-1289
ჟან დე ვილიერი 1289-1294
ოდო დე ბინი 1294-1300
გიიომ დე ვილარე 1300-1307
ფულკო დე ვილარე 1307-1324
გელონ დე ვილინი 1324-1346
დეოდატ დე გოზონი 1346-1353
პიერ დე კორნიანი 1353-1355
პოჟერ დიუ პენი 1355-1365
რაიმუნდ ბერენგერი 1365-1375
რობერ დე ჟილიაკი 1375-1376
ხუან ფერნანდეს დე ერედია 1376-1396
ფილიბერტ დე ნელიაკი 1396-1421
ანტონიო ფლუვიანო დე რიპა 1421-1437
ჟან დე ლესტეკი 1437-1454
ჟაკ დე მილი 1454-1461
პიერ რაიმუნდ დე აკოსტა 1461-1467
ჯანბატისტა ორსანო 1467-1476
პიერ დობიუსონი 1476-1503
ამორი დამბუაზი 1503-1512
გი დე ბლაშფორი 1512-1513
ფაბრიციო კარეტტო დი ფინალე 1513-1521
ფილიპ დე ვილე დე ლილ-ადანი 1521-1534
პიერ დე პონტი 1534-1535
დიდიე დე სენ-ჟელი 1535-1536
ხუან დე ომედეს-ი-კოსკონი 1536-1553
კლოდ დე ლა საგილი 1553-1557
ჟან პარიზო დე ლა ვალეტი 1557-1568
პიეტრო გიდალოტტი დელ პონტე 1568-1572
ჟან კასიერი 1572-1582
იუგ დე ლუვენ დე ვერდალი 1582-1595
მარტინ გარესი 1595-1601
ალო დე ვინიაკური 1601-1622
ლუის მენდეს დე ვასკონსელოსი 1622-1623
ანტონიო დე პაულა 1623-1636
ჟან პოლ ლასკარის დე კასტელარი 1636-1657
მარტინ დე რედინი 1657-1660
ანნეტ დე კლერმონ დე შატტ-სესანი 1660-1661
რაფაელ კოტონერი 1661-1663
ნიკოლას კოტონერი 1663-1689
გერგორიო კარაფა 1689-1690
ადრიენ დე ვინიაკური 1690-1697
რაიმუნდ პერილო დე როკაფული 1697-1720
მარკო ანტონიო კიჯი-ცონდოდარი 1720-1722
ანტონიო მანუელ დე ბილიენა 1722-1736
რაიმუნდო დესპოიგ მონტალეგრე 1736-1741
მანუელ პონტე დე ფონსეკა 1741-1773
ფრანსისკო ხიმენეს დე ტეხადა 1773-1775
ემანუელ დე როგანი 1775-1797
ფერნან დე ომპეში 1797-1798

კონსტანტინეპოლი IX-X საუკუნე. არაბთა არმია ერთი მეორეზე მიყოლებით წარმატებას ზეიმობს ბრძოლის ველზე. ყოფილმა მხედარმთავარმა, ბიზანტიის იმპერატორმა ნიკიფორე II ფოკამ გადაწყვიტა, რომ ყველაფრის მიზეზი არაბთა რელიგიის სულისკვეთებაა – ყოველ შახიდს (ბრძოლის ველზე რწმენისათვის დაღუპულს) რელიგია სანაცვლოდ პირდება მუსულმანურ სამოთხეს, სადაც საშუალება ექნება სხვა უამრავ სიამოვნებასთან ერთად, მიეცეს ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებთან განცხრომას [სურა 56:17] – იმპერატორი თვლის, რომ საჭიროა მსგავსი რწმენათ მისი მეომრებიც აღიჭურვონ, რის გამოც კონსტანტინეპოლის პატრიარქ პოლიევკისაგან ითხოვს, არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ველზე დაეცემულთა წმინდანად აღიარებას.

პატრიარქი არამარტო უარით პასუხობს, არამედ დამატებით უცხადებს:
– გადარჩენილი მეომრები მხოლოდ და მხოლოდ მოწყალების გამო დაიშვებიან წმინდა საეკლესიო საიდუმლოებების მისაღებად, რადგან წესით 5 წლით უნდა განიკვეთონ, როგორც სისხლის დამღვრელნი.

პატრიარქის მოტივი გასაგებიან – შეუძლებელია ბრძოლა სიძულვილის გარეშე, ხოლო სიძულვილი კი სულს აკნინებს.
როგორც მეხანძრე რომელიც ბავშვის გადასარჩენად ცეცხლში მიდის და იწვება… ასევე მეომარიც საჭიროებდა მკურნალობას საეკლესიო კანონის თანახმად. სწორედ ამიტომ, სანამ მეომარი ზიარებაზე დაიშვებოდა, ის საჭიროებდა სულიერ მკურნალობას და ჭეშმარიტ სინანულ/მონანიებას.

მსგავსი ამბები

Back to top button