TECH & მეცნიერებაუცნაური

“EL EMPLEO” – მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც 100-ზე მეტი ჯილდოს მფლობელია

66f4b774ec34

სანტიაგო გრასოს(არგენტინელი რეჟსორი და სცენარისტი) მოკლემეტრაჟანი ფილმი მოგვითხრობს ერთ ადმაინზე, რომელიც დილით ადრე ჩვეულებისამებრ დგება და მიდის სამსახურში. თუმცა, ეს სამყარო არ არის ჩვეულებრივი.  ამ პიროვნებას  ხვდება ადამიანები, რომლებიც მას სკამის, ტანსაცმლის ჩამოსაკიდის, გადაადგილების საშუალებისა და სხვა აუცილებელი მოთხოვნების მაგივრობას უწევენ. საბოლოოდ კი ამ ადმაინის სამსახური მდგომარეობის იმაშ, რომ ის “კარის ჩვარია”.

ჩვენ,ადამინები ვართ გამომგონებლები და დღითიდღე მივდივართ ტელესკოპური სიმაღლეებისაკენ და მიკროსკოპული სიღმრეებისკენ, ვიგონებთ უამრავ ნივთებს, რომელთა დანიშნულება გახლავთ ჩვენი ცხოვრების გამარტივება, რათა გვქონდეს მეტი საშუალება და დრო ვაკეთოთ ჩვენთვის ბედნიერების მომტან საქმეები, გვქონდეს მეტი ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც გვიყვარს და პატივს ვცემთ.

79e66b63619f

გამოგონებათა უმეტესობის მიზანია ჩვენი ცხოვრების შემსეუბუქება, რათა ჩვენი ძვირფასი ცხოვრება არ დავხარჯოთ ფუჭად უაზრო საქმეების კეთებით.

ეს ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ მოვედით აქამდე. თუმცა, არის შეკითხვა: საითკენ მივდივართ აწი? ნუთუ გლობალიზაცია უფრო ლოკალურებს გვქვმნის ? ნუთუ გლობალიზაციასთან ერთად იზრდება ადამიანთა შორის გაუცხოება ?

ალბათ, ფილმის ნახვის შემდეგ გაგიჩნდებათ კითხვა საკუთარ თავთან: რა არის პროგრესი ?

შეგიძლიათ იხილოთ სანტიაგო გრასოს ვებ-გვერდი.

იხილეთ ვიდეო:
http://youtu.be/FjJKqbNJ_Pc

Back to top button