გასართობიკრეატივისურათები

ინკოგნიტო ბენკსიმ ლოს ანჯელესის მთელი კედლები მოხატა


ინკოგნიტო ბრიტანელი გრაფიტის მხატვარი ცნობილია ფსევდონიმით ბენკსი (Banksy) . სტრიტ-არტის ხელოვნების ლეგენდამ – ბენკსიმ (Banksy) გადაწყვიტა ლოს ანჯელესის კედლები მოეხატა. თითქმის ყოველდღე ქალაქის ღობეებსა და შენობების კედლებზე ჩნდება მისი ახალ-ახალი ნამუშევრები. სამართალდამცავები მხად არიან, რომ დააკავონ ნიჭიერი ქუჩის „ხულიგანი“, მაგრამ საინტერესოა აღინიშნოს, რომ თავად ბენკსი არასოდეს არავის უნახავს, ის საჯაროდ არ გამოჩენილა.
არსებობს მოსაზრება, რომ მხატვარი – ბენსკი დაიბადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ სოჰოში, ლონდონის გარეუბანში და ცხოვრობს ბრისტოლში (Bristol). ეს ფაქტი ჯერჯერობით უცნობია; მაგრამ, მიუხედავად ამისა, მასზე უკვე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი – „Exit Through the Gift Shop “, რომელიც ნომინირებული იყო „ოსკარზე“.

ასევე დადის ჭორები, რომ მხატვრის ნამუშევრები მომენტალურად ქრება აუქციონებიდან მთელ მსოფლიოში, და მათი ღირებულება შეადგენს 30-700 ათას ამერიკულ დოლარს.
პირველად ბენსკიმ ყურადღება მიიპყრო 90-იანი წლების დასაწყისში. რომ იხილოთ მისი ნამუშევრები, საკმარისია ეწვიოთ „Metropolitain“-ის მუზეუმს, გალერეა “Tate”-ს ლონდონში, თანამედროვე ისტორიის მუზემს ნიუ იორკში, ლონდონის და ბრისტოლის ზოოპარკებს.


ბანსკი არ ყიდის ქუჩის გრაფიტის ფოტოსურათებს და არ აწყობს გამოფენებს კომერციულ გალერეებში. თუმცა ხელოვნების აუქციონერებს ბევრჯერ უცდიათ მისი ქუჩის ნამუშევრების გაყიდვა ადგილზე…
მსოფლიო უბრალოდ გაგიჟდა ბენკსიზე! ერთ-ერთი აუქციონის შემდეგ, სადაც მისი 3 ნამუშევარი (ყველაზე ძვირი 97 ათას ფუნტად) გაიყიდა, ბენკსის ვებგვერდზე გამოჩნდა ნახატი წარწერით “ვერ ვიჯერებ, რომ ამ ნაგავს ყიდულობთ, იდიოტებო”.


















blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close