გასართობიკრეატივიუცნაური

სინგაპურის ეკონომიკური განვითარება

http://i023.radikal.ru/1405/b0/320d38a47f42.jpg

სინგაპურის ეკონომიკა 2012 წლის „მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე“ დასახელდა, როგორც ყველაზე „ღია” და ნაკლებად კორუმპირებული. მსოფლიო ბანკმა 2012 წელს აღიარა, რომ სინგაპურში ყველაზე მარტივია ბიზნესის წამოწყებ . ქვეყანაში არსებობს დაბალი საგადასახადო განაკვეთები, 2013 წლის მონაცემებით კი მთლიან შიდა პროდუქტში გადასახადების პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 14.2%-ს შეადგენს . რაც შეეხება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, ქვეყანა ამ მაჩვენებლითაც მოწინავე მესამე ადგილს იკავებს მსოფლიოში. ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ სინგაპური დღეს ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე მაღალგანვითარებულ ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ საინტერესოა, რამ გამოიწვია აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე, უკიდურესად პატარა სახელმწიფოს ასე გაძლიერება.

http://s020.radikal.ru/i714/1405/89/a20fcf75b29e.jpg

1960-იანი წლებისთვის სინგაპური სოციალისტურ სახელმწიფოდ ითვლებოდა. მთავრობა აქტიურად ერთვებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში, მაგრამ ქვეყანა მალევე გადავიდა პროკაპიტალისტურ წყობაზე. 1965 წელს, მას მერე, რაც სინგაპური გამოეყო მალაიზიას, გასაკვირი არ არის, რომ პატარა, რესურსებით მცირე სახელმწიფო, პრობლემების წინაშე დადგა. ამის საპასუხოდ მთავრობამ ახალი პოლიტიკა შემოიღო, ახლებური პირობებით ხელი შეუწყო უცხოური ინვესტიციების მარტივად შემოსვლას ქვეყანაში და ექსპორტ-იმპორტის განვითარებას. სინგაპურის მთავრობას მთლიანად არ გაუთავისუფლებია ბაზარი, რადგან მათ კონტროლირებადი ეკონომიკა და ინვესტირება აირჩიეს. სახელმწიფო ასევე ერეოდა ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურაში. ცხოვრების დონე თანდათან გაიზარდა, ქვედა ფენიდან საშუალო ფენაში სულ უფრო მეტი ადამიანი გადავიდა, 1987 წელს ლი კუინ იუმ განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80% საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო.

http://s43.radikal.ru/i101/1405/c9/1e6ec5da6fd1.jpg

სინგაპურის სტრატეგიამ განაპირობა რეალური ზრდა ეკონომიკაში. 1960 წლიდან 1999–მდე ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 8%. რეგიონალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, 1999 წელს, ეკონომიკა განახლდა და კვლავ გაიზარდა: ამჯერად- 5,4%–ით, 2000 წელს კი – 9.9%–ით. თუმცა 2001 წლის ეკონომიკურმა შენელებამ აშშ-ში, იაპონიასა და ევროკავშირში, ასევე მსოფლიო რეგრესმა ელექტრონულ მრეწველობაში, შეამცირა პროგნოზირებადი ზრდა ნეგატიურ 2.0%–მდე.

http://s018.radikal.ru/i508/1405/57/d8eae9557c7a.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით არსებულმა ფულმა გარკვეული როლი ითამაშა ეკონომიკის განვითარებაში, სინგაპურის ძირითად პრიორიტეტს უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. უცხოელებისთვის კი სინგაპური გლობალური ინვესტიციის, სტაბილურ მხარედაა მიჩნეული, რაც წყალს სწორედ სინგაპურელების წისქვილზე ასხამს. მოგეხსენებათ, ექსპორტ-იმპორტი ნებისმიერი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, მით უმეტეს მისი ეკონომიკისთვის. სინგაპური ამ ფაქტორსაც კარგად იყენებს. ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ბერკეტები, ტექნიკა, მომსახურების სფერო და ქიმიური მრეწველობაა. ამ ინდუსტრიებიდან მიღებული პროდუქტების ექსპორტზე გატანით კი ახერხებს შეივსოს ის დანაკარგი, რაც გააჩნია. მაგალითად, ქვეყანაში არის წყლის, განსაკუთრებით, სასმელი წყლის, ნაკლებობა. ამ ფაქტორიდან გამომდინარე სინგაპურელები მიხვდნენ, რომ მათი ქვეყანა აგრობიზნესის განვითარებით ვერასდროს მოახერხებდა იმ პირობების შექმნას მოსახლეობისთვის, რისი საშუალებაც დღეს გააჩნია, ამიტომ ქყეყანამ სულ სხვა – ინდუსტრიალიზაციისკენ მიმავალი კურსი აიღო და საკმაოდ წარმატებულადაც. სინგაპურს ასევე გააჩნია სტრატეგიული პორტი (სიდიდით მეორე პორტი ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით), რომელიც მას მეზობლებთან შედარებით უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მთავრობა ხელს უწყობს ფინანსური სერვისების, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, ელექტროსადგურების და საცალო ვაჭრობის განვითარებას, ეს კი სტიმულს აძლევს უცხოელ ინვესტორებს. როცა 2006 წელს სინგაპურის ცენტრალური ბიზნესის იჯარის ფასი გასამმაგდა, მთავრობამ სცადა, გამოეყენებინა რამდენიმე ღონისძიება; მათ შეზღუდეს ხელფასები და გაათავისუფლეს გამოუყენებელი შენობები, რათა შეემცირებინათ იჯარის და ბიზნესის წამოწყებისთვის განკუთვნილი ხარჯები. აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნიკის დასამზადებლად განკუთვნილი მასალაც კი არ მოიპოვება ქვეყნის შიგნით, მათ იმპორტით შემოაქვთ ის და რეექსპორტით გააქვთ ქვეყნიდან.

http://i054.radikal.ru/1405/5e/effc5ca99547.jpg

ის, რომ სინგაპური გლობალურ ფინანსურ ცენტრად ითვლება, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისთის. Singapore Bank მსოფლიო მასშტაბით უამრავი სახის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს. მათ შორის ინტერნეტ და ტელეფონ ბანკინგს, დებეტ და საკრედიტო ბარათებს, ვადიან დეპოზიტებსა და დაგროვილი ქონების მართვის მომსახურებას.

http://s019.radikal.ru/i629/1405/d4/53acda662394.jpg

კორუფციის დაბალმა დონემ, კვალიფიციურმა მუშახელმა, სწორმა პოლიტიკამ, განათლების როლის ზრდამ, სამეწარმეო და მომსახურების სფეროს განვითარებამ, ვალუტით ვაჭრობამ საბოლოო ჯამში შექმნა ქვეყანა, რომლის ხსენება ნებისმიერ ადამიანს ცათამბჯენებისა და ცხოვრების მაღალი დონის ასოციაციას უქმნის.

თეგები
Close
Close