გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები კუბის შესახებ

1cea7013e1cb
საინტერესო ფაქტები კუბის შესახებ.

ქუჩაში გასვლის შემთხვევაში, არ გაგიკვირდეთ, თუკი გამვლელი კუბელები გეტყვიან კომპლიმენტებს. ეს ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელური ერია, ხოლო მათთვის საუბრის წამოწყება პატარა სისულელეებზე და მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ნაცნობი ხართ თუ არა, ისინი საუბარში ჩაგებმებიან.

კუბა საკმაოდ უსაფრთხოა, რადგან ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ არააგრესიულია. რათქმაუნდა, საჭიროა ღამ-ღამობით უსაფრთხოების წესების დაცვა, მაგრამ კრიმინალის დონე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია.

კუბელი ქალების საყვარელი ტანსაცმელი არის ჯინსის შორტები. ახალგაზრდა გოგოებს აცვიათ ძლიერ მოკლე შორტები, ხოლო უფრო ხანში შესულ ქალებს კი მუხლებამდე.

კუბის განათლების სისტემა ძალიან სუსტია. საბჭოთა კავშირის დროს პედაგოგთა შემადგენლობა საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ეხლა ეს ყველა პედაგოგი პენსიაზეა, ხოლო ბავშვებს ასწავლიან უფროსკლასელები, რომელთაც ცოდნის დაბალი დონე აქვთ. ასევე საგნების ნაწილი, მაგალითად, გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია და სხვა ისწავლება ერთი სახელწოდებით “Ciencias naturales”.

შერეული ქორწინებები კუბაში მიღებული არ არის.

კუბელები აღმერთებენ ძაღლებს! თითქმის ყველა სახლში ცხოვრობს ერთი ან რამდენიმე ძაღლი.

მედიცინა კუბაში არის უმაღლეს დონეზე, მაგრამ სამედიცინო დახმარების ფასი ძალიან დაბალია, რაც იზიდავს მძიმედ დაავადებულ ავადმყოფებს, განსაკუთრებით მათ ვინც არიან დაავადებულები იშვიათი დაავადებებით. ასე, რომ კუბა არ არის სამოთხე მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ არის კარგი ლაზარეთიც დიდი რაოდენობით ჰოსპიტალებით და დიდი რაოდენობით პერსონალით. კუბის მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარება, მათ შორის სტომატოლოგიურიც არის სრულიად უფასო.

კუბელები საკმაოდ სუფთა ხალხი არიან, ისინი იღებენ დუშს ნებისმიერ მოსახერხებელ მომენტში, არანაკლებ დღეში ორჯერ იცვლიან და იცმევენ ტანსაცმელს, ასევე რეგულარულად იყენებენ პარფიუმერიას და ანტიპერსპერანტებს.

საშუალო რანგის ჩინოვნიკის გამომუშავებული თანხა თვეში შეადგენს 20 ამერიკულ დოლარს.

კუბაში სახლებს მინები არ აქვთ, გამონაკლისი არის ჰავანას რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა. მინების მაგივრად ჩასმულია მეტალის ან ხის ჟალუზები.

კუბაში ოფიციალურად აკრძალული იყო ტოსტერები, ელექტროჩაიდანები, გრილები და ბევრი სხვა ნივთი ელექტროობის ნაციონალური ეკონომიისთვის.

ფიჭური კავშირი კუბაზე საკმაოდ ძვირად ფასობს, 1 წუთი საუბარი დაჯდება დაახლოებით 1 დოლარი. თითოეულ კუბელს შეუძლია გაიფორმოს მხოლოდ 1 სიმ ბარათი.

კუბელების საყვარელი კერძი არის “Congri”, ის შედგება ფრინჯისგან და შავი ლობიოსგან. მას ხიდიან ხორცთან ერთად ან მის გარეშე კვირაში დაახლოებით 4-5-ჯერ.

კუბელებს კატები არ უყვართ, მათ ისინი არ ჰყავთ სახლებში, კატები ცხოვრობენ სამრეცხაოების გვერდით.

წვიმის დროს კუბელები, როგორც წესია, არ გადიან სახლიდან, სკოლაში ან სამსახურში წასვლის დროსაც კი, წვიმა შეიძლება გახდეს გაცდენის მიზეზი.

მსგავსი ამბები

Back to top button