გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ვანკუვერზე


საინტერესო ფაქტები ვანკუვერზე.

ვანკუვერი მდებარეობს კანადის დასავლეთ სანაპიროზე და სიდიდით არის მესამე ქალაქი ტორონტოსა და მონრეალის შემდეგ.

ქალაქი მუდმივად იზიდავდა ტურისტებს თავისი ლამაზი ღირსშესანიშნაობებით, მაგალითად: Stanley Park, Robson Street და სხვები.

ვანკუვერი სამი მხრიდან წყლით, ხოლო ერთი მხრიდან ლამაზი მთიანი პეიზაჟებითაა გარშემორტყმული, ასე და ამგვარად ვანკუვერი არის რომანტიული დასვენების ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილი. ვანკუვერი გამოირჩევა ცხოვრების მაღალი დონით და შესანიშნავი მაგალითია თანამედროვე მეგაპოლისისა.

ქალაქი აშენდა 1886 წელს და არის ბრიტანული საზღვაო ფლოტის კაპიტნის – ჯორჯ ვანკუვერის სახელობის.

ვანკუვერი ცნობილია თავისი უცნაური გეოგრაფიული მდებარეობით.

ვანკუვერის მოსახლეობის უმეტესობა ისევე როგორც სხვა კანადური ქალაქების მსგავსად არ არიან ვანკუვერელები. ქალაქი ცნობილია თავისი მულტინაციონალური მოსახლეობით.

ჩრდილოეთ ამერიკაში ვანკუვერი სიდიდით ნიუ-იორკის შემდეგ არის მეორე პორტი.

ვანკუვერში ცხოვრობს ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაზე მეტი აზიატი, ასევე ვანკუვერში მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჩაინათაუნი.

ვანკუვერში მდებარეობს კინოწარმოების უმნიშვნელოვანესი სტუდია, ლოს-ანჯელესის შემდეგ ის იკავებს მეორე ადგილს გადაღებული ფილმების რაოდენობით.

ვანკუვერი ითვლება ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე ძვირფას ქალაქად. ბევრი მილიონერი და კინოს ვარსკვლავი ცხოვრობს აქ მუდმივად.

ვანკუვერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი არის კრიმინალის მაღალი დონე.

სხვა მსხვილი ქალაქებისგან განსხვავებით ვანკუვერში თქვენ არ შეგიძლიათ იყიდოთ ალკოჰოლი ჩვეულებრივ მაღაზიაში, ეს კანონითაა აკრძალული.

მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში, როგორებიცაა ბარი და რესტორნები აკრძალულია.

გარემოს დაცვის ყველაზე დიდი ორგანიზაცია – Greenpeace მდებარეობს ვანკუვერში.

ვანკუვერმა მონრეალთან გაიყო ყველაზე სუფთა ქალაქის წოდება.

ვანკუვერის გეოგრაფიული მდებარეობა ძლიერ სახიფათოა მიწისძვრის შესაძლებლობის გამო.

ვანკუვერში ხშირია ატმოსფრერული ნალექები და სეტყვები, ამიტომაც ქლაქს უწოდებენ “სველ ქალაქს”.

ვანკუვერში არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეი-საზოგადოება. ასევე აქ არის სხვადასხვა თემატიკის რესტორნები და ღამის კლუბები სექსუალური უმცირესობებისთვის, ხოლო ყოველი წლის სექტემბერში ტარდება გეი-აღლუმები.

Kitsilano არის მარილიანი წყლით სავსე ბასეინი, რომლის სიღრმე შეადგენს 137.5 მეტრს, ხოლო ზომებით კი არის სამი ოლიმპიური ბასეინის ეკვივალენტური. ბასეინი ითვლება კანადის ყველაზე დიდ ბასეინადლ. მიუხედავად გარე კლიმატური მდგომარეობისა მასში არის მუდმივად 25° C, რომ თქვენ თავი კომფორტულად იგრძნოთ.

ვანკუვერში მდებარეობს აკვარიუმი, რომელიც შედის მსოფლიოში 5 საუკეთესო აკვარიუმთა სიაში.

სანაპირო Kitsilano Beach შევიდა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სანაპიროთა სიაში.

მსგავსი ამბები

Close
Close